ვახტანგ ხმალაძე
ვახტანგ ხმალაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 21 იანვარი, 1947 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება |
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | დოქტორი |
ეროვნება | ქართველი |
რელიგია | მართლმადიდებელი |
პარტია | უპარტიო |
საქმიანობა | პოლიტიკა, სამართალი |
მამა | იულონ ხმალაძე |
დედა | თამარ თუმანიშვილი |
მეუღლე/ები | მანანა მაჩხანელი |
შვილ(ებ)ი | ნინო, ირაკლი |
ვახტანგ ხმალაძე (დ. 21 იანვარი, 1947, თბილისი) — ქართველი ფიზიკოსი და პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის სამგზის (1992, 1999, 2012) წევრი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1969 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1969-1972 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის ასპირანტი. 1975 წელს მიიღო დოქტორის წოდება. 1973-1992 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტში, უფროს მეცნიერ თანამშრომლად; მიჰყავდა თეორიული და ზოგადი ფიზიკის სალექციო კურსები.
1989 წელს დაიწყო პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხებზე პუბლიკაციების გამოცემა. 1989-1992 წლებში იყო პოლიტიკური ორგანიზაცია „დასის“ (დემოკრატიული არჩევანი საქართველოსთვის), ერთ-ერთი დამფუძნებელი და თავმჯდომარის მოადგილე. 1991-1992 წლებში იყო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. 1992 წელს იყო საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი. „დასი“ 1992 წელს შეუერთდა რესპუბლიკურ პარტიას. შესაბამისად, ხმალაძე 1992-1996 წლებში რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი იყო.
1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „11 ოქტომბერი“. და ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე. 1993-1995 წლებში იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს კონსტიტუციის შემუშავებაში. 1996 წელს ჩამოაყალიბა კავშირი „საქართველოს კონსტიტუციის დაცვის ლიგა“. 1997 წელს გაიარა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის საზაფხულო უნივერსიტეტის კურსი (ბუდაპეშტი, უნგრეთი). 1998-1999 წლებში იყო ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ აღმასრულებელი საბჭოს წევრი. 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“. 2012 -2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის დიდუბის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება.
2002-2004 წლებში იყო ევროკავშირისა და საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის თანათავმჯდომარე. 2012-2016 წლებში იყო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი. 2016-2017 წლებში იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. 2005-2016 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური საბჭოსა და ეროვნული კომიტეტის წევრი.
2000 წლიდან დღემდე არის შპს „თბილისის საარბიტრაჟო პალატის“ პარტნიორი და არბიტრი. 2006-2015 წლებში, სხვადასხვა დროს, იყო კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემიის ასოცირებული პროფესორი, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი. 2005 წლიდან დღემდე კითხულობს ლექციათა კურსებს: შედარებითი კონსტიტუციური სამართალი, საქართველოს კონსტიტუციური სამართალი, საარჩევნო სამართალი, საქართველოს საგადასახადო სამართალი, საკანონმდებლო ტექნიკა. 2009-2010 წლებში იყო საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრი.
ნაშრომები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „2008 წლის კრიზისი საქართველოში. წინაპირობა, რეალობა, პერსპექტივა“, (ზ. ქუცნაშვილთან ერთად), 2009
- კონსტიტუციური სისტემები და კონსტიტუციური პროცესი საქართველოში (1995 – 2009 წ.წ.), მისი განვითარების პერსპექტივა (თანაავტორი), 2009
- საქართველოს საგადასახადო კოდექსის კომენტარები (კოლექტიური მონოგრაფია); 2005, 2006, 2007
- კონსტიტუციური სამართალი – სახელმძღვანელო (კოლექტიური მონოგრაფია), 2005
- საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლება ცენტრალურ დონეზე: ბალანსი მის განშტოებათა შორის (კოლექტიური ნაშრომი), 2005
- რას გვპირდება ახალი საგადასახადო კოდექსი (კოლექტიური მონოგრაფია), 2004
- საქართველოს კონსტიტუციური სამართალი (კოლექტიური მონოგრაფია), 2001, 2003
- როგორ იქმნება კანონი (კოლექტიური მონოგრაფია), 2000
- ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში (მონოგრაფია), 1997
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვახტანგ ხმალაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ვახტანგ ხმალაძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
|
|
|