შინაარსზე გადასვლა

The Game (რეპერი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
The Game

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ჯეისონ ტერელ ტეილორი
დაბ. თარიღი 29 ნოემბერი, 1979 (1979-11-29) (45 წლის)
დაბ. ადგილი ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
წარმოშობა კომპტონი, კალიფორნია, აშშ
ეროვნება აფრო-ამერიკელები
ჟანრ(ებ)ი ჰიპ-ჰოპი
საქმიანობა
აქტიური 2002–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
საიტი comptongame.com
The Game ვიკისაწყობში

ჯეისონ ტერელ ტაილორი , ცნობილი, როგორც The Game (ან უბრალოდ Game) (დ. 29 ნოემბერი, 1979) — ამერიკელი რეპერი და მსახიობი, უფრო მეტად ცნობილია, როგორც დასავლეთ სანაპიროს ჰიპ-ჰოპის ჟანრის რეპერი და Dr. Dre-ს Aftermath Records-ის კლიენტი.

დაიბადა ლოს-ანჯელესში (კალიფორნია). 2002 წელს გამოუშვა პირველი მიქსტეიპი You Know What It Is Vol. 1. მოგვიანებით კონტრაქტი გააფორმა Aftermath Entertainment-თან. 2005 წელს მოიპოვა წარმატება წამყვან ლეიბლზე გამოცემული ალბომით The Documentary. პოპულარობა მან გაამყარა 2006 წლის Doctor's Advocate-ით. RIAA-მ სადებიუტო ალბომს 2005 წლის მარტში ორმაგი პლატინა მიანიჭა.

მიუხედავად იმისა, რომ 2000-იანებში ჯერ დამწყები შემსრულებელი იყო, The Game ითვლება ერთ-ერთ წამყვან ძალად მეინსტრიმში დასავლეთ სანაპიროს ჰიპ-ჰოპის დაბრუნებაში და აღმოსავლეთ სანაპიროს ჰიპ-ჰოპისთვის კონკურენციის გაწევაში.[1][2][3] იგი Dr. Dre-ს და ჯიმი აიოვინის ინიციატივით G-Unit-ში შევიდა, თუმცა, 50 Cent-თან უთანხმოებების შედეგად, Aftermath Entertainment დატოვა, კონტრაქტი გააფორმა Geffen Records-თან (რომელიც Universal Music Group-ის Interscope-Geffen-A&M-ს ეკუთვნის) და 2006 წლის ზაფხულში G-Unit-თან კონტრაქტით დაკისრებული ვალდებულებები გააუქმა. მეორე ალბომის Doctor's Advocate გამოცემას, ისევე, როგორც პირველის შემთხვევაში, მოჰყვა დისკის აშშ-ის Billboard 200-ის პირველ პოზიციაზე მოხვედრა. ამასთან, Doctor's Advocate-ზე Dr. Dre-ს პროდიუსერის სახით აღარ უმუშავია. Pitchfork Media-მ The Documentary 2005 წლის 50 საუკეთესო ალბომის სიის 35-ე ადგილზე დაასახელა. The Game ნომინირებული იყო გრემიზე, საუკეთესო რეპ-სიმღერის და დუეტის ან ჯგუფის საუკეთესო რეპ-შესრულებისთვის (სინგლისთვის „Hate It or Love It“. The New York Times-მა Doctor's Advocate-ს 2006 წლის საუკეთესო ჰიპ-ჰოპ ალბომი უწოდა.[4]

სტუდიური ალბომები

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Clover Hope. (February 18, 2007) XXL Spotlights West Coast Hip-Hop In March Issue. Allhiphop. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 6, 2007. ციტირების თარიღი: July 20, 2007.
  2. Conan Milne. (2005)The West Coast Rap Up: 2005. Dubcnn. ციტირების თარიღი: January 27, 2007.
  3. Kim Osorio. (March 21, 2006) XXL Game: Playtime Is Over. BET. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 24, 2006. ციტირების თარიღი: October 8, 2007.
  4. „Repentant Yet Defiant, a Rapper at His Best“. ციტირების თარიღი: November 9, 2006.