დევიზ დარჯანია
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | დევიზ დარჯანია | ||
დაბადების თარიღი | 15 აპრილი, 1953 | ||
დაბადების ადგილი |
ონოღია, გეგეჭკორის რაიონი, საქართველოს სსრ | ||
გარდაცვალების თარიღი | 8 ივლისი, 2014 (61 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი |
ონოღია, მარტვილი, საქართველო | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1974–1975 | სალხინო | ? | (?) |
1975 | დინამო თბ. | ? | (?) |
1977–1978 | დინამო ზუგ. | 43 | (18) |
1979–1980 | ლოკომოტივი | ? | (34) |
1981–1983 | ტორპედო | 71 | (30) |
1983 | ლოკომოტივი | 26 | (11) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
დევიზ დარჯანია (დ. 15 აპრილი, 1953, სოფ. ონოღია, ახლანდ. მარტვილის მუნიციპალიტეტი, — გ. 8 ივლისი, 2014, იქვე) — ქართველი ფეხბურთელი.
საკლუბო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1953 წლის 15 აპრილს გეგეჭკორის (ახლანდელი მარტვილის მუნიციპალიტეტი) რაიონის სოფელ ონოღიაში.
1970 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა, მიიღო უმაღლესი განათლება, იყო საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი. სხვადასხვა დროს მარტვილის „სალხინოში“, თბილისისა და ზუგდიდის „დინამოში“, სამტრედიის „ლოკომოტივსა“ და ქუთაისის „ტორპედოში“ თამაშობდა.
დარჯანიას თავისი კარიერის საუკეთესო წლები ქუთაისურ კლუბში აქვს გატარებული, რომლის შემადგენლობაშიც პირველად იმავე 1981 წლის 2 აპრილს საკავშირო ჩემპიონატის პირველი ლიგის პირველი ტურის შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე. მატჩი, რომელშიც ერთმანეთს ქუთაისის „ტორპედო“ და კიევის არმიის სპორტული კლუბი (სკა) დაუპირისპირდნენ, ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა და მას 22 ათასი გულშემატკივარი დაესწრო. დარჯანიას სადებიუტო შეხვედრა „ტორპედოს“ გამარჯვებით 1–0 დამთავრდა. გამარჯვების მომტანი ერთადერთი გოლი მატჩის მეშვიდე წუთზე დევიზ დარჯანიამ გაიტანა.[1]
1982 წელს „ტორპედო“ მისი კაპიტნობით საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგას დაუბრუნდა. საკავშირო ჩემპიონატის პირველი ლიგის 38 მატჩში კი მან 19 გოლი გაიტანა.
თავისი ბოლო შეხვედრა „ტორპედოს“ რიგებში 1983 წლის 8 აპრილს მოსკოვის „ტორპედოს“ წინააღმდეგ ჩაატარა. ეს იყო საკავშირო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრა, რომელიც მოსკოვის „ტორპედოს“ სტადიონზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 4–1 დამთავრდა. დევიზ დარჯანია მეორე ტაიმში ოთარ ძალამიძემ შეცვალა.[2]
სამწვრთნელო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კარიერის დასრულების შემდეგ დევიზ დარჯანიამ მწვრთნელობას მიჰყო ხელი და „წყალტუბო 83“-თან ერთად საქართველოს ჩემპიონობა ორჯერ იზეიმა (1985–1986).[3]
2014 წლის 8 ივლისს დევიზ დარჯანია მშობლიური სოფელში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.[4][5]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დევიზ დარჯანია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- დევიზ დარჯანია — FootballFacts.ru
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ «Торпедо» Кутаиси 1–0 СКА Киев / Чемпионат СССР 1981. Первая лига
- ↑ «Торпедо» Москва 4–1 «Торпедо» Кутаиси / Чемпионат СССР 1983. Высшая лига
- ↑ გვაზავა, ბესიკ, გახსოვთ დევიზ დარჯანია? // საქართველოს ��ესპუბლიკა, 22.12.2010.
- ↑ „დევიზ დარჯანია გარდაიცვალა“. 11 ივლისი, 2014. ციტირების თარიღი: 28 ივლისი, 2019. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „61 წლის ასაკში, ფეხბურთელი დევიზ დარჯანია გარდაიცვალა“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-28. ციტირების თარიღი: 2023-07-24.