ჯოან კოლინზი
ჯოან კოლინზი | |
---|---|
ჯოან კოლინზი 1954 | |
დაბადების თარიღი |
23 მაისი, 1933 (87 წლის) ლონდონი, დიდი ბრიტანეთი |
მოქალაქეობა | დიდი ბრიტანეთი |
საქმიანობა | მსახიობი, მწერალი |
პარტია | კონსერვატიული პარტია |
მეუღლე(ები) | 5 |
შვილ(ებ)ი | 3 |
ნათესავები | ჯეკი კოლინზი (და) |
ჯილდოები |
ოქროს გლობუსი (1983 წ.) ბრიტანეთის იმპერიის ორდენი |
საიტი | [[1]] |
ხელმოწერა |
ჯოან ჰენრიეტა კოლინზი (ინგლ.Dame Joan Henrietta Collins;DBE დ. 23 მაისი, 1933, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) — ინგლისელი მსახიობი, პროდიუსერი, მწერალი და მიმომხილველი.
ჯოან კოლინზის დებიუტი თეატრალურ სცენაზე მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ცხრა წლის ასაკში შედგა პიესაში „თოჯინების სახლი“. შემდეგ მან დაამთავრა ლონდონის დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემია და კარიერა ბრიტანულ კინემატოგრაფიაში დაიწყო. 22 წლის ასაკში მსახიობი გაემგზავრა ჰოლივუდში და გახდა ცნობილი ისეთი როლებით ფილმებში, როგორიცაა "���ოგონა ვარდისფერ კაბაში" (1955) და ა.შ. მას იწვევდნენ ამერიკულ და ბრიტანულ ფილმებში მონაწილეობის მისაღებად 1950–იან და 1960–იან წლებში. მისი მოღვაწეობა ნაკლებად წარმატებული იყო 1970–იან წლებში.
ყველაზე დიდი პოპულარობა მსახიობს მოუტანა 1981 წელს სატელევიზიო სერიალ „დინასტიაში“ შესრულებულმა ალექსის კოლბის როლმა, რისთვისაც 1983 წელს ოქროს გლობუსით დაჯილდოვდა.[1]
ოთხმოციანი წლების ბოლოს მისი უმცროსი დის ჯეკი კოლინზის მსგავსად, მწერლობაში სცადა ბედი და გამოუშვა თავისი პირველი წიგნი, Prime Time (1988), რომელიც ბესტსელერი გახდა. კრიტიკოსების უარყოფითი შეფასებების მიუხედავად,ჯოანმა დაწერა კიდევ რამდენიმე წიგნი და ავტობიოგრაფია. ისევე როგორც ეკრანზე, კოლინზს ცხოვრებაში აქვს გლამურული ქალის იმიჯი მისი ხუთი ქორწინებისა და შეუდარებელი სტილის წყალობით. 2015 წელს კოლინზს მიენიჭა ბრიტანეთის იმპერიის ორდენი.[2][3]
ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯოან კოლინზი დაიბადა ცეკვის მასწავლებლისა და ღამის კლუბების მფლობელის ელზა ბესტანისა (1906-1962) და თეატრის აგენტ ჯოზეფ უილიამ კოლინზის (1902-1988) ოჯახში. მამა წარმოშობით ებრაელი იყო პორტ-ელიზაბეთიდან, რომლის მშობლები ლონდონიდან სამხრეთ აფრიკაში გადასახლდნენ[4]. ხოლო დედა - ინგლისელი, ანგლიკანური სარწმუნოების მიმდევარი. ჯოანს ჰყავდა უმცროსი და, (შემდგომში მწერალი) ჯეკი კოლინზი და ძმა - ბილი. საშუალო განათლება მან ფრანგულ-ნიდერლანდურ სკოლაში მიიღო, რის შემდეგაც შევიდა დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემიაში. 17 წლის ასაკში კოლინზმა გააფორმა კონტრაქტი J. Arthur Rank კინოკომპანიასთან, რომელიც იმ დროს დიდ ბრიტანეთში ძალიან პრესტიჟულად ითვლებოდა.[5][6]
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1951 წელს ჯოან კოლინზის დებიუტი შედგა ბრიტანულ კინოში. პირველი მთავარი როლი მიიღო ერთი წლის შემდეგ ფილმებში „მე მჯერა შენი“ და „დეკამერონის ღამეები“. ამავე დროს მას ხშირად იღებდნენ ბრიტანულ pin-up ჟურნალებში. მსახიობი დასახელდა ყველაზე ლამაზ გოგონად დიდ ბრიტანეთში. კოლინზი ამ პერიოდში ხშირად პრესის ყურადღების ცენტრში იყო, მათ შორის, როდესაც მან 1954 წელს განაცხადა, რომ ლონდონის კინოსტუდიები არ ცდილობდნენ მხარი დაეჭირათ მსახიობი ქალებისათვის.
