ააფსთა
იერსახე
ააფსთა აფხ. Ааԥсҭа | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | გუდაუთის მუნიციპალიტეტი (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) |
სათავე |
ბზიფის ქედი 43°16′40″ ჩ. გ. 40°48′28″ ა. გ. / 43.278000° ჩ. გ. 40.807806° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 1445 მ |
შესართავი |
შავი ზღვა 43°05′12″ ჩ. გ. 40°41′12″ ა. გ. / 43.086833° ჩ. გ. 40.686806° ა. გ. |
სიგრძე | 35 კმ |
აუზის ფართობი | 243 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 11,9 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი |
ააფსთა[1] (აფხ. Ааԥсҭа[2]; ყოფ. ბაკლანოვკა[3]) — მდინარე საქართველოში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში. სიგრძე 35 კილომეტრს აღწევს, აუზის ფართობი 243 კმ²-ს. სათავე აქვს ბზიფის ქედის აღმოსავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 1445 მეტრ სიმაღლეზე და მის სამხრეთ კალთაზე მოედინება.
ხეობა გამომუშავებულია ცარცულ და იურულ კირქვებში. ქვემო დინებაში გორაკ-ბორცვიან ზოლში გაედინება. შავ ზღვას ერთვის გუდაუთასა და ახალ ათონს შორის. საზრდოობს უმთავრესად წვიმის წყლით. ახასიათებს გაზაფხულის წყალდიდობა და ხშირი წყალმოვარდნა. მთავარი შენაკადია მდინარე დოხვართა. შუაწელში მარცხნივ ერთვის ხაბიუს მღვიმური ნაკადი. საშუალო წლიური ხარჯია 11,9 მ³/წმ.[4]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 13.
- ↑ В. Е. Кәарҷиа, «Аԥсны атопонимика», Аҟәа 2002, ад. 568
- ↑ 1902 წლის ერთვერსიან რუკაზე მოხსენიებულია, როგორც „ბაკლანოვკა“ (რუს. р. Баклановка)
- ↑ თ. ბერაძე, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 9.