არტავაზდ II
იერსახე
არტავაზდ II (― † ძვ. წ. 34), დიდი სომხეთის მეფე (ძვ. წ. 54 - 34), ტიგრან II-ის ძე. იბრძოდა რომის იმპერიისაგან სომხეთის დამოუკიდებლობისათვის. ამ მიზნით სახელმწიფო და დინასტიური კავშირი დაამყარა პართიის სამეფოსთან. დაიბრუნა რომაელთაგან მიტაცებული წოფქი (სოფენე) და მცირე სომხეთი. მაგრამ საგარეო ვითარების შეცვლის გამო იძულებული გახდა თავი "რომაელი ხალხის მეგობრად და მოკავშირედ" გამოეცხადებინა. მიუხედავად ამისა, ძვ. წ. 34 რომის ლაშქარი სომხეთში შეიჭრა. რომაელებთაგან ნებით გამოცხადებული არტავაზდ II მარკუს ანტონიუსმა დააპატიმრა და ოჯახითურთ ალექსანდრიაში ჩაიყვანა. ეგვიპტის დედოფალ კლეოპატრას ბრძანებით არტავაზდ II-ს თავი მოჰკვეთეს. არტავაზდ II ცნობილია აგრეთვე როგორც მწერალი და ისტორიკოსი.