საბერძნეთი
საბერძნეთის რესპუბლიკა Ελληνική Δημοκρατία საბერძნეთი |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
დევიზი: „Ελευθερία ή Θάνατος“ „თავისუფლება ან სიკვდილი“ |
||||||
ჰიმნი: Ὕμνος εἰς τὴν Ἐλευθερίαν „თავისუფლების ჰიმნი“ |
||||||
საბერძნეთის მდებარეობა ევროპაში
|
||||||
დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი | ათენი 37°58′ ჩ. გ. 23°43′ ა. გ. / 37.967° ჩ. გ. 23.717° ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ბერძნული | |||||
ეთნოქორონიმი | ბერძენი | |||||
მთავრობა | უნიტარული საპარლამენტო კონსტიტუციური რესპუბლიკა |
|||||
- | პრეზიდენტი | ეკატერინი საკელაროპულუ | ||||
- | პრემიერ-მინისტრი | კირიაკოს მიცოტაკისი | ||||
- | პარლამენტის თავმჯდომარე | კონსტანტინოს ტასულასი | ||||
საკანონმდებლო ორგანო | პარლამენტი | |||||
ფორმირება | ||||||
- | ოსმალეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობის გამოცხადება | 25 მარტი, 1821 (საბერძნეთის რევოლუციის დაწყების ტრადიციული თარიღი) 1 იანვარი, 1822 (ოფიციალური დეკლარაცია) |
||||
- | აღიარება | 3 თებერვალი, 1830 | ||||
- | ამჟამინდელი კონსტიტუცია | 11 ივნისი, 1975 | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 131 957 კმ2 [1](95-ე) | ||||
- | წყალი (%) | 0.8669 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2011 აღწერა | 10 816 286[2] | ||||
- | სიმჭიდროვე | 82[3] კაცი/კმ2 (125-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2020 შეფასება | |||||
- | სულ | $337.900 მილიარდი[4] (55-ე) | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $31 616[4] (50-ე) | ||||
მშპ (ნომინალი) | 2020 შეფასება | |||||
- | სულ | $222.785 მილიარდი[4]> (50-ე) | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $20 845[4] (39-ე) | ||||
ჯინი (2019) | 31.0[5] საშუალო · მე-60 |
|||||
აგი (2018) | 0.872[6] ძალიან მაღალი · 32-ე |
|||||
ვალუტა | ევრო (€) [ბ] (EUR ) |
|||||
სასაათო სარტყელი | UTC+02:00 (UTC+2) | |||||
- | ზაფხული (DST) | UTC+03:00 (UTC+3) | ||||
თარიღის ფორმატი | დდ/თთ/წწწწ | |||||
მოძრაობა | მარჯვენა | |||||
სატელეფონო კოდი | +30 | |||||
ინტერნეტ-დომენი | .gr [გ] | |||||
ა. | საბერძნეთის აღწერის შედეგები წარმოდგენილია მოქალაქეობის მიხედვით, რადგან ეთნიკური შემადგენლობის მონაცემებს საბერძნეთი არ აგროვებს. | |||||
ბ. | ^ 2002 წლამდე, ბერძნული დრახმა. | |||||
გ. | ^ ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად, აგრეთვე გამოიყენება დომენი .eu. |
საბერძნეთი (ბერძ. Ελλάδα - ელადა), ოფიციალურად საბერძნეთის რესპუბლიკა (ბერძ. Ελληνική Δημοκρατία) — სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. 2018 წლის მონაცემებით, მოსახლეობა დაახლოებით 10.7 მილიონია. ათენი, ქვეყნის დედაქალაქი, არის უდიდესი ქალაქი, ხოლო მეორე უდიდესი ქალაქი თესალონიკია.
ბალკანეთის ნახევვარკუნძულის სამრხეთ ნაწილში მდებარე საბერძნეთი, მოქცეულია ევროპის, აზიისა და აფრიკის გზაგასაყარზე. საბერძნეთს სახმელეთო საზღვარი ჩრდილო-დასავლეთით აქვს ალბანეთთან, ჩრდილოეთით – ბულგარეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან, ჩრდილო-აღმოსავლეთით – თურქეთთან. საბერძნეთს აღმოსავლეთიდან აკრავს ეგეოსის ზღვა, იონიის ზღვა დასავლეთიდან, ხოლო სამხრეთიდან ხმელთაშუა ზღვა. საბერძნეთის სანაპირო ზოლი, რომელიც ხმელთაშუა ზღვის აუზში უდიდესია, 13 676 კილომეტრით მსოფლიოში მეოცეა, რომელიც ქმნის კუნძულების დიდი რაოდენობას (დაახლოებით 1400 საიდანაც 227 დასახლებულია). მთლიანი ტერიტორიის 80% მთიანი რელიეფისგან შედგება; ქვეყნის უმაღლესი მწვერვალია 2918 მეტრი სიმაღლის ოლიმპის მთა. ქვეყანა მოიცავს ცხრა ტრადიციულ გეოგრაფიულ რეგიონს: მაკედონია, ცენტრალური საბერძნეთი, პელოპონესის ნახევარკუნძული, თესალია, ეპირი, აეგენის კუნძულები (შედის დოდეკანესის კუნძულები და კიკლადები), დასავლეთი თრაკია, კრეტა და იონიის კუნძულები.
