1270-იანები
იერსახე
ათასწლეული: | II |
საუკუნე: | XII – XIII – XIV |
ათწლეული: | 1240-იანები 1250-იანები 1260-იანები
– 1270-იანები – |
წლები: | 1270 · 1271 · 1272 · 1273 · 1274 1275 · 1276 · 1277 · 1278 · 1279 |
1270-იანი (ათას ორას სამოცდაათიანი) წლები, ასევე ცნობილი, როგორც 1270-იანები — გრიგორიანული კალენდრის ათწლეული, რომელიც დაიწყო 1270 წლის 1 იანვარს და დასრულდა 1279 წლის 31 დეკემბერს.
მოვლენები
სარჩევი: 1270 1271 1272 1273 1274 1275 1276 1277 1278 1279
- საქართველოს სამეფო ტახტზე ადის დემეტრე II თავდადებული.
- დაიწყო მერვე ჯვაროსნული ლაშქრობა.
- 18 დეკემბერი : ყუბილაი-ყაენმა საკუთარ იმპერიას დაარქვა „იუანი“ (元 yuán).
- მარკო პოლო მამამისთან ერთად ვენეციიდან გაემგზავრა ჩინეთისკენ .
- აფონსუ III მავრებისაგან იბრუნებს ფარუს, ამით დასრულდა მავრების გაძევება პორტუგალიიდან.
- 29 სექტემბერი : რუდოლფ I არჩეულ იქნა გერმანიის მეფედ.
- ბოჰემიის მეფე ოტაკარ II-მ ქ. ბრატისლავა აიღო.
- 7 მაისი : საფრანგეთში ლიონის მეორე კრება გაიხსნა პაპის არჩევის რეგულირებისთვის.
- 27 ოქტომბერი : ამსტერდამის დაფუძნების ტრადიციული თარიღი.
- ოქროს ურდოს ჯარებმა მესამედ დაესხნენ თავს ლიტვას.
- ინგლისის პარლამენტმა რეგულარული მუშაობა დაიწყო.
- იოანე XXI გახდა ისტორიაში პირველი და ერთადერთი პორტუგალიელი პაპი
- წმინდა გიორგის ჯვარი პირველად გამოყენებულ იქნა ინგლისის დროშად.
- კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს მონღოლები და ეგვიპტელები. მონღოლები ამჯერადაც დამარცხდნენ. მონღოლთა არმიაში იბრძოდა სამი ათასი ქართველი, რომლებმაც, მარცხის მიუხედევად, სიმამაცით გამოიჩინეს თავი.
- ანდორა დამოუკიდებელი სამთავრო გახდა.
- რუდოლფ ჰაბსბურგი ავსტრიას იერთებს.
- დინიშ I მმართველობის დასაწყისი პორტუგალიაში.
- 19 მარტი : ბოლო მოეღო სუნის დინასტიას. იუანის დინასტიის გავლენა მთელს ჩინეთზე გავრცელდა.