შეჰზადეს მეჩეთი
შეჰზადეს მეჩეთი | |
| |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°00′49″ ჩ. გ. 28°57′25″ ა. გ. / 41.013806° ჩ. გ. 28.957167° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | ��სლამი |
ქვეყანა | თურქეთი |
ადგილმდებარეობა | სტამბოლი, თურქეთი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | 1548 წ. |
შეჰზადეს მეჩეთი (თურქ. Şehzade Camii) — ოსმალეთის იმპერიის სულთნის, სულეიმან I-ის მიერ, მისი გარდაცვლილი შვილის, მეჰმედის პატივსაცემად აშენებული მეჩეთი. იგი შენდებოდა 1543-1548 წლებში.
მეჰმედი იყო სულეიმანის მეორე ვაჟი მუსტაფას შემდეგ. სწორედ მუსტაფა მართავდა მეჰმედამდე მანისას. როგორც ცნობილია, მეჰმედი იყო სულეიმანის საყვარელი შვილი და იგი თავის ყველაზე ღირსეულ მემკვიდრედ სწორედ მას თვლიდა. მეჰმედი მსახურობდა მანისაში 1541-1543 წლებში, სანჯაყში, რომელსაც მომავალი სულთნები მართავდნენ.
1543 წელს, მანისაში გავრცელდა ყვავილის ეპიდემია. შეჰზადე მეჰმედის სიცოცხლეც სწორედ ამ გავრცელებულმა ეპიდემიამ იმსხვერპლა. საყვარელი შვილის დაკარგვა სულეიმანმა ძალიან განიცადა. ცოტა ხნის შემდეგ, სულეიმანმა, სასახლის მთავარ არქიტექტორს, მაიმარ სინანს დაავალა, რომ სტამბოლში აეგო შეჰზადეს მეჩეთი. 1548 წელს, როცა მეჩეთის მშენებლობა დასრულდა, მეჰმედი იქ გადაასვენეს. მეჰმედთან ერთად, შეჰზადეს მეჩეთში განისვენებს მისი ქალიშვილი — ჰუმაშაჰი, რომელიც შეჰზადეს გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ეყოლა. ჰუმაშაჰი გარდაიცვალა 52 წლის ასაკში.
მიუხედავად იმისა, რომ შეჰზადეს მეჩეთის აშენებიდან გავიდა 460 წელზე მეტი, იგი ახერხებს პირვანდელი სახის შენარჩუნებას და დღემდე ჩვეულებრივად განაგრძობს ფუნქციონირებას.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Şehzade Külliyesi, Archnet.
- Turkish Museum of Architecture დაარქივებული 2007-09-27 საიტზე Wayback Machine.
- Photographs by Dick Osseman