ადამიანი-ჭიანჭველა და კრაზანა
„ადამიანი ჭიანჭველა და კრაზანა“ | |
---|---|
რეჟისორი | პეიტონ რიდი |
პროდიუსერი |
|
ეფუძნება |
ადამიანი-ჭიანჭველა
ავტორი -
კრაზანა ავტორი -
|
როლებში |
|
კომპოზიტორი | კრისტოფერ ბეკი |
სტუდია | |
დისტრიბუტორი | Walt Disney Studios Motion Pictures |
გამოსვლის თარიღი |
25 ივნისი, 2018 (ელ კაპიტანის თეატრი) 6 ივლისი, 2018 (აშშ) |
ხანგრძლივობა | 118 წთ. |
ქვეყანა | ამერიკის შეერთებული შტატები |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 162–195 მილიონი აშშ დოლარი |
შემოსავალი | 622.7 მილიონი აშშ დოლარი[1] |
„ადამიანი-ჭიანჭველა და კრაზანა“, ასევე ცნობილი როგორც „ადამიანი ჭიანჭველა და ბზიკი" (ინგლ. Ant-Man and the Wasp) — 2018 წლის ამერიკული სუპერგმირული ფილმი, რომელიც დაფუძნებულია Marvel Comics– ის პერსონაჟებზე. ფილმის პერსონაჟებია სკოტ ლენგი / ადამიანი- ჭიანჭველა და ჰოუპ ვან დინი / კრაზანა. ფილმი წარმოებულია Marvel Studios– ის მიერ და Walt Disney Studios Motion Pictures– ის დისტრიბუციით. ეს არის ადამიანი-ჭიანჭველას (2015) გაგრძელება და Marvel-ის კონსამყაროს (MCU) მე-20 ფილმი. ადამიანი-ჭიანჭველა და კრაზანას რეჟისორია პეიტონ რიდი, სცენარის ავტორები არიან კრის მაკკენა და ერიკ სომერსი და პოლ რუდი, ასევე ენდრიუ ბარერი და გაბრიელ ფერარი. მასში მთავარ როლებს ასრულებენ რუდი (სკოტ ლენგის როლი) და ევანჯელინ ლილი (ვან დინის როლი). სხვა მსახიობებს შორისაა: მაიკლ პენია, უოლტონ გოგინსი, ბობი კენავალი, ჯუდი გრირი, ტიპ ჰარისი, დევიდ დასტმალჩიანი, ჰანა ჯონ-კამენი, ები რაიდერ ფორტსონი, რენდალ პარკი, მიშელ პფეიფერი, ლორენს ფიშბერნი და მაიკლ დუგლასი . ფილმში ადამიანი-ჭიანჭვე და კრაზანა, მთავარი პერსონაჟები მუშაობენ ჰენკ პიმთან, რათა ჯანეტ ვან დინი კვანტური სამყაროდან გამოიყვანონ.
ადამიანი-ჭიანჭველა-ს გაგრძელებაზე საუბარი ფილმის გამოსვლიდან მალევე დაიწყო. ფილმის გაგრძელებაზე საუბარი 2015 წლის ოქტომბერში დაიწყო და ცნობილი გახდა, რომ ახალ ფილმებში პოლ რადი და ევანჯელინ ლილი როლებს კვლავ შეასრულებდნენ. ერთი თვის შემდეგ, წინა ფილმის რეჟისორი რიდი ჯგუფს შეუერთდა. ის პირველი ფილმით აღფრთოვანებული იყო. იგი ასევე მოუთმენლად ელოდა ამ ფილმში ჰოუპ ვან დინის, როგორც კრაზანის გამოჩენას. გადაღებები მიმდინარეობდა 2017 წლის აგვისტოდან ნოემბრამდე, ფაინეტის ოლქის Pinewood Atlanta Studios- ში, აგრეთვე მეტრო ატლანტაში, სან ფრანცისკოში, სავანაში (ჯორჯია) და ჰავაიში.
შექმნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]განვითარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2015 წლის ივნისში ადამიანი-ჭიანჭველას რეჟისორმა პეიტონ რიდმა გამოთქვა ინტერესი ამ ფილმის გაგრძელების შესახებ და განაცხადა, რომ მან "„ართლაც შეიყვარა ეს პერსონაჟები" და იგრძნო, რომ „ჰენკ პიმის შესახებ ბევრი რამ იყო სათმელი".[2] ერთი თვის შემდეგ, პიმისროლის შემსრულებელმა, მაიკლ დუგლასმა თქვა, რომ მას ხელი დამატებით ფილმში მონაწილეობაზე არ მოუწერია, მაგრამ შეთავაზების შემთხვევაში დაფიქრდებოდა. მან გამოთქვა სურვილი, რომ ფილმში მისი ცოლის, ჯენეტის როლი კათრინ ზეტა-ჯონსს შეესრულებინა.[3] ევანჯელინ ლილის - რომელმაც შეასრულა პიმისა და ვან დინის ქალიშვილის, ჰოუპ ვან დინის, როლი სურდა, რომ მიშელ ფაიფერს შეესრულებინა დედამისის როლი.[4] პროდიუსერმა კევინ ფაიგმა გამოაცხადა, რომ სტუდიას ჰქონდა „სუპერ მაგარი იდეა" ადამიანი-ჭიანჭველას მომდევნო ფილმისთვის.[5]
გადაღებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძირითადი გადაღებები დაიწყო 2017 წლის 1 აგვისტოს,[6] Pinewood Atlanta Studios- ში, ფაიეტის ოლქში, ჯორჯიის შტატში.[7][8] დანტე სპინოტი მუშაობდა როგორც გადაღებების დირექტორი და იღებდა Arri Alexa 65-ის კამერით.