საბერძნეთი არის უნიტარული საპარლამენტო რესპუბლიკა და განვითარებული ქვეყანა მოწინავე, მაღალშემოსავლიანი ეკონომიკით, სიცოცხლის მაღალი ხარისხითა და ცხოვრების ძალიან მაღალი დონით. მისი ეკონომიკა უდიდესია ბალკანეთში, სადაც ის მნიშვნელოვანი რეგიონული ინვესტორია. გაეროს დამფუძნებელი ქვეყანა, საბერძნეთი, არის ევროპის საზოგადოებების (ევროკავშირის წინამორბედი) მეათე წევრი და 2001 წლიდან არის ევროზონის წევრი. აგრეთვე არის: ევროპის საბჭოს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD), მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO), ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) და ფრანკოფონიის (OIF) წევრი. საბერძნეთის უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა, დიდი ტურიზმის ინდუსტრია, ცნობილი გადაზიდვების სექტორი და გეოსტრატეგიული მნიშვნელობა მას საშუალო ძალად აქცევს.
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მომდინარეობს გრაიების ტომის ლათინური სახელისგან, Graeci-საგან, რომლებიც ცხოვრობდნენ იტალიაში ძვ. წ. VIII საუკუნეში. ბერძნული სახელი Ellas (Ελλάδα) წარმოსდგება hellenes-საგან. ეს არის ბერძნული ტომების საერთო სახელი, რომელიც საერთო წინაპრისაგან Helene-საგან შეიძლება მომდინარეობდეს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1829 წელს საბერძნეთმა მოიპოვა დამოუკიდებლობა ოსმალეთის იმპერიისაგან, მაგრამ ამას მოჰყვა მთელი ეპოქა პოლიტიკური გადატრიალებებისა და სამხედრო დიქტატურისა. თანამედროვე დემოკრატიული რესპუბლიკა 1975 წელს ჩამოყალიბდა. 1981 წელს ის ევროპის კავშირის წევრი გახდა.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქვეყანა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, აგრეთვე ეგეოსის, იონიისა და ხმელთაშუა ზღვის ასეულობით კუნძულზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: ალბანეთი, ჩრდილოეთი მაკედონია, ბულგარეთი, თურქეთი.
ქვეყნის მატერიკული ნაწილი უპირატესად მთიანი მასივევბითაა დაფარული, უმაღლესი მწვერვალია ოლიმპო (2917 მ) თესალიაში. ყველაზე მნიშვნელოვანია პინდოსის მასივი ქედი, რომელიც ფესალიისა და ეპირის რაიონებს ჰყოფს. მთებს უკავია პელოპონესის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილი.
გეოლოგიური თვალსაზრისით საბერძნეთის მთიანი მასივი შედარებით ახალგაზრდაა, სადაც ადგილი აქვს ფილების მოძრაობას, რაც იწვევს მიწისძვრებს. ეს მოძრაობები განსაკუთრებით შესამჩნევია იონიის ზღვის კუნძულებზე. ყველაზე დიდი ვაკე უბნები გვხვდება მაკედონიასა და თრაკიაში. ადრე მათ ადგილზე დაჭაობებული ტბები იყო, ახლა ისინი დააშრეს და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებად იყენებენ.
- ფართობი: 131 900 კვ. კმ.
- ბუნება: მთიანი სისტემა — პინდოსი; უმაღლესი მწვერვალი — ოლიმპო 2917 მ; კუნძულები — კრეტა, კორფუ, როდოსი; სკიროსი; ლესბოსი; ტბა — ტრიხონისი. მდინარეები — ალიაკმონი, პინიოსი, სპერხიოსი.
- ბუნებრივი რესურსები: ბოქსიტები, მაგნეზიტი, ნავთობი, მარმარილო, ჰიდროენერგია.
ჰავა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საბერძნეთის ჰავა ტიპიურია ხმელთაშუა ზღვისთვის ცხელი, მშრალი ზაფხულით და ზომიერად გრილი,წვიმიანი ზამთრით. ზაფხული (მაისი ოქტომბერი) ჩრდილოეთისა და ჩრდილო-დასავლეთის მუდმივი ქარები ქრის, რომლებსაც მოაქვთ ნათელი, მშრალი და ცხელი ამინდი. ზამთარი ციკლონის განვითარების პერიოდი: ჭარბობენ თბილი ხმელთაშუა ზღვიდან მობერილი სამხრეთისა და სამხრეთ-დასავლეთის ქარები, ამინდი არამდგრადია, ხშირია ხანმოკლე წვიმები. ტემპერატურის საშუალო მაჩვენებლები ასე გამოიყურება: ივლისისა +24 °C ჩრდილოეთში და 28 °C სამხრეთში; იანვრისა +4 °C ჩრდილოეთში და +11 °C სამხრეთში. ნალექების წლიური რაოდენობა დასავლეთში 1400 მმ, აღმოსავლეთში 600 მმ-მდე. ნალექების 80-90 % ცივ პერიოდში მოდის. მთებში კლიმატი ნაკლებ თბილი და უფრო ტენიანია, ნალექებით როგორც ზამთარში, ისე ზაფხულში. მაღალმთებზე თოვლი დიდხანს დევს. კ. კრეტა მატერიკიდან დაცილებულია და კლიმატი უფრო თბილია, ამასთან განიცდის აფრიკის თბილი ქარების გავლენას.
