შინაარსზე გადასვლა

კარნეთის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარნეთი
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
პროვინცია სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ბაზილიკური ეკლესია
თარიღდება XI საუკუნე
დეტალები

კარნეთის ეკლესია — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ხოსპიოს თემის სოფელ ხორენიაში. ტაძარის კედელზე შემორჩენილია წარწერები.

ტაძარი დარბაზული ტიპის ყოფილა, რომელსაც აქვს სამხრეთის მინაშენი. ეკლესია აგებულია XI საუკუნეში, რასაც ადასტურებს შესასვლელის თავზე წარწერიანი ქვა:

"ქრისტე ადიდე ჲოანე ოქროპირი ქართლისა კათალიკოზი ორთავე შინა ცხორებათა. იყავნ, ამენ".

ეს წარწერა 1033-1048 წლებით თარიღდება, ხოლო მინაშენი XIV საუკუნეს მიეკუთვნება. წარწერაში მოხსენიებულია ცნობილი მოღვაწე ქართლის კათალიკოსი იოანე ოქროპირი. იგი იხსენიება აგრეთვე ჯავახეთის სხვა ეკლესიების (ყაურმის, ფოკას) წარწერებშიც. მეცნიერთა ვარაუდით ეს წარწერა მიგვანიშნებს, რომ აქ ყოფილა საკათალიკოსო სოფელი - კათალიკოსის საგამგებლო[1].

ეკლესიას 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[2].

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • ხარაძე კ., სოფელი კარნეთი, ჯავახეთის ხუროთმოძღვრული და ბუნების ძეგლები, თბ., 2003, გვ. 51
  • ბერძენიშვილი ნ., ჯავახეთის 1933 წლის ექსპედიციის დღიური, საქართველოს ისტორიის საკითხები, I, თბ., 1964, გვ. 109-111
  • ცისკარიშვილი ვ., კარნეთის წარწერა, ჯავახეთის ეპიგრაფიკა, როგორც საისტორიო წყარო, თბ., 1939, გვ. 60-65

სქოლიო