შინაარსზე გადასვლა

გუმბათი (წალკის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გუმბათი (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
გუმბათი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი წალკის მუნიციპალიტეტი
თემი გუმბათი
კოორდინატები 41°39′28″ ჩ. გ. 43°55′22″ ა. გ. / 41.65778° ჩ. გ. 43.92278° ა. გ. / 41.65778; 43.92278
მოსახლეობა 479[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 96 %
სომხები 2 %
ბერძნები 2 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
გუმბათი (წალკის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
გუმბათი (წალკის მუნიციპალიტეტი)
გუმბათი (წალკის მუნიციპალიტეტი) — ქვემო ქართლი
გუმბათი (წალკის მუნიციპალიტეტი)
გუმბათი (წალკის მუნიციპალიტეტი) — წალკის მუნიციპალიტეტი
გუმბათი (წალკის მუნიციპალიტეტი)

გუმბათისოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის წალკის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფელი გუმბათი).[2] წალკიდან დაშორებულია 22 კილომეტრით.

გუმბათი მდებარეობს ისტორიულ თრიალეთში. სოფელში XX საუკუნის ბოლომდე ცხოვრობდნენ ბერძნები, რომელთა წინაპრები 1830-იან წლებში მოვიდნენ არზრუმის მხრიდან (თურქეთი).

სახელწოდების გამო ვარაუდობენ, რომ სოფელში იდგა გუმბათიანი ეკლესია. გუმბათი, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ გადაკეთებამდე ჩამოინგრა. 1846 წელს ბერძნებმა გადააკეთეს თავის ეკლესიად. კედლები და შიგა განლაგება არ შეუცვლიათ, მხოლოდ აღმოსავლეთიდან მიაშენეს ნახევარწრიული საკურთხეველი. ძველი ეკლესია შემოსილია გათლილი ქვით. შიგნით სამნავად იყოფა ორი, გეგმით რვაკუთხა ბოძის საშუალებით. გუმბათი ადრე ამ ბოძებსა და საკურთხევლის კედლებს ეყრდნობოდა. გვერდის ნავები ძალიან ვიწროა. იატაკი ქვისაა. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. საკურთხეველში 3 ნიშანია. დასავლეთ სარკმლის მარცხნივ, მაღლა, ბარელიეფიადანიელი ლომთა ხაროში. აღმოსავლეთ სარკმლის მარჯვნივ გამოსახულია ფრინველები. დასავლეთ კედელზე ასომთავრული წარწერებია, რომლებშიც მკლავანი, ქობული და იოანე მოიხსენებიან. ეკლესიას სამხრეთიდან მიშენებული ჰქონდა სამრეკლო, რომლის პირველი სართული კარიბჭეს წარმოადგენდა. 1846 წლის გადაკეთების დროს იგი დაუშლიათ და მის ნაცვლად აუგიათ თაღებით გახსნილი სამსართულიანი სამრეკლო.

ხევის მარჯვენა სანაპიროზე, მთაზე შემორჩენილია ციხის ნანგრევები. ციხე ნაგებია მშრალი წყობით და გამაგრებულია ნახევარწრიული ბურჯებით. იგი მიეკუთვნება ციკლოპურ ნაგებობათა ტიპს.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 471[3]
2014[1] 479 255 224
  • ბერძენიშვილი დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.
  • Такайшвили Е. С., Археологические экскурсии, разыскания и заметки, в. 4, Тфл., 1913;
  • Цинцадзе В., К изучению архитектуры городов-крепостей древней Грузии, კრ.: ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლთა ანალიზის და დაცვის საკითხები, თბ., 1988;
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
  3. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.