შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია | |
---|---|
შეიქმნა | 15 ივნისი, 2001 |
ტიპი | intergovernmental organization |
წევრები |
9 წევრი ქვეყანა 13 პარტნიორი 4 სტუმარი |
ენა | ჩინური, რუსული |
მდივანი | ვლადიმირ ნოროვი |
ატარებს სახელს | შანხაი |
https://sectsco.org |
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია (ჩინ.: 上海合作组织, რუს. Шанхайская организация сотрудничества (ШОС)) — რეგიონული საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 2001 წლის 15 ივნისს ჩინეთის, რუსეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის ქვეყნების ლიდერების მიერ. ზემოთ ნახსენები ქვეყნებიდან ყველა უზბეკეთის გამოკლებით „შანხაის ხუთიანის“ წევრი ქვეყნები იყვნენ, ორგანიზაცია 1996-1997 წლებში დაარსდა ყაზახეთის, ყირგიზეთის, ჩინეთის, რუსეთისა და ტაჯიკეთის შეთანხმების საფუძველზე და იგი ითვალისწინებდა სამხედრო სფეროში ნდობის განმტკიცებასა და რაიონის საზღვრებს შორის არსებული სამხედრო ძალების შემცირებას.
შთო-ში შემავალი ქვეყნების საერთო ფართობი 30 მლნ კმ²-ია, მათ შორის ევრაზიის 60%. მოასახლეობის საერთო რაოდენობა კი 1 455 მილიონ ადამიანს შეადგენს(2007).
ორგანიზაცია არც სამხედრო ბლოკს (როგორც, მაგალითად: ნატო) და არც რაიმე სახის უსაფრთხოების ღია რეგულარულ სათათბიროს (როგორც, მაგალითად:ასეანი) წარმოადგენს. შთო-ს მთავარი მიზანი გაერთიანებულ ქვეყნებს შორის სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაა, ფართო გაგებით, ბრძოლა ტერორიზმთან, სეპარატიზმთან, ექსტრემიზმთან, ასევე ეკონომიკური თანამშრომბლობის განვითარება, ენერგეტიკული, სამეცნიერო და კულტურული ურთიერთთანამშრომლობა.