მდინარეები და ტბები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საბერძნეთის მდინარეები ძირითადად მოკლე, სწრაფი დინების მქონე მთის მდინარეებია, ზამთრის წყალდიდობებით. წყალუხვია საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის მდინარეები, მათგან აღსანიშნავია: მარიცა, სტრუმა, ვარდარი, მესტა. დანარჩენ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით მის სამხრეთ-აღმოსავლეთში, მდინარეები წყალმარჩხია, ზოგიერთი მათგანი ზაფხულში შრება კიდეც. სიგრძით გამოირჩევიან: ალიაკმონი, რომელიც პინდის მთებში იღებს სათავეს და აღმოსავლეთით ეგეოსის ზღვისკენ მიედინება. სხვა მდინარეებიდან აღსანიშნავია პეონეი, ახელოი, არახტოსი და ალფეი.ქვეყანაში ბევრი, მაგრამ მცირე ზომის, ტბაა, უპირატესად ტექტონიკური ან კარსტული წარმოშობის. მათ შორის ყველაზე დიდია ტრიხონიანისის ტბა დასავლეთ საბერძნეთში.
სახელმწიფო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პოლიტიკური სისტემა: დემოკრატიული რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი.
- მთავრობის მეთაური: პრემიერ-მინისტრი.
- საკანონმდებლო ორგანო: ერთპალატიანი პარლამენტი (300 წევრი).
- ადმინისტრაციული დაყოფა: საბერძნეთი ადმინისტრაციულად იყოფა 54 რაიონად (ბერძ. „ნომოს“, რომლებიც გაერთიანებული არიან 13 რეგიონში (ბერძ. „პერიფერია“), ესენია: ატიკა, აღმოსავლეთი მაკედონია და თრაკია, დასავლეთი მაკედონია, დასავლეთი საბერძნეთი, ეპიროსი, თესალია, იონიის კუნძულები, კრეტა, პელოპონესი, სამხრეთ ეგეოსის კუნძულები, ცენტრალური საბერძნეთი, ცენტრალური მაკედონია, ჩრდილოეთ ეგეოსის კუნძულები. განსაკუთრებული სტატუსი აქვს აიონ-ოროსს ანუ ათონის მთის „სამონასტრო რესპუბლიკას“, რომელიც ქალკიდიკის ნახევარკუნძულზე მდებარეობს.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საბერძნეთის ოფიციალური სტატისტიკის ორგანოს, Hellenic Statistical Authority-ის (ELSTAT) თანახმად, 2011 წელს ქვეყნის მთლიანი მოსახლეობა შეადგენდა 10,816,286.[2] 2018 წლის ევროსტატის მონაცემებით, საბერძნეთის მოსახლეობა არის დაახლოებით 10.7 მილიონი.[7]
ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში საბერძნეთის საზოგადოება სწრაფად შეიცვალა, რაც ძირითადად გამოწვეულია შობადობის მაჩვენებლის შემცირებითა და დაბერების ფართო, ევროპული ტენდენციით. 2003 წელს შობადობის მაჩვენებელი 1000 კაცზე 9.5 ბავშვი იყო, რაც 1981 წლის მაჩვენებელთან, 1000 კაცზე 14.5 ბავშვი, მნიშვნელოვნად მცირეა. ამავდროულად, სიკვდილიანობის მაჩვენებელი ოდნავ გაიზარდა, 1981 წელს, 1.000 მოსახლეზე სიკვდილიანობა 8.9-ს შეადგენდა, ხოლო 2003 წელს –9.6-ს. 2016 წლის შეფასებით, შობადობის მაჩვენებელი კვლავ მცირდება, ხოლო სიკვდილიანობამ 1000 მოსახლეზე 11.2-ს მიაღწია.[8]
შობადობის საერთო მაჩვენებელი, 1.41 ბავშვი/ქალზე, სტანდარტულ მაჩვენებელთან შედარებით (2.1 ბავშვი/ქალზე) საკმაოდ დაბალია და მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია; გასნხვავება განსაკუთრებით შეიმჩნევა 1900 წლის მაჩვენებელთან – 5.47 ბავშვი/ქალზე.[9] აგრეთვე აღსანიშნავია, რომ საბერძნეთს, საშუალოდ 44.2 წლით, ჰყავს მეშვიდე ყველაზე ხნიერი საზოგადოება მსოფლიოში.[10] 2001 წელს მოსახლეობის 16,71% იყო 65 წლის და უფრო ასაკიანი, 68,12% – 15-64 წლებს შორის, ხოლო 15,18% 14 წლის და უფრო უმცროსი.[11] 2016 წლისთვის, 65 წლის და უფრო ასაკოვანი მოსახლეობის პროპორცია გაიზარდა 20.68%-მდე, ხოლო 15 წლამდელთა პროპორცია ოდნავ შემცირდა – 14%.