1955 წელს ჯოან კოლინზი ჰოლივუდში გაემგზავრა და ხელი მოაწერა კონტრაქტს 20th Century Fox–თან. ჰოლივუდში პირველი მთავარი როლი შეასრულა რეჟისორ ჰოვარდ ჰოუქსის ეპიკური ჟანრის ფილმში „ფარაონთა მიწა."[7]. ამის შემდეგ ითამაშა ეველინ ნესბიტი ფილმში "გოგონა ვარდისფერ კაბაში" ჯოან კოლინზი განაგრძობდა ფილმებში მონაწილეობას. მან მტკიცედ გაიმყარა სტატუსი ჰოლივუდში. ფილმებში პარტნიორობას უწევდნენ გრეგორი პეკი, პოლ ნიუმენი, ედვარდ ჯ. რობინსონი. 1962 წელს მსახიობმა ითამაშა კომედიაში "გზა ჰონგ კონგისკენ“ ბინგ კროსბისთან ერთად, შემდეგ კი კარიერაში ხანმოკლე შესვენება აიღო, რომ პირველი შვილი გაეჩინა.
60-იანი წლების მეორე ნახევარში ჯოან კოლინზის კარიერა ჩიხში შევიდა მას შემდეგ, რაც ფილმები მისი მონაწილეობით ჩავარდა გაქირავებაში. ამავე დროს ის მიიწვიეს სატელევიზიო სერიალებში სათამაშოდ. 70-იან წლებში ჯოან კოლინზი ბრიტანულ კინოს დაუბრუნდა და მიიღო მონაწილეობა საშინე���ებათა ჟანრის ფილმებში. შედარებით წარმატებული იყო 1978 წელს მისი მონაწილეობა უმცროსი დის, ჯეკი კოლინზის რომანის მიხედვით გადაღებულ ფილმებში, რომელთა მოგებამ კინოგაქირავებაში 20 მილიონი შეადგინა.
1981 წელი მსახიობის კარიერაში გარდამტეხი აღმოჩნდა. იგი მიიწვიეს ალექსის კოლბის როლის შესასრულებლად ტელესერიალში „დინასტია“. ჯოან კოლინზის მონაწილეობამდე სერიალი მხოლოდ ერთი სეზონი გადიოდა, ხოლო მსახიობის წყალობით, მისი რეიტინგი იმდენად გაიზარდა, რომ რამდენიმე სეზონი გაგრძელდა. 1983 წელს მსახიობმა მიიღო სახელობითი ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში.[8]
ორმოცდაათი წლის ასაკში ჯოან კოლინზმა ჟურნალ Playboy-თვის მოაწყო ფოტოსესია. 1986 წელს, სერიალის წარმატების ფონზე, მან ითამაშა მინი-სერიალში „ცოდვები“ და „მონტე კარლო“. "დინასტია" 1989 წლამდე გაგრძელდა, 1991 წელს გადაიღეს მინი სერიალი "დინასტია: შერიგება", რომლიც ერთგვარი დასასრული გახდა ისტორიის.
