შინაარსზე გადასვლა

წინამძღვრიანთკარის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
08:50, 23 ივლისი 2021-ის ვერსია, Guram1993 (განხილვა | წვლილი)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

წინამძღვრიანთკარის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წინამძღვრიანთკარში. მდებარეობს სოფლის ჩრდილოეთით 500-600 მეტრზე, ნაქვრიმის ხევის მარჯვენა მხარეს.

ეკლესია დარბაზულია (7,6 X 4,8 მ), ნაგებია სხვადასხვა ზომის ქვიშაქვისა და რიყის ქვებით. წყობაში აქა-იქ კრამიტიცაა გამოყენებული.

სწორკუთხა, შიგნიდან მაღალი ნალისებრი ფორმის ტიმპანით დასრულებული შესასვლელი სამხრეთითაა. აღმოსავლეთით, ნახევარწრიულ აფსიდში მთლიანი ქვის ბრტყელი ზღუდარით გადახურული ერთი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. აფსიდის კედლებს საფეხური გასდევს. მის შუა ნაწილში, სარკმლის ქვემოთ, კედელთან აგურით ნაწყობი სატრაპეზო დგას. საკურთხევლის ბაქანი ერთი საფეხურითაა შემაღლებული. დარბაზს მთელ პერიმეტრზე საფეხური გასდევს. სამხრეთ კედელში ერთი თაღოვანი სარკმელია. ფასადების ფრონტონებზე გამოსახულია თითო ტოლმკლავა რელიეფური ჯვარი.