დუნთა
სოფელი | |
---|---|
დუნთა | |
დუნთას ხედი მოდინახეს ციხიდან | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | საჩხერის მუნიციპალიტეტი |
თემი | ჩიხა |
კოორდინატები | 42°21′08″ ჩ. გ. 43°24′36″ ა. გ. / 42.35222° ჩ. გ. 43.41000° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 600 მ |
მოსახლეობა | 133[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დუნთა — სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში (ჩიხის ადმინისტრაციული ერთეული).
მდებარეობს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე დუნთურას (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) ნაპირებზე, ზღვის დონიდან 600 მ-ზე, საჩხერიდან 3 კმ-ში. დუნთაში არის მარმარილოს საბადო.
ისტორია
სოფელი პირველად იხსენიება XV საუკუნის შუა წლებში დამოწმებულ გიორგი მეფის სიგელში. დუნთაში შემორჩენილია მთავარანგელოზის ერთნავიანი ეკლესია. XIX საუკუნეში იგი გადაუკეთებიათ და გაუდიდებიათ.
სოფლის ჩრდილოეთით მაღალ გორაკზე, გორიჯვრის გვიანდელი შუა საუკუნეების ერთნავიანი ეკლესიის ნანგრევებია, ეკლესია ნაშენია თლილი ქვითა და კირით. ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. სახელწოდება უკავშირდება გორიდან ჩამოიტანეს ვერცხლის დიდ ჯვარს. დუნთის სამხრეთით აღმართულია მოდინახეს ციხე.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 133 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 211 | 95 | 116 |
2014[1] | 133 | 66 | 67 |
ლიტერატურა
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 511.
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II