სერბები
სერბები (სერბ. Срби / Srbi) — ბალკანეთზე და ცენტრალურ ევროპაში მცხოვრები სლავი ერი (დაახლ. 6.5 მილიონი). სერბები კომპაქტურად ცხოვრობენ სერბეთის ტერიტორიაზე, ისინი აგრეთვე ბოსნია და ჰერცეგოვინაში (1.5 მილიონი), გერმანიაში (507 ათასი), მონტენეგროში (200 ათასი), ხორვატიაში (200 ათასი), ავსტრიაში (177 ათასი), ამერიკის შეერთებულ შტატებში (169 ათასი) და კიდევ სხვა რამდენიმე ქვეყანაში ცხოვრობენ და გააჩნიათ მეტ-ნაკლები სიდიდის დიასპორები.
ენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სერბები ლაპარაკობენ სერბულ-ხორვატულ ენაზე, რომელსაც სერბეთში ასევე სერბულ ენას უწოდებენ. ამავე სერბულ-ხორვატულ ენას ხორვატიაში ხორვატული, ხოლო ბოსნიაში ბოსნიური ჰქვია. შესაბამისად ქართულ ვიკიპედიაშიც მოიპოვება სტატიები ე.წ. სერბული, ხორვატული და ბოსნიური ენების შესახებ, მაგრამ აქაც ძირითადი და უფრო ვრცელი ინფორმაციის მოპოვება ამ ენისა და მისი დიალექტების შესახებ სწორედ სტატიაში სათაურით „სერბულ-ხორვატული ენა“ შეიძლება.
რელიგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სერბ მორწმუნეთა უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია, ნაწილი - კათოლიკე, ხოლო სერბეთის მოქალაქეთა კიდევ უფრო მოკრძალებული რიცხვი თავს პროტესტანტად და მუსლიმად მიიჩნევს. რელიგიური განსხვავება ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე წამოშობილ სახელმწიფოებში ხშირად ეთნიკურობის განმსაზღვრელიცაა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ rs.one.un.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-18. ციტირების თარიღი: 2014-03-30.
- ↑ web.archive.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-05. ციტირების თარიღი: 2013-12-05.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-03-15. ციტირების თარიღი: 2014-03-30.
- ↑ Census of Population, Households and Dwellings in Montenegro 2011 (July 12, 2011). ციტირების თარიღი: 13 July 2011.
- ↑ http://www.recensamantromania.ro/rezultate-2/
- ↑ http://www.zentralrat-der-serben.de/index.php?Serben_in_Deutschland
- ↑ 20 Minuten & 24 February 2008.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-03. ციტირების თარიღი: 2014-03-30.
- ↑ „Erstmals über eine Million EU- und EFTA Angehörige in der Schweiz“. Neue Zürcher Zeitung. 14 October 2008.
- ↑ Nordstrom, p. 353. (Serbia and Iran as top two countries in terms of immigration beside "Other Nordic Countries," based on Nordic Council of Ministers Yearbook of Nordic Statistics, 1996, 46-47)