შინაარსზე გადასვლა

ხსნის არმია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პროტესტანტიზმი
რეფორმაცია

რეფორმაციამ���ელი მოძრაობები

ჰუსიტები  • ლოლარდები  • ვალდენსები  • ჩეხი ძმები


რეფორმაციის მოძრაობები

ანგლიკანიზმი • კალვინიზმი • ლუთერანობა • ცვინგლიანობა


ახალი რეფორმაციული მოძრაობები

ადვენტისტები • ამიშები • ანაბაპტიზმი • ახალსამოციქულო ეკლესია • ბაპტიზმი • კვაკერები • კონგრეგაციონალიზმი • მეთოდიზმი • მენონიტები • ორმოცდაათიანელობა • პიეტიზმი • პრესვიტერიანობა • პურიტანები • ხსნის არმია


XX საუკუნის პროტესტანტული მოძრაობები

პენტეკოსტალიზმი • რევივალიზმი • ევანგელიკალიზმი • ფილიპინების დამოუკიდებელი ეკლესია


ხსნის არმიაპროტესტანტული ეკლესია, რომელიც არსებობს XIX საუკუნის შუა წლებიდან. მისი ცენტრალური შტაბ-ბნა მდებარეობს ლონდონში. მოქმედებს მსოფლიოს 111 ქვეყანაში. 1990-იანი წლების ბოლოს მასში მილიონნახევარზე მეტი ადამიანი იყო გაწევრიანებული.

ჩამოაყალიბა 1865 წელს ბრიტანელმა მეთოდისტმა პასტორმა უილიამ ბუთმა. ბუთმა ოფიციალური აღაირება მიიღო აშშ-ის პრეზიდენტისა და გაერთიანებული სამეფოს მეფე ედუარდ VII-საგან. მან მიიღო გენერლის ტიტული. მის მეუღლეს, კატერინას კი „ხსნის არმიის დედა“ შეარქვეს. კატერინა თავადაც ატარებდა ქადაგებებს და ღვთისმსახურებას, რაც იმ დროს რევოლუციური მოვლენა იყო. ეკლესიას თავდაპირველად ეწოდებოდა აღორძინების ევანგელურ-ქრისტიანული ასოციაცია. შემდეგ ორჯერ შეიცვალა სახელწოდება. 1886 წლიდან „ხნის არმიის“ განყოფილებები გაიხსნა ავსტრალიაში, საფრანგეთში, შვედეთში, შვეიცარიაში, ინდოეთში, კანადაში, სამხრეთ აფრიკაში, ისლანდიასა და გერმანიაში.

ხსნის არმიის პრინციპები ძველი და ახალი აღთქმების ტექსტებს ეფუძნება. ორგანიზაცია მოძღვრებას ქადაგებების მეშვეობით ავრცელებს. ხსნის არმია რელიგიურთან ერთდ ფილანთროპიული ორგანიზაციაცაა და მისი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი წევრების სოციალური, სამედიცინო და მორალური მხარდაჭერაა.

ღვთისმსახურება ტარდება ყოველკვირეულად. ის შედგება ლოცვის, გალობის, წმინდა წერილის კითხვის და ქადაგებისან. ქადაგების უფლება ქალებსაც აქვთ. ეკლესია აღიარებს მხოლოდ ხელდასხმის და ქორწინების საიდუმლოებას. ნათლობის და ზიარების საიდუმლოები არ აღესრულება სხვა ქრისტიანული ეკლესიებისგან განსხვავებით. ხსნის არმიას არ აქვს სტაბილურად ადდგენილი მარხვის პერიოდები

ხსნის არმიას აქვს სამხედრო ორგანიზაციის მსგავსი სტრუქტურა. მის ხელმძღვანელს ეწოდება გენერალი. ის ხსნის არმიაში ამ წოდების მქონე ერთადერთი პირია. დანარჩენი წევრები იწოდებიან ოფიცრებად და ჯარისკაცებად და ატარებენ უნიფორმას. ხსნის არმიას აქვს ორწლიანი სასწავლებლები, რომელშიც განათლებას იღებენ და მომზადებას გადიან შემდგომი აქტივისტები. ხსნის არმიის წევრები უარს ამბობენ ალკოჰოლსა და თამბაქოზე, მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობენ დისციპლინას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გენდერულ თანასწორობას. ხსნის არმიას ორჯერ ჰყავდა ქალი გენერალი. ამჟამინდელი გენერალია შო კლიფტონი.

ხსნის არმიას მსოფლიო ხუთ ზონად აქვს დაყოფილი. თითოეულ ზონაში შედის 10-15 ტერიტორია. ტერიტორია, თავის მხრივ, მოიცავს რამდენიმე ქვეყანას.

სოციალური მსახურება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხსნის არმია მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ორგანიზაციაა სოციალური აქტივობის თვალსაზრისით. ის მხოლოდ აშშ-ში ეხმარება 32 მილიონ ადამიანს. აფრიკაში ის ცნობილია ლტოლვილთა ბანაკების ორგანიზებით. ეხმარება ბუნებრივი კატასტროფებით დაზარალებულ ადამიანებს. 2004 წელს ისინი დაეხმარნენ ინდოეთში ცუნამის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილებს. ხსნის არმიას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გახსნილი აქვს უფასო სასადილოები, ღამის გასათევი შენობები უსახლკაროებისთვის, ახალგაზრდული კლუბები, ეწევიან ნარკომანიის და პროსტიტუციის საწინააღმდეგო პროპაგანდას.

ხსნის არმია საქართველოში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში ხსნის არმია 1992-1993 წლებში გამოჩნდა. აფხაზეთის ომის დროს ხსნის არმია ეხმარებოდა ლტოლვილებს საკვებით და ტანსაცმლით. ხსნიდა სასადილოებს და მიჰქონდა საკვები სახლებში. აქტიური ქველმოქმედების გამო ხსნის არმიას ოფიციალური მადლობა გადაუხადა ედუარდ შევარდნაძემ. 1993 წლის ნოემბრიდან საქართველოში ოფიციალურად გაიხსნა ხსნის არმიის წარმომადგენლობა. საქართველო რუსეთთან, რუმინეთთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად შედის აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაში. ტერიტორიის შტაბბინა მდებარეობს მოსკოვში. საქართველოში ხსნის არმიას აქვს რვა კორპუსი: 4 თბილისში, ორი რუსთავში, თითო ბათუმსა და ლაგოდეხში. თითოეულ კორპუსს 2-3 ოფიცერი ხელმძღვანელობს. საქართველოში 19 ასეთი ოფიცერია. წევრთა რაოდენობა დაახლოებით 600-მდეა. საქართველოს რეგიონალური ოფიცერია კაპიტანი გიორგი სალარიშვილ, რომელიც 2004 წლიდან ხელმძღვანელობს ხსნის არმიის საქართველოს განყოფილებას.