ჰაინრიხ III (სრი)
ჰაინრიხ III (დ. 28 ოქტომბერი, 1017 — გ. 5 ოქტომბერი, 1056, ბოდფელდი (ჰარცი)) — გერმანიის მეფე 1039 წლიდან, იმპერატორი 1046 წლიდან, ფრანკონიული (სალიკური) დინასტიის წარმომადგენელი, კონრად II-ის ძე. მსხვილ ფეოდალებთან ბრძოლაში ეყრდნობოდა მინისტერიალებს და რაინდობას. 1046-1047 ილაშქრა იტალიაში, გადააყენა 3 პაპი და პაპის ტახტზე გერმანელი ეპისკოპოსი დასვა. ჰაინრიხ III მფარველობდა კლიუნიელთა ორდენის საეკლესიო რეფორმებს. იმპერიას დაუქვემდებარა ჩეხეთი და უნგრეთი. მასვე მორჩილებდა ლოთარინგიის საჰერცოგო.
დასაფლავებულია შპაიერის კათედრალში, შპაიერი, გერმანია.
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მშობლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეუღლეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1)∞ ივნისი 1036, ნიმვეგენი – გუნჰილდი, დანიისა და ინგლისის მეფის კნუტ დიდის ასული.
2) ∞ ნოემბერი 1043, ინგელჰაიმი – აგნესა დე პუატუ, აქვიტანიის ჰერცოგის გიიომ V-ის ასული.
- დ. 1025. გ. 14 დეკემბერი 1077, რომი. საფლავი: სანტა-პეტრონელას კაპელა, წმინდა პეტრეს ტაძარი, ვატიკანი.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1)გუნჰილდთან
- ბეატრიქსი, ქუედლინბურგის აბატესა.
- დ. 1037. გ. 13 ივლისი 1061. საფლავი: ქუედლინბურგის მონასტერი.
2)აგნესასთან
- მატილდე, შვაბიის ჰერვოგის რუდოლფ ფონ რაინფელდენის მეუღლე.
- იუდით-სოფი, უნგრეთის მეფის სალომონის და შემდგომში პოლონეთის ჰერცოგის ვლადისლავ I ჰერმანის მეუღლე.
- ადელჰაიდი, ქუედლინბურგის და განდერსჰაიმის აბატესა.
- დ. ოქტომბერი 1048. გ. 11 იანვარი 1096. საფლავი: ქუედლინბურგის მონასტერი.
- ჰაინრიხ IV, იმპერატორი.
- დ. 11 ნოემბერი 1050, გოსლარი, გერმანია. გ. 7 აგვისტო 1106, ლიეჟი, ბელგია. საფლავი: შპაიერის კათედრალი.
- გიზელა
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Gwatkin, H. M., Whitney, J. P. (ed) et al. The Cambridge Medieval History: Volume III. Cambridge: Cambridge University Press, 1926.
- Norwich, John Julius. The Normans in the South 1016-1130. Longmans: London, 1967.
|