შინაარსზე გადასვლა

მრგვალპირიანები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
05:49, 6 თებერვალი 2014-ის ვერსია, Island (განხილვა | წვლილი) (კატ.)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

მრგვალპირიანები (Cyclostomata), წყლის უმდაბლესი ხერხემლიანი ცხოველების კლასი უყბოთა ზეკლასისა. მათი სხეული დაფარულია მკვრივი კანით. გარეგანი ჩონჩხი არა აქვთ. ქორდა რჩებათ მთელი სიცოცხლია განმავლობაში. შინაგანი ჩონჩხი ხრტილოვანია. მრგვალპირიანების პირი ძაბრისებრია, რგოლისებრ ხრტილზე დაყრდნობილი (აქედანაა სახელწოდება). კბილები რქოვანია, ენა — მბურღავი. კლასში ორი, ერთმანეთისაგან ძლიერ განსხვავებული ქვეკლასია — მიქსინები და სალამურები. მრგვალპირიანები თეცზების ექტოპარაზიტები ან მტაცებლებია. სალამურათა შორის ზოგ სახეობას სარეწაო მნიშვნელობა აქვს.