1981 წლიდან 2002 წლამდე საბერძნეთში ქორწინებების რაოდენობამ იკლო; შემდეგ, 2003 წელს დაფიქსირდა მცირე მატება, თუმცა 2004 წელს მაჩვენებელმა კვლავ კლება განაგრძო (1000 კაცზე 51 ქორწინება).[11] 1991-2004 წლებში განქორწინების მაჩვენებელიც მკვეთრად შეიცვალა: 1000 კაცზე 191.2 განქორწინებამ (1991) 239.5-ს მიაღწია (2004).[11]
აღნიშნული ტენდენციების შედეგად, საშუალოდ, ბერძნული ოჯახი უფრო მცირე და ხნიერია, ვიდრე წინა თაობებში. ეკონომიკურმა კრიზისმა გაამძაფრა კიდევ უფრო გაამძაფრა სიტუაცია: 2010 წელს ემიგრაციაში წავიდა 350,000-450,000 ბერძენი, ძირითადად ახალგაზრდები.[12]
ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საბერძნეთის მოსახლეობის დაახლოებით ორი მესამედი ქალაქებში ცხოვრობს. ქვეყნის უდიდესი და ყველაზე გავლენიანი მეტროპოლიტურ ცენტრებს წარმოადგენენ ათენი და თესალონიკი – ამ უკანასკნელს, ჩვეულებრივ, მოიხსენიებენ, როგორც symprotévousa (συμπρωτεύουσα, ლიტ. 'co-capital'[13]) – რომელთა მეტროპოლიტების მოსახლეობა, შესაბამისად, 4 და 1 მილიონი მცხოვრებია. სხვა ცნობილ ქალაქბში, რომელთა მოსახლეობა 100,000-ს აღემატება, შედიან: პატრა, ჰერაკლიონი, ლარისა, ვოლოსი, როდოსი, იანინა, აგრინიო, ხანია და ქალკისი.[14]
რელიგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საბერძნეთის კონსტიტუცია აღიარებს აღმოსავლეთ მართლმადიდებლობას, როგორც ქვეყნის მოსახლეობის „უმრავლესობის“ სარწმუნოებას, თუმცა კონსტიტუცია აგრეთვე უზრუნველყოფს ყველა ადამიანისთვის რელიგიური რწმენის თავისუფლებას.[15][16] საბერძნეთის მთავრობა არ ინახავს ცნობებს რელიგიური ჯგუფების შესახებ და ოფიციალური აღწერის ჩატარებისას, მოსახლეობას რელიგიის შესახებ კითხვებ არ უსვამენ. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, საბერძნეთის მოქალაქეების სავარაუდოდ 97% თავს მართლმადიდებლად მიიჩნევს, რომელიც ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიას მიეკუთვნება;[17] ეკლესია მსა��ურებაში იყენებს ბიზანტიურ რიტუალებს და ბერძნულ ენას (ახალი აღთქმის თავდაპირველ ენას).
2010 წლის ევროსტატ-ევრობარომეტრის გამოკითხვაში, საბერძნეთის მოქალაქეების 79%-მა უპასუხა, რომ „თვლიდა, ღმერთი არსებობს“.[18] სხვა წყაროების თანახმად, ბერძნების 15.8% თავს „ძალიან რელიგიურად“ ახასიათებს, რაც ევროპის ქვეყნებს შორის უმაღლესი შედეგია. კვლევამ ასევე დაადგინა, რომ მხოლოდ 3.5% არასოდეს დასწრებულა საეკლესიო მსახურებას, მაშინ როცა აღნიშნული მაჩვენებელი პოლონეთში 4.9%, ხოლო ჩეხეთის რესპუბლიკაში 59.1%-ია.[19]
საბერძნეთში ვხვდებით მუსლიმთა საზოგადოებას დაახლოებით 100,000 წევრით,[17][20] რომელთა უმეტესი ნაწილი კონცენტრირებულია თრაკიაში (შეადგენენ მოსახლეობის 1%-ს).
