შინაარსზე გადასვლა

გიორგი VI მცირე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასაბეჭდი ვერსია აღარ არის მხარდაჭერილი და შეიძლება ჰქონდეს რენდერის შეცდომები. გთხოვთ, განაახლოთ თქვენი ბრაუზერის სანიშნეები და გამოიყენეთ ბრაუზერის თავისი ბეჭდვის ფუნქცია.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გიორგი VI.
გიორგი VI
საქართველოს მეფე
მმართ. დასაწყისი: 1308
მმართ. დასასრული: 1318
წინამორბედი: დავით VIII
მემკვიდრე: გიორგი V ბრწყინვალე
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: დავით VIII

გიორგი VI მცირე — საქართველოს მეფე 1308-1318 წლებში, დავით VIII-ის ძე.

მისი მეფობა ფიქტიური იყო. ამ პერიოდში, მონღოლთა გამთიშველი პოლიტიკის წყალობით, საქართველოში დამკვიდრდა მრავალმეფობა: 1298 წელს მონღოლებმა დავით VIII-ის საწინააღმდეგოდ გაამეფეს მისი უმცროსი ძმა ვახტანგ III, ხოლო შემდეგ – მისი მეორე ძმა გიორგი V. ვახტანგის გარდაცვალების (1308) შემდეგ მონღოლებმა გაამეფეს გიორგი VI მცირე, გიორგი V კი მეურვედ დაუნიშნეს. 1311 წლის დასაწყისში გარდაიცვალა დავით VIII. აღმოსავლეთ საქართველოს ტახტზე, ერთდროულად, ორი მეფე დარჩა — გიორგი V და გიორგი VI. ოლჯაითუ-ყაენმა არჩევანი გიორგი VI-ის სასარგებლოდ გააკეთა.[1] მემატიანის გადმოცემით, „ოლჯათ სულტანმან წარმოავლინა მცირე გიორგი (გიორგი VI) მეფედ, და ზაალ მელიქი, ვინმე სპარსი ხუარასნელი, და ახრუჩი, მამისძმა ჩოფანისა, თანა წარამოიტანა, რათა ყოველი საქართველო ერთად შეკრიბონ მეფობასა შინა გიორგისსა“.[2] ყაენმა გიორგი VI-ს დამხმარეებად ამირსპასალარი შანშე II და ზაქარია მხარგრძელები მიუჩინა.[1] საქართველოში გაჩნდნენ აგრეთვე პროვინციის მეფეები – მელქისედეკი, ანდრონიკე და დიმიტრი. დასავლეთ საქართველოში კონსტანტინე მეფობდა. ასეთ ვითარებაში გიორგი VI-ის ხელისუფლების განმტკიცების მიზნით 1314 წელს მონღოლებმა იგი ხელმეორედ დასვეს ტახტზე. როგორც ჩანს, 1318 წლამდე იგი ერთპიროვნული მმართველია.

ლიტერატურა

  • ოდიშელი ჯ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 21.
  • მ. ლორთქიფანიძე, რ. მეტრეველი - საქართველოს მეფეები, 2007 წ.
  • ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973;
  • ჟამთააღმწერელი, ასწლოვანი მატიანე, რ. კიკნაძის გამოც., თბ., 1987.
  • კიკნაძე ვ., საქართველო XIV საუკუნეში, თბ., 1989;
  • კლდიაშვილი დ., XIV ს. დამდეგის საქართველოს ისტორიიდან, «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1982, #1;
  • ოდიშელი ჯ., აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური ისტორიისათვის (XIV–XVII სს.),
  • XIV–XVIII სს. რამდენიმე ქართული ისტორიული დოკუმენტი, თბ., 1964.

სქოლიო

წინამორბედი:
დავით VIII
საქართველოს მეფე შემდეგი:
გიორგი V