სუონსი სიტი (საფეხბურთო კლუბი)
სრული სახელი | Swansea City Association Football Club | |||
---|---|---|---|---|
მეტსახელი | The Swans (გედები) | |||
დაარსდა | 1912 (როგორც „სუონსი თაუნი“) | |||
სტადიონი |
ლიბერთი სთედიუმი სუონსი, უელსი (ტევადობა: 21,008) | |||
პრეზიდენტი | ჰიუ ჯენკინსი | |||
მწვრთნელი | პოლ კლემენტი | |||
კაპიტანი | ლეონ ბრიტონი | |||
ლიგა | პრემიერლიგა | |||
2016-17 | მე-15 ადგილი | |||
|
საფეხბურთო კლუბი „სუონსი სიტი“ (უელს. Clwb Pêl-droed Dinas Abertawe) — უელსური პროფესიონალური საფეხბურთო კლუბი, ქალაქ სუონსიდან, რომელიც პრემიერლიგაში თამაშობს. გუნდი საშინაო მატჩებს ლიბერთი სთედიუმზე მართავს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კლუბი დაარსდა 1912 წელს, როგორც „სუონსი თაუნი“ და საფეხბურთო ლიგას 1921 წელს შეუერთდა. 1969 წელს კლუბმა სახელი შეიცვალა და „სუონსი სიტი“ გახდა, რადგან ქალაქ სუონსის ქალაქის სტატუსი მიენიჭა.[1] გუნდი 1981 წელს ინგლისის პირველ დივიზიონში აღზევდა. შემდეგ სეზონში გუნდს ჩემპიონის ტიტულის მოგება შეეძლო, თუმცა მხოლოდ მეექვსე ადგილს დასჯერდა, რაც დღემდე კლუბის რეკორდია. სეზონის შემდეგ გუნდი კვლავ ქვედა ლიგაში დაქვეითდა, რამდენიმე წელში კი მეოთხე დივიზიონში აღმოჩნდა. 2003 წელს „სუონსი სიტი“ კინაღამ ინგლისის კონფერენციაში გავარდა. 2005 წელს სუონსის მაშინდელი მოედანი, „ვეჩ ფილდი“ დაიხურა და გუნდი „ლიბერთი სთედიუმზე“ გადავიდა. სუონსი სიტის მხარდამჭერთა საზოგადოება გუნდის აქციების 20%-ს ფლობს.
2013 წლის 24 თებერვალს, „სუონსიმ“ 2012-2013 წლების ლიგის თასის ფინალში „ბრედფორდი“ დაამარცხა, ანგარიშით 5-0. მოიგო ისტორიაში პირველი სერიოზული ტიტული და 2013-2014 წლების ევროპის ლიგაზე მოახერხა გასვლა.[2] თასმა „სუონსი სიტი“ ერთადერთ უელსურ კლუბად აქცია, რომელიც ამ ტურნირზე გავიდა და მეორე უელსურ კლუბად, რომელსაც ევროტურნირებზე უთამაშიათ.
მეტოქეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„სუონსი სიტის“ მთავარი მეტოქე „კარდიფ სიტია“. ეს შეხვედრა აღიარებულია, როგორც ბრიტანეთის ყველაზე მტრული დაპირისპირება[3]. და მას მეორენაირად სამხრეთ უელსის დერბისაც ეძახიან. ხშირად ორივე გუნდის ფანებისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი სეზონში სწორედ ეს შეხვედრაა ხოლმე. „სუონსის“ შედარებით სუსტი მეტოქეობა აკავშირებს „ბრისტოლ სიტისთან“, „ბრისტოლ როვერსთან“ და „ნიუპორტთან“. თუმცა „სუონსი“ „ნიუპორტს“ ძალიან იშვიათად ხვდება, რადგან გუნდებს ოთხი დივიზიონი აშორებს. მათი დაპირისპირების შესუსტების კიდე ერთი მიზეზი არის ის, რომ ორივე გუნდს საერთო მეტოქე, „კარდიფ სიტი“ ჰყავს.
სამხრეთ უელსურ დერბიში, დღემდე სუონსიმ 20 მატჩში იმარჯვა. „კარდიფს“ 18 გამარჯვება აქვს, 16 მატჩი კი ფრედ დასრულდა.
მიმდინარე შემადგენლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.
ევროპული რეკორდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ანგარიშის ყველა გრაფაში პირველი წერია „სუონსის“ გატანილი გოლების რაოდენობა.
