შინაარსზე გადასვლა

თამაზ ბოხუა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თამაზ ბოხუა
დაბ. თარიღი 14 ივლისი, 1937(1937-07-14)[1]
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველო[1]
გარდ. თარიღი 10 აპრილი, 2001(2001-04-10)[1] (63 წლის)
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა მეცნიერი და ინჟინერი

თამაზ ბოხუა (დ. 14 ივლისი, 1937, თბილისი — გ. 10 აპრილი, 2001) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1960 წელს; 1962-1965 წლებში იყო ენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი "სამშენებლო მექანიკისა და დრეკადობის თეორიის" სპეციალობით. 1966-1978 წლებში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1978-1986 წლებში მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის თეორიული მექანიკის კათედრაზე; 1986 წლიდან - თბილჰიდროპროექტში, სადაც 1991 წლიდან ხელმძღვანელობდა პერსპექტიული დაგეგმარების განყოფილებას. მისი ნაშრომები უმთავრესად მიძღვნილია თაღოვანი კაშხალების სიმტკიცისა და საიმედოობის საკითხებისადმი; მან შეიმუშავა და დანერგა თაღოვანი კაშხალების საიმედოობის შეფასების მეთოდი სეისმური ზემოქმედების გათვალისწინებით, რომელიც დაფუძნებულია გარსთა თეორიის სტოქასტიკურ სასაზღვრო ამოცანის ამოხსნის ბუბნოვ-გალიორკინის მეთოდზე. მოღვაწეობდა სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურის ჟანრში. [2]

  • საქართველო: ენციკლოპედია: ტ. I. თბ., 1997, გვ. 476; საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე, თბ., 2016. გვ. 192-193

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თამაზ_ბოხუა“-დან