იუდაიზმი საბერძნეთში უკვე 2000 წელზე მეტია არსებობს. ბერძენ ებრაელთა ძველ საზოგადოებას რომანიოტები ეწოდებათ; სეფარდები ოდესღაც გამორჩეულ საზოგადოებას წარმოადგენდნენ თესალონიკში: 1900 წლისთვის მათი რაოდენობა დაახლოებით 80 000, ანუ მოსახლეობის ნახევარზე მეტი იყო.[21] თუმცა, გერმანიის მიერ საბერძნეთის ოკუპაციისა და მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ჰოლოკოსტის შემდეგ, ქვეყანაში მათი რაოდენობა დაახლოებით 5,500-მდე დაეცა.[17][20]
მიგრაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]XX საუკუნის განმავლობაში მილიონობით ბერძენმა დატოვა ქვეყანა და შეერთებულ შტატებში, გაერთიანებულ სამეფოში, ავსტრალიაში, კანადაში და გერმანიაში, მათ დიდი ბერძნული დიასპორა შექმნეს. მიგრაციამ პოზიტიური რიცხვების ჩვენება 1970-იანი წლების დასაწყისში დაიწყო, თუმცა 1990-იან წლებამდე მიგრაციის ძირითად ნაკადს რუსეთიდან, საქართველოდან, თურქეთიდან, ჩეხეთის რესპუბლიკიდან და სხვა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან სამშობლოში დაბრუნებული ბერძენი მიგრანტები ან პონტოელები წარმოადგენდნენ.[22]
ხმელთაშუა ზღვის მიგრაციის ობსერვატორიის მიერ ჩატარებული კვლევის, 2001 წლის აღწერის მიხედვით, ირკვევა, რომ საბერძნეთში ქვეყნის მოქალაქეობის გარეშე 762,191 ადამიანი ცხოვრობს, რაც მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 7%-ია. აქედან 48,560 ადამიანი იყო თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის წევრი ქვეყნებიდან, ხოლო 17,426 იყო პრივილეგირებული სტატუსის მქონე კვიპროსელები. უმეტესი ნაწილი საბერძნეთში ჩამოსულია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან: ალბანეთიდან (56%), ბულგარეთიდან (5%) და რუმინეთიდან (3%), ხოლო ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან (საქართველო, რუსეთი, უკრაინა, მოლდოვა და ა.შ.) ჩამოსული მიგრანტები შეადგენენ 10%-ს.[23] ალბანეთიდან მიგრანტების უდიდესი ნაწილი კონცენტრირებულია ჩრდილოეთ ეპირუსში. გარდა ამისა, მთლიანი ალბანური წარმოშობის მოსახლეობის რაოდენობა, თუ დროებით მიგრანტებს და აღუწერელ ნაწილსაც ჩავთვლით, დაახლოებით 600,000 აღწევს.[24]
2011 წლის აღწერაში აღირიცხა 9,903,268 საბერძნეთის მოქალაქეი (91,56%), 480,824 ალბანეთის მოქალაქეი (4,44%), 75,915 ბულგარეთის მოქალაქეი (0,7%), 46,523 რუმინეთის მოქალაქეი (0,43%), 34,177 პაკისტანის მოქალაქე (0,32%), საქართველოს 27,400 მოქალაქე (0,25%), ხოლო 247,090 მცხოვრებს ჰქონდა სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ან მისი მოქალაქეობა დაუდგენელი იყო (2,3%).[25]
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საბერძნეთი ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით (242.8 მლრდ $) მსოფლიოში 33-ე ადგილი უკავია.
- ე.ე.პ. სტრუქტურა (%): სოფლის მეურნეობა — 9, მრეწველობა — 24, მომსახურება — 67;
- ე.ე.პ. (1 სულზე): 22 800 $.
- ექსპორტი: ტანსაცმელი, ზეითუნის ზეთი, ხილი, თამბაქო, ნავთობპროდუქტები.
- ბიუჯეტი: 45 000 მლნ $.
- ვალუტა: ევრო (EUR); 2002 წლამდე ბერძნული დრახმა.
ტურიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ათენი ქვეყნის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. ყოველწლიურად აქ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ტურისტი ჩადის. ის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ძველი ქალაქიცაა. აქ შექმნილია მსოფლიო არქიტექტურის მრავალი შედევრი. ათენის ცენრტში აღმართულია აკროპოლის ბორცვი პერიკლეს ეპოქის ძეგლებით და ლიკაბეტის ბორცვი წმ. გიორგის პატარა ეკლესიით. ათენი თანამედროვე საქმიანი და პოლიტიკური ქალაქია, სადაც თავმოყრილია ყველა საელჩო, მრავალი საწარმო, ოფისი, თეატრი, რესტორანი და მაღაზია, სასტრუმრო და გართობის დაწესებულება.
საბერძნეთი თანამედროვე დასავლური ცივილიზაციის ფუძემდებელია, მის ტერიტორიაზე თავმოყრილია უამრავი ძვირფასი შენობა, ანსამბლი, ქალაქების ნანგრევი, გასაოცარი სილამაზის ტაძარი. მხოლოდ ათენში 33 მუზეუმი და მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიური ობიექტია. მთლიანად ქვეყანაში 260-ზე მეტი მუზეუმია, რომელთა ექსპოზიციათა უმეტესობა ღია ცის ქვეშაა განთავსებული.
მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ათენი — აკროპოლისი; ეროვნული არქეოლოგიური, ბიზანტიური, აკროპოლისის მუზეუმები; დიოგენეს შუქურა; ქარების კოშკი; ადრიანას თაღი; პოსეიდონის ტაძარი;
- სალონიკი — წმ. ელენეს ეკლესია, „თეთრი კოშკი“;
- ათონის მთა და მისი მონასტრები,
- როდოსი — იოანიტი რაინდების სასახლე, როდოსის კოლოსი
- ოლიმპია,
- კრეტა — ქალაქ კნოსოსის ნანგრევები;
- ბერძნული ეპოსი — ილიადა და ოდისეა (ძვ. წ. VIII საუკუნე).
სპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საბერძნეთი არის უძველესი ოლიმპიური თამაშების სამშობლო: პირველი ოლიმპიადა, რომელიც ოლიმპის მთაზე გაიმართა, თარიღდება ძვ. წ. 776 წლით; თანამედროვე ოლიმპიადებიდან ქვეყანამ ორ მათგანს, 1896 წლისა და 2004 წლის ზაფხული ოლიმპიადებს უმასპინძლა. ერების აღლუმის დროს საბერძნეთს ყოველთვის პირველს ასახელებენ, როგორც თანამედროვე ოლიმპიადის უძველესი წინამორბედ დამფუძნებელი ერს. საბერძნეთი ყოველ ზაფხულის ულიმპიადაზე ასპარეზობს. ქვეყანის სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს სულ მოპოვებული აქვთ 110 მედალი (30 ოქრო, 42 ვერცხლი და 38 ბრინჯაო); ოლიმპიური ოქროს მედლების რაოდენობით, საბერძნეთი მსოფლიოს 32-ე ქვეყანაა. ქვეყნისთვის ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა 1896 წლის ზაფხულის ოლიმპიადა, სადაც საბერძნეთმა ტურნირი მეორე ყველაზე წარმატებული ერის (10 მედლით) სტატუსით დატოვა.
საბერძნეთის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა, რომელიც 2014 წელს ფიფას რეიტინგის მიხედვით მე-14 უძლიერესი იყო (მ��ქსიმუმს, მე-8 ადგილს 2008 და 2011 წლებში მიაღწია), 2004 წელს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი (ევრო 2004) მოიგო.[26] ქვეყნის უმაღლესი საფეხბურთო ლიგა არის საფრანგეთის სუპერლიგა, რომელშიც 16 გუნდი ასპარეზობს. ყველაზე წარმატებული საფეხბურთო კლუბებია: ოლიმპიაკოსი, პანათანაიკოსი და AEK ათენი F.C.
საბერძნეთის ეროვნული საკალათბურთო ნაკრები აღნიშნულ სპორტის სახეობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძალაა. 2012 წელს, ქვეყნის ნაკრები მსოფლიოში მე-4, ხოლო ევროპაში მე-2 ადგილს იკავებდა.[27] ნაკრებს ევროპის ჩემპიონატი ორჯერ, 1987 და 2005 წლებში აქვს მოგებული,[28] ხოლო უკანასკნელი ოთხი ჩემპიონატიდან გუნდმა ორ მათგანში 4 საუკეთესო ნაკრებში მოხვედრა მოახერხა. აგრეთვე, ნაკრებმა 2006 წლის ფიბას მსოფლიო ჩემპიონატში, ამერიკის საკალათბურთო ნაკრებთან ანგარიშით 101–95 მოგების შემდეგ, მეორე ადგილი დაიკავა. ქვეყნის უმაღლესი საკალათბურთო ლიგა, A1 Ethniki, შედგება თოთხმეტი გუნდისგან. საბერძნეთის ყველაზე წარმატებულ გუნდებს მიეკუთვნებიან: პანათინაიკოსი, ოლიმპიაკოსი, არისი თესალონიკი, AEK ათენი და P.A.O.K.. ბოლო 25 წლის განმავლობაში, საბერძნეთის საკალათბურთი კლუბები ყველაზე წარმატებულები არიან: 1988 წელს ევროპიგის ფინალის ახალი ფორმატის შექმნის შემდეგ, კლუბები ევროპიგის ჩემპიონები ცხრაჯერ გახდნენ, მაშინ როცა სხვა ქვეყნის კლუბებს აღნიშნული ტურნირი, იგივე პერიოდში, ოთხჯერაც კი არ აქვთ მოგებული. ცხრა ევროლიგის თასის გარდა, საბერძნეთის საკალათბურთო კლუბებს მოგებული აქვთ: 3 Triple Crowns, 5 Saporta Cup, 2 Korać cup და 1 ფიბას ევროპის ჩემპიონთა თასი. 2005 წლის ევროპის ჩემპიონატში საბერძნეთის საკალათბურთო ნაკრების ტრიუმფის შემდეგ, საბერძნეთი გახდა ევროპის ჩემპიონი, როგორც ფეხბურთში, ასევე კალათბურთში.
საბერძნეთის ქალთა წყალბურთის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი ძალაა. ნაკრებმა 2011 წელს ჩინეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. აგრეთვე, მათ მოახერხეს 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში ვერცხლის, 2005 წლის მსოფლიო ლიგაში ოქროს და 2010 და 2012 წლების ევროპის ჩემპიონატების მოგება. 2005 წელს, მსოფლიო ჩემპიონატზე ხორვატიის დამარცხების შემდეგ, საბერძნეთის კაცთა წყალბურთის ეროვნული ნაკრები გახდა მსოფლიოს მესამე საუკეთესო გუნდი. ქვეყნის წყალბურთის საშინაო ლიგები, საბერძნეთის კაცთა წყალბურთის ლიგა და საბერძნეთის ქალთა წყალბურთის ლიგა, ითვლება ევროპის სყალბურთის ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესოებად, რადგან მათმა კლუბებმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს ევროპულ შეჯიბრებებში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- "Minorities in Greece – Historical Issues and New Perspectives". History and Culture of South Eastern Europe. An Annual Journal. München (Slavica) 2003.
- (2008) The Constitution of Greece, Paparrigopoulos, Xenophon; Vassilouni, Stavroula (translators), Athens: Hellenic Parliament. ISBN 978-960-560-073-0. ციტირების თარიღი: 21 March 2011.