სეზონი | ტურნირი | ეტაპი | მოწინააღმდეგე | შინ | გასვლითი | ჯამში | სქოლიო |
---|---|---|---|---|---|---|---|
1961–62 | თასების მფლობელთა თასი | შესარჩევი ეტაპი | მოტორი იენა | 2–2 | 1–5 | 3–7 | [4] |
1966-67 | თასების მფლობელთა თასი | პირველი ეტაპი | სლავია სოფია | 1–1 | 0–4 | 1–5 | [5] |
1981-82 | თასების მფლობელთა თასი | პირველი ეტაპი | ლოკომოტივი ლაიპციგი | 0–1 | 1–2 | 1–3 | [6] |
1982-83 | თასების მფლობელთა თასი | შესარჩევი ეტაპი | ბრაგა | 3–0 | 0–1 | 3–1 | [7] |
პირველი ეტაპი | სლიემა უონდერერსი | 12–0 | 5–0 | 17–0 | [8] | ||
მეორე ეტაპი | პარი სენ-ჟერმენი | 0–1 | 0–2 | 0–3 | [9] | ||
1983-84 | თასების მფლობელთა თასი | შესარჩევი ეტაპი | მაგდებურგი | 1–1 | 0–1 | 1–2 | [10] |
1989-90 | თასების მფლობელთა თასი | პირველი ეტაპი | პანათინაიკოსი | 2–3 | 3–3 | 5–6 | [11] |
1991-92 | თასების მფლობელთა თასი | პირველი ეტაპი | მონაკო | 1–2 | 0–8 | 1–10 | [12] |
2013-14 | უეფა-ს ევროპის ლიგა | მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპი | მალმე | 4–0 | 0–0 | 4–0 | [13] |
პლეი-ოფი | პეტროლული | 5–1 | 1–2 | 6–3 | [14] | ||
ჯგუფური ეტაპი | კუბანი კრასნოდარი | 1–1 | 1–1 | მე-2 ადგილი | [15] | ||
სანქტ-გალენი | 1–0 | 0–1 | [15] | ||||
ვალენსია | 0–1 | 3–0 | [15] | ||||
1/32 ეტაპი | ნაპოლი | 0–0 | 1–3 | 1–3 | [16] |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი
- სუონსი სიტი Twitter-ზე
- კლუბის პროფილი Soccerway-ზე
- კლუბის პროფილი Transfermarket-ზე
- სუონსი სიტი, პლეი-ოფების რეოკრდი დაარქივებული 2012-04-24 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Online exhibition: The City of Swansea celebrates its 40th anniversary – City and County of Swansea. Swansea.gov.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-04. ციტირების თარიღი: 17 თებერვალი, 2012.
- ↑ Swansea captures first major trophy. FoxSports (24 თებერვალი, 2013).
- ↑ „Welsh rivals are upwardly mobile“. BBC Sport. 2 აპრილი, 2009. ციტირების თარიღი: 19 მაისი, 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ 1961-62 UEFA Cup Winners' Cup Preliminary Round Results. UEFA (16 იანვარი, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-13. ციტირების თარიღი: 15 ივლისი, 2013.
- ↑ 1966-67 UEFA Cup Winners' Cup First Round Results. UEFA (16 January 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 ივნისი 2010. ციტირების თარიღი: 15 ივლისი, 2013.
- ↑ 1981-82 UEFA Cup Winners' Cup First Round Results. UEFA (16 January 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 იანვარი 2013. ციტირების თარიღი: 15 ივლისი, 2013.
- ↑ 1982-83 UEFA Cup Winners' Cup Preliminary Round Results. UEFA (16 იანვარი, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-17. ციტირების თარიღი: 15 ივლისი, 2013.
- ↑ 1982-83 UEFA Cup Winners' Cup First Round Results. UEFA (16 იანვარი, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-05. ციტირების თარიღი: 15 ივლისი, 2013.
- ↑ 1982-83 UEFA Cup Winners' Cup Second Round Results. UEFA (16 იანვარი, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-17. ციტირების თარიღი: 15 ივლისი, 2013.
- ↑ 1983-84 UEFA Cup Winners' Cup Preliminary Round Results. UEFA (16 იანვარი, 2009). დაარქ��ვებულია ორიგინალიდან — 2013-07-17. ციტირების თარიღი: 15 ივლისი 2013.
- ↑ 1989-90 UEFA Cup Winners' Cup First Round Results. UEFA (16 იანვარი, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-05. ციტირების თარიღი: 15 ივლისი, 2013.
- ↑ 1991-92 UEFA Cup Winners' Cup First Round Results. UEFA (16 იანვარი, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-05. ციტირების თარიღი: 15 ივლისი, 2013.
- ↑ 2013-14 UEFA Europa League third qualifying round results. UEFA (8 აგვისტო, 2013). ციტირების თარიღი: 22 აგვისტო, 2013.
- ↑ 2013-14 UEFA Europa League play-off results. UEFA (22 August 2013). ციტირების თარიღი: 22 August 2013.
- ↑ 15.0 15.1 15.2 2013-14 UEFA Europa League group stage results. UEFA (7 სექტემბერი, 2013). ციტირების თარიღი: 7 სექტემბერი, 2013.
- ↑ 2013-14 UEFA Europa League Round of 32. UEFA (20 February 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 თებერვალი 2014. ციტირების თარიღი: 20 თებერვალი, 2014.
|