შინაარსზე გადასვლა

ტაიბეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ტაიბეი
臺北市
დროშა გერბი

ქვეყანა ჩინეთის რესპუბლიკის დროშა ტაივანი
დაქვემდებარება დედაქალაქი
შიდა დაყოფა 大安區, 大同區, 南港區, 內湖區, 士林區, 松山區, 萬華區, 文山區, 信義區, 中山區, 中正區 და 北投區
კოორდინატები 25°02′00″ ჩ. გ. 121°38′00″ ა. გ. / 25.03333° ჩ. გ. 121.63333° ა. გ. / 25.03333; 121.63333
ქალაქის მერი ჰაუ ლუნგ-ბინი
დაარსდა 1709
ფართობი 271,799 კმ²
ცენტრის სიმაღლე 10 მეტრი
ოფიციალური ენა Standard Taiwanese Mandarin
მოსახლეობა 2 618 772 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 9 634,9 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 02
საფოსტო ინდექსი 100
ოფიციალური საიტი english.taipei.gov.tw
ტაიბეი — ტაივანი
ტაიბეი

ტაიბეი (ჩინ. 臺北市) — ტაივანის დედაქალაქი და ქვეყნის პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური ცენტრი. ამავე დროს, წარმოადგენს ტაიბეი–კეელუნგის მეტროპოლიური არეალის ცენტრს. მდებარეობს კუნძულის ჩრდილოეთ კიდეზე, მდინარე დანშუიზე, ქალაქ კეელუნგიდან 25 კმ–ით სამხრეთ დასავლეთით. ქალაქი ამავე დროს ნავსადგურია წყნარ ოკეანეზე. 2010 წლის მონაცემებით, ტაიბეის მოსახლეობა 2 618 772 ა���ამიანს შეადგენს, ხოლო მეტროპოლიის, რომელშიც მასთან ერთად წარმოდგენილია ქალაქები ახალი ტაიბეი და კეელუნგი – 6 900 273 ადამიანს.[1]

ტაიბეი XVIII საუკუნეში დაარსდა და უკვე XIX საუკუნეში საზღვაო ვაჭრობის მნიშვნელოვანი ცენტრი გახდა. 1886 წელს, ჩინეთის ცინის იმპერიის მმართველმა დინასტიამ, ქალაქს პროვინციული დედაქალაქის სტატუსი მიანიჭა.[2] როდესაც პირველი ჩინურ–იაპონური ომის დროს ტაივანი იაპონელებმა დაიპყრეს, ტაიბეი კუნძულის დედაქალაქად აქციეს და მისი მასიური ურბანული დაგეგმარება დაიწყეს. 1945 წელს, კუნძული კვლავ ჩინეთმა აიღო.

როდესაც ჩინეთის სამოქალაქო ომის დროს კომუნისტებს გამოქცეულმა გომინდანის მთავრობამ თავი ტაივანს შეაფარა და 1949 წელს, ტაიბეი ჩინეთის რესპუბლიკის დედაქალაქად გამოაცხადა.

  1. Methods and Term Definitions. Directorate General of Budget, Accounting and Statistics. ციტირების თარიღი: 2009-08-04.
  2. Taipei (Taiwan) :: History - Britannica Online Encyclopedia. Britannica.com. ციტირების თარიღი: 2010-07-04.