შინაარსზე გადასვლა

წინაისტორიული საქართველო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეს სტატია არის ნაწილი სერიისა:

საქართველოს ისტორია

წინაისტორიული საქართველო
საქართველო ძვ. წ. VI-ახ. წ. III საუკუნეებში
საქართველო IV საუკუნეში
საქართველო V საუკუნეში
საქართველო VI საუკუნეში
საქართველო VII საუკუნეში
საქართველო VIII საუკუნეში
საქართველო IX-X საუკუნეებში
საქართველო XI საუკუნეში
საქართველო XII-XIII საუკუნეებში
საქართველო XIII საუკუნეში
საქართველო XIV საუკუნეში
საქართველო XV საუკუნეში
საქართველო XVI საუკუნეში
საქართველო XVII საუკუნეში
სა��ართველო XVIII საუკუნეში
საქართველო XIX საუკუნეში
საქართველო XX საუკუნეში
საქართველო XXI საუკუნეში
დაფა: იხ.  განხ.  რედ.

წინაისტორიული საქართველოსაქართველოს ისტორია ძველი წელთაღრიცხვით I ათასწლეულამდე. ქართულ ტომთა განსახლების არეალი ძვ. წ. IV–II ათასწლეულებში მოიცავდა ჩრდილო-დასავლეთ ანატოლიას და ჩრდილო მესოპოტამიის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიას, სამხრეთ კავკასიას, მისი დასავლეთ საზღვარი აღწევდა შავ ზღვამდე. ქართულ ტომებს ურთიერთობა ჰქონდათ ხეთების სამეფოსთან, ხურიტებთან, ურარტუსთან, სემიტებთან, შუმერებთან, ჩრდილო კავკასიურ ტომებთან.

არქეოლოგიური კულტურები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძვ. წ. V ათასწლეულში დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ნეოლითურმა რევოლუციამ გამოიწვია დემოგრაფიული ზრდა, ჭარბი მოსახლეობა გადავიდა აღმოსავლეთით და აითვისა მანამდე სუსტად დასახლებული ტერიტორიები. არქეოლოგიური თვალსაზრისით ამ პერიოდს უწოდებენ „სიონის კულტურას“, რომელიც ძვ. წ. V–IV ათასწლეულებში გავრცელდა დღევანდელი ქართლისა და კახეთის ტერიტორიებზე. ამავე პერიოდში ქვემო ქართლში ჩნდება შულავერ-შომუთეფეს კულტურა. ძვ. წ. IV ათსწლეულის შუა ხანებიდან აღნიშნული კულტურები ჩაანაცვლა მტკვარ-არაქსის კულტურამ, რომელიც ძვ. წ. III ათასწლეულის I ნახევრის განმავლობაში გრძელდებოდა. მტკვარ-არაქსის კულტურის გავრცელების შედეგად მოსახლეობა ბარში გაიზარდა და უფრო მჭიდრო გახდა. ნამოსახლარები ხშირად ჯაჭვისებურადაა განლაგებული ერთმანეთისგან 2-3 კმ–ის დაშორებით. ამ პერიოდის ნაოსახლარებია ქვაცხელები, ხიზანაანთ გორა, იმირის გორა. მოსახლეობის ძირითადი სამეურნეო საქმიანობა იყო მიწათმოქმედება. ძვ. .წ III ათასწლეულში დაიწყო განვითარება მეცხვარეობამ, რაც აისახა თრიალეთის, ზურტაკეტის, ჯავახეთის ყორღანულ კულტურებში. გვიანი ბრინჯაო-ადრე ული რკინის ხანაში ჩამოყალიბდა ეთნოგრაფიული ქართლი, რომელიც შენარჩუნდა შემდეგ საუკუნეებშიც. ამავე დროს ჩამოყალიბდა ხევების სისტემა. ხევი წარმოადგენდა შემაღლებულ ბორცვზე განლაგებულ სოფელთა სოციალურ-ეკონომიკურ გაერთიანებას

ძვ. წ. II ათასწლეულის I ნახევარში დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა უკვე საუბრობდა ზანურ და სვანურ ენებზე. ამ დროს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა კოლხური კულტურა. მისი ჩამოყალიბება დაიწყო ძვ. წ. XVI–XV საუკუნეებიდან. ბრინჯაოს მეტალურგიის განვითარების მაღალ დონეზე მეტყვებს კოლხური ცული და სხვა ნაკეთობები.

პირველი სახელმწიფოები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძვ. წ. XII საუკუნეში შეიქმნა პირველი ქართული სახელმწიფოებრივი გაერთიანება დიაოხი. ასურეთის მეფის ტიგლათფილესერ I-ის წარწერაში ნახსენებია ძვ. წ. XII საუკუნის შუაში მუშქებთან ბრძოლის ისტორიები. იმავე მეფის წარწერაშია ნახსენები დაიაენის (იგივე დიაოხის) მეფე საენი. დიაოხი იყო მდიდარი ქვეყანა, განვითარებული ბრინჯაოს მეტალურგიითა და მესაქონლეობით. დიაოხი ოთხი საუკუნის განმავლობაში ებრძოდა ჯერ ასურეთს, შემდეგ კი ურარტუს, სანამ ამ უკანასკნელმა არ გაანადგურა. ძვ. წ. VI–VI საუკუნეებში დიაოხის დაცემის შემდეგ მოხდა მუშქების იმიგრაცია ჩრდილო–აღმოსავლეთ ანატოლიიდან სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე.

დიაოხის ჩრდილოეთი ნაწილები დაიკავეს კოლხებმა და ისინი დაუმეზობლდნენ ურუარტუს. ძვ. წ. VIII საუკუნეში წარმოიქმნა კოლხეთის სამეფო. კოლხეთი იყო განვითარებული და ძლიერი სახელმწიფო მესაქონლეობითა და რკინის მეტალურგიით. ძვ. წ. VIII საუკუნეში მას ომი ჰქონდა ურარტუსთან. ამ დროს იხსენიება კოლხეთის დედაქალაქი ილდამუსა. ძვ. წ. VIII საუკუნის ბოლოს მოხდა კავკასიაში სკვითებისა და კიმერიელების შემოსევები. ამ შემოსევების შედეგად კოლხეთის სამეფომ დაკარგა ჭოროხის აუზი. ძვ. წ. VII საუკუნეში ჩამოყავლიბდა ხალიბებისა და ხალდების სახელმწიფოებრივი გაერთიანებები, რომლებსაც ასევე ურარტუსთან ჰქონდათ საომარი ურთიერთობები. ძვ. წ. VI საუკუნეში ხალიბები შეცვალეს სასპერებმა. სასპერებს პირველად ასახელებს ჰეროდოტე, რომლის მიხედვით ისინი კოლხეთსა და მიდიას შორის მოსახლეობდნენ. ჩრდილოეთით მათი განსახლების არეალი აღწევდა შავ ზღვამდე.

ურარტუს მეფის მენუას დაპყრობები
სკვითების სამეფო