შინაარსზე გადასვლა

კლდეზე მიკრული ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

კლდეზე მიკრული ეკლესიაეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წინამძღვრიანთკარში. მდებარეობს ტუხალდის ხევის ნაპირას, ციცაბო კლდის ტერასაზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (6,85 X4,3 მ), ნაგებია რიყის ქვით. შიგნიდან თაღოვანი, ხოლო გარედან სწორკუთხა შესასვლელი დასავლეთითაა. აღმოსავლეთის ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილია ვიწრო, შიგნიდან თაღოვანი, ხოლო გარედან სწორკუთხა სარკმელი, რომლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. საკურთხეველში შემორჩენილია სატრაპეზო ქვის ფრაგმენტები. დარბაზი გადახურულია ნახევარწრიული კამარით. ხის ძელებზე გამართული იატაკი ეკლესიის ქვეშ მოწყობილი სათავსის ჭერს წარმოადგენდა. სათავსი გეგმით სწორკუთხაა. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. მის აღმოსავლეთ კედელში პატარა სწორკუთხა სარკმელია, ხოლო დასავლეთ კედელში - სწორკუთხა ნიში.

დასავლეთიდან ეკლესიას მთელ სიგრძეზე აგურით ნაგები კარიბჭე ეკვრის. კარიბჭის ოთხივე კუთხეში მდგარ სწორკუთხა ბოძებს საბჯენი თაღები ეყრდნობა. კარიბჭე გადახურულია ცილინდრული კამარით, რომლის ღერძი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენაა მიმართული. ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე შემორჩენილია თაროსებრი ლავგარდნის ფრაგმენტები.