1997 წელს ჯოან კოლინზს მიენიჭა დიდი ბრიტანეთის იმპერიის ოფიცრის წოდება საქველმოქმედო საქმიანობისა და ხელოვნებაში და შეტანილი წვლილისთვის.[9][10][11][12]
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯოან კოლინზი ხუთჯერ იყო დაქორწინებული. მისი პირველი მეუღლე ირლანდიელი მსახიობი მაქსველ რიდი იყო. წყვილმა ერთად იცხოვრა 1952-1956 წლებში. მოგვიანებით მსახიობს ურთიერთობა ჰქონდა სიდნი ჩაპლინთან, ჩარლი ჩაპლინის ძმასთან, არტურ ლოუთან და უორენ ბიტისთან. 1963 წელს დაქორწინდა მომღერალ და მსახიობ ენტონი ნიულეზე. მასთან შეეძინა ვაჟი და ქალიშვილი, 1971 წელს ისინი დაშორდნენ. ჯოან კოლინზი მესამედ დაქორწინდა 1973 წელს Apple Records-ის ხელმძღვანელ, რონ კასზე. მათ ქალიშვილი შეეძინათ. დაშორდნენ 1983 წელს. ჯოანი, ორი წლის შემდეგ, ცოლად გაჰყვა შვედ მომღერალ პიტერ ჰოლმსს. 1987 წელს სკანდალური განქორწინების შემდეგ, კოლინზმა ცოტა ხნით დატოვა ამერიკის შეერთებული შტატები და ლონდონში დაბრუნდა. მისი მეხუთე მეუღლე 2002 წლიდან თეატრის მენეჯერი პერსი გიბსონია, რომელიც ჯოანზე 32 წლით უმცროსია.[13][14]
ჯოან კოლინზი არის მოდელ კარა დელევინის ნათლია.
გარე ბმულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Joan Collins profile, FilmReference.com; retrieved 1 December 2008.
- ↑ Encyclopædia Britannica
- ↑ "Joan Collins profile". Newsbank. 2 April 1988.
- ↑ White, Francine (3 January 2019). "Joan Collins: 'My father warned me not to trust showbiz men'". დაარქივებული 2021-11-30 საიტზე Wayback Machine. The Jewish Chronicle. Retrieved 15 January 2019.
- ↑ "Queen of Hollywood gossip mill Jackie Collins's novels grow out of the best dirt", nl.newsbank.com; accessed 28 December 2014.
- ↑ Joan Collins bio[მკვდარი ბმული], TCM.com; accessed 28 December 2014.
- ↑ Peary, Danny. Cult Movies, Delta Books, 1981. ISBN 0-517-20185-2
- ↑ "Dynasty: The Making of a Guilty Pleasure: Credits". Der-denver-clan.de. Retrieved 27 February 2009.
- ↑ Cope, Rebecca. "Dame Joan Collins looks every inch the Medieval Queen in picture from new TV series, Glow and Darkness". Tatler. Retrieved 21 October 2020.
- ↑ "Joan Collins Career". Joancollins.net. Archived from the original on 2 November 2012. Retrieved 31 October2012.
- ↑ "Browse Results – Golden Globe Awards Official Website". Goldenglobes.com. Retrieved 11 November2016.
- ↑ "Berlin International Film Festival, Awards for 1957(Golden Berlin Bear)". Retrieved 3 September 2011.
- ↑ "Joan Collins, 81, reveals she was drugged, raped by husband Maxwell Reed before marrying him". დაარქივებული 2021-12-08 საიტზე Wayback Machine. New York Daily News. 30 November 2014. Retrieved 30 November2014.
- ↑ "Interview with Joan Collins". Woman And Home. 17 November 2010. Archived from the original on 9 February 2013. Retrieved 31 October 2012.