რაჯასტანის ციხესიმაგრეები
რაჯასტანის ციხესიმაგრეები* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ჩიტორგარჰის ციხესიმაგრე | |
ქვეყანა | ინდოეთი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | ii, iii |
სია | [1] |
რეგიონი** | აზია |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2013 (37-ე სესია) |
ნომერი | 247 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 247 ინგლ. • რუს. • ფრ. |
რაჯასტანის ციხესიმაგრეები — ციხესიმაგრეების კომპლექსი რაჯასტანის შტატში (ინდოეთი), მოიცავს ექვს, დიდებულ ციხესიმაგრეს: ჩიტორგარჰის, ამბერის, კუმბალგარჰის, რანთამბორეს, გაგრონისა და ჯაისალმერის ციხესიმაგრეებს. სიმაგრეების ეკლექტიკური არქიტექტურა მეტყველებს რაჯპუტის სამეფოების (ყვაოდნენ VIII საუკუნიდან XVIII საუკუნემდე), სიძლიერეზე. თავდაცვითი კედლებით შემოსაზღვრულია დიდი საქალაქო და სავაჭრო ცენტრები, სასახლეები და სხვა შენობები, მათ შორის ტაძრები. სწორედ საფორტიფიკაციო ნაგებობათა მიღმა იქმნებოდა კულტურა - მუსიკა, ხელოვნება, მიმდინარეობდა სწავლა-განათლება.
ამ კედლებში მოქცეულმა ზოგიერთმა საქალაქო ცენტრმა დღემდე მოაღწია, ისევე როგორც ბევრმა ტაძარმა და სხვა საკრალურმა ნაგებობებმა. ადგილობრივები ციხესიმაგრეების დასაცავად ბუნებრივ საშუალებებსაც იყენებდნენ: ბორცვები, უდაბნოები, მდინარეები და ხშირი ტყეები კარგად იცავდა სიმაგრეებს.
რაჯასტანის ციხესიმაგრეების წყლის მომარაგების უძველესი სიტემები დღესაც მწყობრშია და გამოიყენება.[1].
ჩიტორგარჰის ციხესიმაგრე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩიტორგარჰის ციხესიმაგრე რაჯასტანის ყველაზე დიდი ციხესიმაგრეა. მას VII საუკუნიდან XVI საუკუნემდე რაჯპუტის დინასტია მართავდა. გადაჭიმულია 180 მეტრი სიმაღლისა და 280 ჰექტარი ფართობის ბორცვზე. ციხესიმაგრეში გაედინება მდინარე ბერაჩი.[2][3][4]
ამერის ციხესიმაგრე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამ��რის ციხესიმაგრე მდებარეობს ამერში[5]), ჯაიპურიდან (რაჯასტანი) 11 კილომეტრის დაშორებით. ეს ადგილი არის ჯაიპურის ტურისტული ცენტრი.[6][7] ამერის ციხესიმაგრე რაჯა მან სინგჰ I-მა ააგო. ეს სიმაგრე ცნობილია თავისი მხატვრული სტილით. მასში შერწყმულია ინდუსური და რაჯპუტური ელემენტები. თავისი უზარმაზარი ბურჯებით, ალაყაფებით და მოკირწყლული ბილიკებით ციხესიმაგრე მაოტის ტბას გადაჰყურებს.[8][7][9][10][11]
კუმბჰალგარჰის ციხესიმაგრე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუმბჰალგარჰი არის მევარის ციხესიმაგრე რაჯასტანის რაჯამანდის მუნიციპალიტეტში. აშენდა რანა კუმბჰას მიერ XV საუკუნეში და გაფართოვდა XIV საუკუნეში. იგი გახდა ისეთი მიუწვდომელი სიმაგრე, რომ მხოლოდ ერთხელ დაეცა, ისიც წყლის დეფიციტის გამო. ციხესიმაგრე ზღვის დონიდან 1100 მეტრზე მდებარეობს, ხოლო შემომზღუდავი კედლის სიგრძე 36 კილომეტრია.[12] ფრონტალური კედელი 15 ფუტი სისქისაა. აქ 360-ზე მეტი ტაძარია. რაჯასტანის ციხესიმაგრეებიდან კუმბჰალგარჰის ციხესიმაგრე ფართობით ერთ-ერთი ყველაზე დიდია და მოიცავს 268 ჰექტარს[12].