- Clogg, Richard (1992). A Concise History of Greece, 1st, Cambridge University Press, გვ. 10–37. ISBN 978-0-521-37228-2. ციტირების თარიღი: 23 March 2016. , 257 pp.
- Clogg, Richard [1992] (2002). A Concise History of Greece, 2nd, Cambridge: Cambridge University Press. ISBN 978-0-521-00479-4. .
- Dagtoglou, PD (1991). „Protection of Individual Rights“, Constitutional Law – Individual Rights (Greek). Athens-Komotini: Ant. N. Sakkoulas.
- Fine, John Van Antwerp (1991). The Early Medieval Balkans: A Critical Survey from the Sixth to the Late Twelfth Century. University of Michigan Press. ISBN 978-0-472-08149-3. ციტირების თარიღი: 23 March 2016. , 376 pp.
- Hatzopoulos, Marios (2009). „From resurrection to insurrection: 'sacred' myths, motifs, and symbols in the Greek War of Independence“, The making of Modern Greece: Nationalism, Romanticism, and the Uses of the Past (1797–1896). Ashgate, გვ. 81–93.
- Kalaitzidis, Akis (2010). Europe's Greece: A Giant in the Making. Palgrave Macmillan. , 219 pp. The impact of European Union membership on Greek politics, economics, and society.
- Koliopoulos, John S.; Veremis, Thanos M. (2002) Greece: The Modern Sequel. From 1831 to the Present. London: Hurst & Co..
- Kostopoulos, Tasos (2011). „La guerre civile macédonienne de 1903-1908 et ses représentations dans l'historiographie nationale grecque“. Cahiers Balkaniques. 38-39 (38–39): 213–226. doi:10.4000/ceb.835. ISSN 0290-7402.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
- Kremmydas, Vassilis (1977). „Η οικονομική κρίση στον ελλαδικό χώρο στις αρχές του 19ου αιώνα και οι επιπτώσεις της στην Επανάσταση του 1821“ [The economic crisis in Greek lands in the beginning of 19th century and its effects on the Revolution of 1821]. Μνήμων (Greek). 6: 16–33. doi:10.12681/mnimon.171.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
- Kremmydas, Vassilis (2002). „Προεπαναστατικές πραγματικότητες. Η οικονομική κρίση και η πορεία προς το Εικοσιένα“ [Pre-revolutionary realities. The economic crisis and the course to '21]. Μνήμων (Greek). 24: 71–84. doi:10.12681/mnimon.735.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
- Livanios, Dimitris (1999). „Conquering the souls: nationalism and Greek guerrilla warfare in Ottoman Macedonia, 1904‐1908“. Byzantine and Modern Greek Studies. 23: 195–221. doi:10.1179/byz.1999.23.1.195.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
- Mavrias, Kostas G (2002). Constitutional Law (Greek). Athens: Ant. N. Sakkoulas. ISBN 978-960-15-0663-0.
- Mazower, Mark (1992). „The Messiah and the Bourgeoisie: Venizelos and Politics in Greece, 1909- 1912“. The Historical Journal. 35 (4): 885–904. doi:10.1017/S0018246X00026200.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
- Pappas, Takis (April 2003). „The Transformation of the Greek Party System Since 1951“. West European Politics. 26 (2): 90–114. doi:10.1080/01402380512331341121.
- Story, Louise; Thomas, Landon Jr; Schwartz, Nelson D (14 February 2010). „Wall St. Helped to Mask Debt Fueling Europe's Crisis“. The New York Times. ციტირების თარიღი: 26 March 2013..
- Trudgill, P (2000). Language and Nationalism in Europe. Oxford University Press. .
- Venizelos, Evangelos (2002). „The Contribution of the Revision of 2001“, The "Acquis" of the Constitutional Revision (Greek). Athens: Ant. N. Sakkoulas. ISBN 978-960-15-0617-3.
- "Ἑλλάς - Ἑλληνισμὸς", Μεγάλη Ἐλληνικὴ Ἐγκυκλοπαιδεῖα (Athens: Pyrsos Co. Ltd.) 10, 1934, http://anemi.lib.uoc.gr/php/pdf_pager.php?filename=%2Fvar%2Fwww%2Fanemi-portal%2Fmetadata%2Fa%2Ff%2Fb%2Fattached-metadata-01-0002588%2F279838_10.pdf&rec=%2Fmetadata%2Fa%2Ff%2Fb%2Fmetadata-01-0002588.tkl&do=279838_10.pdf&width=662&height=963&pagestart=1&maxpage=1104&lang=en&pageno=1&pagenotop=1&pagenobottom=262
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მთავრობა
- საბერძნეთის პრეზიდენტი
- საბერძნეთის პრემიერ მინისტრი
- სახელმწიფოს მთავარი და მინისტრთა კაბინეტის წევრები დაარქივებული 2011-06-23 საიტზე Wayback Machine.
- საგარეო საქმეთა სამინისტრო დაარქივებული 2011-07-17 საიტზე Wayback Machine.
- საბერძნეტის ტურიზმის ორგანიზაცია დაარქივებული 2011-07-21 საიტზე Wayback Machine.