გადაღებები ასევე შედგა ატლანტაში, კერძოდ ატლანტას საერთაშორისო სკოლაში, ატლანტის მიდთაუნისა და ბაკჰედის რაიონებში, ასევე სამუელ ინმანის საშუალო სკოლა ქალაქის ვირჯინია-ჰაილენდის გარეუბანში; ასევე ემორის უნივერსიტეტსა და Atlanta Motor Speedway-ში ჰემპტონში, ჯორჯია.[9] დამატებითი გადაღებები ჩატარდა სან-ფრანცისკოში 2017 წლის სექტემბერში,[10] სავანაში, ჯორჯიაში, ოქტომბრის ბოლოს[11] და ჰავაიში.[12] წარმოება დასრულდა 2017 წლის 19 ნოემბერს.[13]
მუსიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2017 წლის ივნისში რიდმა დაადასტურა, რომ კრისტოფ ბეკი, რომელმაც მუსიკალურად გააფორმა ადამიანი-ჭიანჭველას პირველი ფილმი ახალ ფილმშიც მიიღებდა მონაწილეობას.[14] ბეkმა ადამიანი ჭიანჭველას მთავარი მუსიკა შეცვალა და დაწერა ახალი მუსიკა კრაზანასთვის. მას სურდა ყოფილიყო „ენერგიული" და ეჩვენებინა, რომ კრაზანა თავის შესაძლებლობებში დარწმუნებული იყო.[15] Hollywood Records- მა და Marvel Music- მა საუნდტრეკის ალბომი ციფრულად გამოუშვეს 2018 წლის 6 ივლისს.[16]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Ant-Man and the Wasp. IMDb. ციტირების თარიღი: February 7, 2021
- ↑ Davis, Brandon (June 30, 2015)."Ant-Man Director Peyton Reed Interested Doing Ant-Man Prequel About Hank Pym" . Comicbook.com. Archived from the original on July 1, 2015. Retrieved July 1, 2015.
- ↑ Reynolds, Simon; Mansell, Tom (July 10, 2015). "Catherine Zeta-Jones as The Wasp? Spoiler-filled Ant-Man chat with Michael Douglas and Peyton Reed". Digital Spy. Archived from the original on July 12, 2015. Retrieved July 10, 2015.
- ↑ Eisenberg, Eric (July 21, 2015). "Is The Original Wasp Still Alive? Here's What Evangeline Lilly Says". Cinema Blend. Archived from the original on July 22, 2015. Retrieved July 21, 2015.
- ↑ Davis, Erik (July 7, 2015). "Interview: Marvel Studios President Kevin Feige on 'Ant-Man,' 'Doctor Strange' and More". Fandango.com. Archived from the original on July 16, 2015. Retrieved July 17, 2015.
- ↑ Perry, Spencer (August 1, 2017). Production Officially Begins on Ant-Man and the Wasp!"/slide/1. ComingSoon.net. Archived from the original on August 1, 2017. Retrieved August 1, 2017.
- ↑ Brett, Jennifer (September 1, 2016). ""Spider-Man" films right next to where "Captain America" did". Atlanta Journal-Constitution. Archived from the original on September 2, 2016. Retrieved September 1, 2016.
- ↑ Lesnick, Silas (October 11, 2016). "Doctor Strange IMAX Preview Teases a Marvel Cinematic Multiverse". ComingSoon.net. Archived from the original on October 12, 2016. Retrieved October 11, 2016.
- ↑ Walljasper, Matt (August 24, 2017). "What's filming in Atlanta now? Avengers: Infinity War, Ant-Man and the Wasp, Valor, Uncle Drew, plus the Marvel film that got away". Atlanta. Archived from the original on August 26, 2017. Retrieved August 26, 2017.
- ↑ Jacobs, Eammon (September 10, 2017). "Ant-Man and The Wasp Set Video Teases San Francisco Action Sequence". Screen Rant. Archived from the original on September 10, 2017. Retrieved September 10, 2017.
- ↑ Dennis, Zach (October 3, 2017)."Casting Call: Marvel needs you for a scene in Savannah for 'Ant-Man and the Wasp'" . Savannah Morning News. Archived from the original on October 3, 2017. Retrieved October 3, 2017.
- ↑ Fashingbauer Cooper, Gael (June 29, 2018). "Ant-Man and The Wasp: Release date, cast, plot and reviews". CNET. Archived from the original on June 12, 2018. Retrieved March 28, 2020.
- ↑ Reed, Peyton [@MrPeytonReed] (November 19, 2017). "That's a wrap. #AntManandtheWasp"(Tweet). Archived from the original on June 24, 2017. Retrieved November 20, 2017 – via Twitter.
- ↑ Reed, Peyton [@MrPeytonReed] (June 23, 2017). "Is christophe beck coming back? Oh yes!"(Tweet). from the original on June 24, 2017. Retrieved June 24, 2017 – via Twitter.
- ↑ Schweiger, Daniel (July 3, 2018). "Interview with Christophe Beck" დაარქივებული 2020-12-05 საიტზე Wayback Machine. . Film Music Magazine. Archived from the original on October 24, 2018. Retrieved October 24, 2018.
- ↑ 'Ant-Man and the Wasp' Soundtrack Details"". Film Music Reporter. July 5, 2018. Archived from the original on July 6, 2018. Retrieved July 7, 2018.
|