შინაარსზე გადასვლა

აგრომეტეოროლოგიური პროგნოზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აგრომეტეოროლოგიური პროგნოზიამინდის იმ უმნიშვნელოვანესი აგრომეტეოროლოგიური პირობების წინასწარ განსაზღვრა, რომლებიც გავლენას ახდენენ სასოფლო-სამეურნეო კულტურების ზრდა-განვითარებასა და მოსავლიანობაზე. აგრომეტეოროლოგიური პროგნოზის შედგენისას ემყარებიან სოფლის მეურნეობის დარგების თავისებურებას და მეტეოროგიურ დაკვირვებათა შედეგებს, ითვალისწინებენ აგრეთვე ამინდის ცვალებადობის სტატისტიკურ კანონზომიერებას და ამინდის საერთო პროგნოზსაც. განასხვავებენ ზეგრძელვადიან (ამა თუ იმ კულტურის დათესვამდე 3-4 თვით ადრე შედგენილ) და გრძელვადიან (მოსავლის აღებამდე 1-3 თვით ადრე შედგენილ) აგრომეტეოროლოგიური პროგნოზს.