შინაარსზე გადასვლა

ალფონსო დე ბურბონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავის��ფალი ენციკლოპედია
15:19, 23 ნოემბერი 2021-ის ვერსია, Rezo1515 (განხილვა | წვლილი)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ალფონსო დე ბურბონი
ასტურიის პრინცი
მმართ. დასაწყისი: 10 მაისი, 1907
მმართ. დასასრული: 6 სექტემბერი, 1938
წინამორბედი: მერსედესი
მემკვიდრე: ფილიპე
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 10 მაისი, 1907
დაბ. ადგილი: მადრიდი, ესპანეთის სამეფო
გარდ. თარიღი: 6 სექტემბერი, 1938, (31 წლის)
გარდ. ადგილი: მაიამი, ამერიკის შეერთებული შტატები
დაკრძ. ადგილი: ესკორიალი, მადრიდი, ესპანეთი
მეუღლე: ედელმირა სამპედრო ი რობატო
(ქ. 1933 - განქ. 1937)
მარტა როკაფორტ-ალტუსარა
(ქ. 1937 - განქ. 1938)
სრული სახელი: ალფონსო პიო კრისტინო ედუარდო ფრანსისკო გუილერნო კარლოს ენრიკე ევგენი ფერნანდო ანტონიო ვენანსიო
დინასტია: ბურბონები
მამა: ალფონსო XIII, ესპანეთის მეფე
დედა: ვიქტორია ევგენია ბატენბერგელი
რელიგია: კათოლიციზმი

ალფონსო დე ბურბონი (ესპ. Alfonso de Borbón; დ. 10 მაისი, 1907 — გ. 6 სექტემბერი, 1938) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ესპანეთის მეფე ალფონსო XIII-ისა და დედოფალ ვიქტორია ევგენია ბატენბერგელის პირველი შვილი. დედოფალ ვიქტორიას შვილთაშვილი დედის მხრიდან, რომლისგანაც მემკვიდრეობით ჰემოფილია მიიღო. ასტურიის პრინცი 1907-38 წლებში.

ალფონსო დაიბადა 1907 წლის 10 მაისს მადრიდის სამეფო სასახლეში. იგი იყო ესპანეთის მეფე ალფონსო XIII-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ვიქტორია ევგენია ბატენბერგელის პირველი შვილი. დედის მხრიდან, რომელიც დედოფალ ვიქტორიას შვილიშვილი იყო, ალფონსოს გენეტიკურად გადაეცა ჰემოფილიის დაავადება, რომელიც მის სხვა არცერთ და-ძმას არ ჰქონია, გარდა გონსალოსი. ამის გამო, ის და გონსალო ყოველთვის სპეციალურ ხელსაწყოებს ატარებდნენ, მსგავსი ინციდენტების დროს თავის საშველად.

1931 წელს ალფონსოს მამის მმართველობა დაამხეს და დაამყარეს ესპანეთის მეორე რესპუბლიკა, რომლის სათავეშიც ფაშისტი ფრანსისკო ფრანკო მოვიდა, რომელმაც ესპანეთის სამეფო ოჯახი ქვეყნიდან გააძევა. ალფონსოს ოჯახი ამის შემდეგ დაიშალა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიმოიფანტა. მისი მშობლები რომში გადასახლდნენ, თავად კი მსოფლიოში მოგზაურობა დაიწყო.

1933 წელს შვეიცარიაში, ლოზანაში ყოფნისას 21 ივნისს ალფონსომ ცოლად ადგილობრივი დიდგვაროვნის ასული ედელმირა სამპედრო ი რობატო შეირთო. ამ ქორწინების შემდეგ, ალფონსომ სიმამრისაგან საჩუქრად მიიღო კოვადონგას გრაფის წოდება. ეს ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა, წყვილი 1937 წლის 8 მაისს განქორწინდა და ეს წოდებაც ედელმირამ მიიღო.

განქორწინებიდან სულ რამდენიმე თვეში, 1937 წლის 3 ივლისს კუბას დედაქალაქ ჰავანაში ალფონსო დაქორწინდა წარმოშობით ესპანელ მარტა როკაფორტ-ალტუსარაზე. ქორწინებიდან სულ რამდენიმე თვეში, 1937 წლის 8 იანვარს ალფონსო მარტასაც გასცილდა. მას შვილები არცერთ ცოლთან არ ჰყოლია. მეორე განქორწინების შემდეგ იგი კალიფორნიაში, აშშ-ში გადასახლდა, სადაც ადგილობრივ ქალთან შეეძინა უკანონო ვაჟი, რომელსაც თავისი სახელი დაარქვა — ალფონსო.

1938 წლის 6 სექტემბერს, 31 წლის ალფონსო მაიამიში დაიღუპა ავტოკატასტროფის შედეგად. მისი ნეშტი მხოლოდ 1985 წელს, მისმა ძმის შვილმა, ესპანეთის მეფე ხუან კარლოს I-მა გადაასვენა და დაკრძალა ესკორიალის სამეფო აკლდამაში, მადრიდში.

  • Arnold McNaughton: The Book of Kings. A Royal Genealogy. Garnstone Press, London 1973, ISBN 0900391197.