რანთამბორეს ციხესიმაგრე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიმაგრე ჩაუჰან რაჯპუტის მეფე საპალდაკშამ 944 წელს დააარსა. რანთამბორეს ციხესიმაგრემ, როგორც ამბობენ, სახელწოდება მიიღო ორი, მომიჯნავე გორაკის სახელწოდებების - რანისა და თამბორეს შეერთებით.[13][14][15]
სიმაგრე მოიცავს 102 ჰექტარ ფართობს, დამცავი კედლის სიგრძე 5,4 კილომეტრია. ადვილად მისადგომი ციხის ჩრდილოეთის მხარეა. შესასვლელი ციცაბო აღმართს მიუყვება. სასახლეს ოთხი კარიბჭე იცავს: ნაულახა პოლი, ჰათი პოლი, განეშ პოლი და ანდჰერი პოლი. ზიგზაგისებრი გზის ბოლო ჭიშკარს სასახლის ეზოში შევყავართ, რომლის მიღმაც ტაძრები და სხვა ნაგებობებია.
გაგრონის ციხესიმაგრე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გაგრონის ციხესიმაგრე მდებარეობს ჯჰალ��ვარიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 10 კმ-ში, მდინარეების ალუსა და კალი-სინდჰის შესართავთან და თარიღდება VII-VIII საუკუნეებით. მოიცავს ვინდჰიანის ციცაბო პლატოს მთელ მონაკვეთს, დაახლოებით 23 ჰექტარს. სიმაგრეს სამი მხრიდან მდინარე შემოზღუდავს.
ჯაისალმერის ციხესიმაგრე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯაისალმერის ციხესიმაგრე არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ციხესიმაგრე მსოფლიოში. მდებარეობს რაჯასტანის შტატის ქალაქ ჯაისალმერში. აშენდა 1156 ბჰატი რაჯპუტის მმართველის რაო ჯაისალის მიერ, სწორედ მისგან მოდის აქაურობის სახელიც. დიდ თარის უდაბნოში, ტრიკუტის ბორცვზე ამაყად დგას ოქროსფერი სიმაგრე, რომელსაც უამრავი ბრძოლა გადაუტანია. მისი მასიური ყვითელი ქვიშაქვის კედლები დღის განმავლობაში მოწითალო-ყავისფერია, მზის ჩასვლისას და შემდეგ სიმაგრე ოქროსფერ შეფერილობას იღებს. ამის გამო, იგი ასევე ცნობილია როგორც „ოქროს ციხე“. სიმაგრეს „სონარ-ქვილასაც“ უწოდებენ, რადგან ციხე ქალაქის გულში მდებარეობს და არის ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი ძეგლი რაიონში[16].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Hill Forts of Rajastan and Wooden Churches of the Carpathian region inscribed on World Heritage List
- ↑ Joe Bindloss; James Bainbridge, Lindsay Brown, Mark Elliott & Stuart Butler (2007). India. Lonely Planet, გვ. 124–126. ISBN 978-1-74104-308-2. ციტირების თარიღი: 2009-06-24.
- ↑ Indian States and Union Territories. Places of Interest in Rajasthan: Chtiiorgarh. ციტირების თარიღი: 2009-06-24.
- ↑ Chittorgarh Fort. ციტირების თარიღი: 2009-06-24.
- ↑ Outlook Publishing (1 December 2008). Outlook. Outlook Publishing, გვ. 39–. ციტირების თარიღი: 18 April 2011.
- ↑ Mancini, Marc (1 February 2009). Selling Destinations: Geography for the Travel Professional. Cengage Learning, გვ. 539. ISBN 978-1-4283-2142-7. ციტირების თარიღი: 19 April 2011.
- ↑ 7.0 7.1 Abram, David (15 December 2003). Rough guide to India. Rough Guides, გვ. 161. ISBN 978-1-84353-089-3. ციტირების თარიღი: 19 April 2011.
- ↑ Amer Palace. Rajasthan Tourism: Government of India. ციტირების თარიღი: 31 March 2011.
- ↑ (1 March 2010) Frommer's India. Frommer's, გვ. 521–522. ISBN 978-0-470-55610-8. ციტირების თარიღი: 18 April 2011.
- ↑ Amer Fort. Government of India. ციტირების თარიღი: 31 December 2011.
- ↑ Amer Fort. iloveindia.com. ციტირების თარიღი: 2011-02-23.[მკვდარი ბმული]
- ↑ 12.0 12.1 დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-13. ციტირების თარიღი: 2013-07-17.
- ↑ Dr Mahendra Singh Arya, Dharmpal Singh Dudee, Kishan Singh Faujdar & Vijendra Singh Narwar: Ādhunik Jat Itihasa (The modern history of Jats), Agra 1998, p. 260
- ↑ IA, Vol. XLII, pp. 57-64
- ↑ Yasovarman of Kanau,p.123. Books.google.co.in. ციტირების თარიღი: 2012-09-25.
- ↑ Sharma, Abha (September 23, 2012). „Desert's sinking fort“. The Hindu.