შინაარსზე გადასვლა

იფხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
იფხი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი მესტიის მუნიციპალიტეტი
თემი ლატალი
კოორდინატები 43°01′19″ ჩ. გ. 42°36′38″ ა. გ. / 43.02194° ჩ. გ. 42.61056° ა. გ. / 43.02194; 42.61056
მოსახლეობა 35[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
იფხი — საქართველო
იფხი
იფხი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
იფხი

იფხისოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტში, ლატალის თემი (სოფლები: იენაში, იფხი, კვანჭიანარი, ლახუშდი, ლაჰილი, ლელბაგი, ლეშუკვი, მაცხვარიში, ნანყვამ-ზაგრალი, სიდიანარი, შყალერი).[2]

ცხოვრობენ გვარები: გვიჩიანი (ძვ. ფორმა - გვიჭიანი), ნანსყანი. სოფელში დგას X ს-ის დარბაზული ეკლესია, წმ. გიორგის (ჯგრააგ) სახელობისა. ეკლესია შიგნიდანაც და გარედანაც (სამხრ. ფასადი) მოხატული ყოფილა. ინტერიერის მხატვრობა ამჟამად გამურულია, ექსტერიერისა კი - გადაცრეცილი და ალაგ-ალაგ განზრახ დაზიანებული. აღმ. ფასადზე რელიეფური გამოსახულებებია. ტაძრის კედლებზე არის ძველი ნაკაწრი წარწერები. ეკლესიის გარშემო სოფლის სასაფლაოა. არის ძველი აკლდამის (გადმოცემით, ჩარკვიანების) ნაშთებიც. სოფელში ადრე რამდენიმე კოშკი მდგარა. მათგან, დაზიანებული სახით, მხოლოდ ორი-სამია შემორჩენილი. ძველად ზედა უბანში, ძველ სასაფლაოზე, იდგა ლამარიას სალოცავიც.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 35 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 135 75 60
2014[1] 35 19 16
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=იფხი&oldid=4399178“-დან