- ძირითადი ინფორმაცია
- საბერძნეთი - ბრიტანიკა
- საბერძნეთი დაარქივებული 2008-07-14 საიტზე Wayback Machine. - გეოგრაფიის ნაციონალური საზოგადოება
- საბერძნეთი დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. - UCB Libraries GovPubs
- საბერძნეთის ლტოლვილთა საკონსულო
- ელინური ისტორია
- Hellenism.Net – ყველაფერი საბერძნეთის შესახებ
- საბერძნეთის ისტორია: დოკუმენტები
- ბერძნული მემკვიდრეობა
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Country Comparison: Area. Central Intelligence Agency. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ნოემბერი 2020. ციტირების თარიღი: 7 January 2013.
- ↑ 2.0 2.1 Απογραφή Πληθυσμού – Κατοικιών 2011. ΜΟΝΙΜΟΣ Πληθυσμός დაარქივებული 2015-11-13 საიტზე Wayback Machine. [Results of Population-Housing Census 2011 concerning the permanent population of the country] (PDF) (in Greek). 20 March 2014. Retrieved 25 October 2016.
- ↑ Announcement of the results of the 2011 Population Census for the Resident Population. Hellenic Statistical Authority (28 December 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 November 2013. ციტირების თარიღი: 24 August 2013.
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 Report for Selected Countries and Subjects. IMF (15 October 2019).
- ↑ INCOME INEQUALITY. Hellenic Statistical Authority (19 June 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ივნისი 2020. ციტირების თარიღი: 23 June 2020.
- ↑ Human Development Report 2019 en (PDF). United Nations Development Programme (10 December 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 აპრილი 2020. ციტირების თარიღი: 10 December 2019.
- ↑ Visualisations - Eurostat. ციტირების თარიღი: 3 August 2019
- ↑ The World Factbook. Central Intelligence Agency. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 აგვისტო 2016. ციტირების თარიღი: 19 July 2017.
- ↑ Max Roser (2014), "Total Fertility Rate around the world over the last centuries", Our World in Data, Gapminder Foundation, https://ourworldindata.org/grapher/children-born-per-woman?year=1800&country=GRC. წაკითხვის თარიღი: 7 May 2019
- ↑ "World Factbook EUROPE : GREECE", The World Factbook, 12 July 2018, https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/gr.html. წაკითხვის თარიღი: 1 ივლისი 2011 დაარქივებული 25 August 2016[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
- ↑ 11.0 11.1 11.2 Greece in Numbers. Hellenic Statistical Authority (2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 July 2004. ციტირების თარიღი: 14 December 2007.
- ↑ Hope, Kerin. (16 August 2018) Greece brain drain hampers recovery from economic crisis en-GB. ციტირების თარიღი: 3 August 2019
- ↑ (2008) Regional analysis and policy: the Greek experience. ISBN 9783790820867. ციტირების თარიღი: 19 August 2011.
- ↑ Athena 2001 Census. National Statistical Service of Greece. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 January 2008. ციტირების თარიღი: 14 December 2007.
- ↑ Syntagma Greek. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 September 2007. ციტირების თარიღი: 2 August 2009.
- ↑ The Constitution of Greece. Hellenic Resources Network.
- ↑ 17.0 17.1 17.2 Greece. United States Department of State, Bureau of Democracy, Human Rights, and Labor (15 September 2006). ციტირების თარიღი: 14 April 2007.
- ↑ Special Eurobarometer, biotechnology; Fieldwork: January–February 2010 (October 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 December 2010.
- ↑ Dagens ESS: Religiøsitet og kirkebesøk Norwegian. Forskning (11 October 2005). ციტირების თარიღი: 11 September 2010.
- ↑ 20.0 20.1 Ktistakis, Ioannis; Sitaropoulos, Nicholas. Executive Summary Discrimination on the Grounds of Religion and Belief Greece. European Commission (22 June 2004). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 June 2007. ციტირების თარიღი: 14 April 2007.
- ↑ „Greece“. Jewish Virtual Library.
- ↑ Triandafyllidou, Anna. "Migration and Migration Policy in Greece" დაარქივებული 23 September 2013 საიტზე Wayback Machine. . Critical Review and Policy Recommendations. Hellenic Foundation for European and Foreign Policy. No. 3, April 2009
- ↑ Kasimis, Charalambos; Kassimi, Chryssa (June 2004). "Greece: A History of Migration". Migration Information Source.
- ↑ Managing Migration: The Promise of Cooperation. By Philip L. Martin, Susan Forbes Martin, Patrick Weil
- ↑ „Announcement of the demographic and social characteristics of the Resident Population of Greece according to the 2011 Population“ (PDF) (პრეს-რელიზი). Greek National Statistics Agency. 23 August 2013. p. 9. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 25 December 2013. ციტირების თარიღი: 3 June 2014.
- ↑ World Rankings. FIFA (July 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 აპრილი 2012. ციტირების თარიღი: 23 July 2009.
- ↑ Ranking Men after Olympic Games: Tournament Men (2008). International Basketball Federation (August 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ივნისი 2007. ციტირების თარიღი: 24 August 2008.
- ↑ Wilkinson, Simon (26 September 2005). „Greece Tops Germany for Euro Title“. ESPN. ციტირების თარიღი: 7 May 2007.
|
|