შინაარსზე გადასვლა

წმინდა ანასტასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
15:25, 9 თებერვალი 2011-ის ვერსია, Giorgi13 (განხილვა | წვლილი) (წაიშალა კატეგორია ქრისტიანი წმინდანები; კატეგორიის ჩამატ)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

წმინდა ანასტასიმართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 25 ოქტომბერი, ახალი სტილით — 7 ნოემბერი. წმინდა მოწამე ანასტასი იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანების დევნისას თავისი ნებით ჩაბარდა მტარვალებს. სამსჯავროზე მან ახოვნად აღიარა ქრისტე ჭეშმარიტ ღმერთად, უღმერთოებმა უფლის რჩეულს თავი მოჰკვეთეს, შემდეგ კი მისი ცხედარი ზღვაში მოისროლეს. კეთილმსახურმა და მდიდარმა ქრისტიანმა ქალმა ასკალოპიამ მოიპოვა მარტვილის ნეშტი და პატივით დაკრძალა. წმინდანის უხრწნელ ნაწილებთან მრავალი სასწაული აღესრულა.

  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.