ლენტეხი
დაბა | |
---|---|
ლენტეხი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 42°47′20″ ჩ. გ. 42°43′25″ ა. გ. / 42.78889° ჩ. გ. 42.72361° ა. გ. |
ამჟამინდელი სტატუსი | 1969 |
ცენტრის სიმაღლე | 760 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 947[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,8 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 437[2] |
საფოსტო ინდექსი | 2900[3] |
ოფიციალური საიტი | https://lentekhi.gov.ge/ |
ლენტეხი — დაბა საქართველოში, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ლენტეხის ადმინისტრაციული ერთეულში შედის სოფლები: ბაბილი, გულიდა, კახურა, ლასკადურა, ლექსურა, მაცხვარლამეზური, მელურა და ყარიში. დაბაში არის ადმინისტრაციული, კულტურის, განათლების და ჯანდაცვის დაწესებულებები, მცირე საწარმოები, საზოგადოებრივი ცენტრი.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მდებარეობს სვანეთის ქედის სამხრეთ კალთებზე, ცხენისწყლის შენაკადის მდინარე ლასკადურაზე, ზღვის დონიდან 760 მ, ქალაქ ქუთაისიდან 102 კმ-ის, თბილისიდან 323 კმ-ის დაშორებით. ლენტეხში ნოტიო ჰავაა, იცის ცივი ზამთარი და ხანგრძლივი, გრილი ზაფხული, საშუალო წლიური ტემპერატურაა 9,4 °C, იანვრისა -1,8 °C, ივლისის 20 °C. ნალექები 1240 მმ წელიწადში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლენტეხი წარმოადგენდა ქვემო სვანეთის ერთ-ერთ თემს. მასში შედიოდა სოფლები: ლენტეხი, ფაყი, ლექსურა, გულიდა. 1930 წელს გახდა რაიონული ცენტრი. 1953 წლამდე ეწოდებოდა ლექსურა. დაბის სტატუსი მიენიჭა 1969 წელს. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა მეცხოველეობის მეურნეობა, სამკერვალო ფაბრიკა, კინოთეატრი, ტურბაზა.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით დაბაში ცხოვრობს 947 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1959[4] | 854 | ||
1970[4] | 1772 | ||
1979[4] | 1873 | ||
1989[4] | 1995 | -- | -- |
2002[5] | 1739 | -- | -- |
2014[1] | 947 | 423 | 524 |
2020[4] | 1008 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 189.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2011-08-14.
- ↑ საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 Cities and towns of Georgia pop-stat.mashke.org
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგბი, ტომი I. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-30. ციტირების თარიღი: 7 დეკემბერი, 2016.
|
|
|