შინაარსზე გადასვლა

ციხის ბუნტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ციხის ბუნტი“, ამ სახელითაა ცნობილი საქართველოში პატიმართა ყველაზე მასშტაბური ამბოხება, რომელიც 2006 წ. 27 მარტს ქ. თბილისის მე-5 („ორთაჭალის“) საპყრობილეში (ამჟამად გაუქმებულია) მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმთან შეტაკებას რამდენიმე პატიმრის სიცოცხლე შეეწირა და მწვავე პოლიტიკური დებატების მიზეზი გახდა.[1]

საქართველოს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა და ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა მომხდარი ინციდენტის გამო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბაჩო ახალია დაადანაშაულეს.[2][3][4][5]