აბელ ტასმანის ეროვნული პარკი
იერსახე
აბელ ტასმანის ეროვნული პარკი
Abel Tasman National Park | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
მდებარეობა | ტასმანის რეგიონი |
ქვეყანა | ახალი ზელანდია |
კოორდინატები | 40°50′ ს. გ. 172°54′ ა. გ. / 40.833° ს. გ. 172.900° ა. გ. |
ფართობი | 225,3 კმ² |
დაარსდა | 1942 |
მმართველი ორგანო | ახალი ზელანდიის კონსერვაციის დეპარტამენტი |
აბელ ტასმანის ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი ახალ ზელანდიაში, სამხრეთის კუნძულის ჩრდილოეთ დაბოლოებაზე. შეიქმნა 1942 წელს, ორნითოლოგებისა და მწერალ პერინ მონკრიეფის დიდი ძალისხმევის შედეგად. 225,3 კმ² ფართობით იგი ახალი ზელანდიის უმცირესი ეროვნული პარკია. შედგება ტყიანი, ბორცვიანი ლანდშაფტისგან, რომელიც გადაშლილია მდინარე ტაკაკისა და რიუაკის ჩრდილოეთით. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება გოლდენ-ბეი და ტასმანის უბე. სახელი ეწოდა აბელ ტასმანის პატივსაცემად, რომელიც 1642 წელს პირველი ევროპელი მკვლევარი გახდა, ვინც ახალ ზელანდიას ეწვია.
ეროვნული პარკი არ ვრცელდება სანაპირო წყლებზე, სადაც ცალკე ნაკრძალია შექმნილი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Department of Conservation information on Abel Tasman National Park
- Images from the Abel Tasman National Park (ინგლისური) (გერმანული)
|