შინაარსზე გადასვლა

უზანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
17:29, 4 მარტი 2021-ის ვერსია, გიო ოქრო (განხილვა | წვლილი) (წაიშალა კატეგორია:ცხრატყავასებრნი; დაემატა კატეგორია:ძახველი გაჯეტ HotCat-ით)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
უზანი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  გოქშოსნაირნი
ოჯახი:  ადოქსასებრნი
გვარი:  ძახველი
სახეობა:  უზანი
ლათინური სახელი
Viburnum lantana L., 1753

უზანი[1] (ლათ. Viburnum lantana) — ადოქსასებრთა ოჯახის[2] ძახველის გვარის საშუალო ზომის ბუჩქი (1-4 მ), ელასტიური, დრეკადი ტოტებით. ნორჩ ყლორტებზე გამოაქვს 6-7 სმ სიგრძის კვერცხისებრი ფოთლები, ზევიდან ღია მწვანე, ქვევიდან ღია ნაცრისფრად შებუსული.

ივნისში გამოაქვს ფარისებრ თანაყვავილედში შეკრებილი სასიამოვნო სურნელის თეთრი თანაზომიერი ყვავილები. ქოლგად შეკრული მწვანე მრგვალი, მობრტყო ნაყოფი აგვისტოს ბოლოს იწყებს გაწითლებას, მწიფობაში კი იღებს პრიალა შავ შეფერილობას. უზანი მზის მოყვარული მცენარეა, ძირითადად გვხვდება მთის ზემო სარტყელში, სუბალპურ და ალპურ ბუჩქნარებსა და კორომებში.

  • Waldbäume, Sträucher und Zwergholzgewächse, Heidelberg, გვ. 231
  1. მაყაშვილი ა., უზანი // ბოტანიკური ლექსიკონი, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1961.
  2. სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 14.