შინაარსზე გადასვლა

სამი სახლი (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„სამი სახლი“

ფილმის პოსტერი
რეჟისორი ზაზა ურუშაძე
სცენარის ავტორი ზაზა ურუშაძე
როლებში ჟანრი ლოლაშვილი
ზურაბ ყიფშიძე
მურმან ჯინორია
ნინელი ჭანკვეტაძე
ნატო მურვანიძე
ეკა ანდრონიკაშვილი
დავით იაშვილი
თორნიკე ბზიავა
ნინო ბურდული
ნინო ქორიძე
კომპოზიტორი გიორგი ცინცაძე
ოპერატორი გიორგი შველიძე
გიორგი ბერიძე
მხატვარი თეა თელია
სტუდია დამოუკიდებელი კინოპროექტი
ეროვნული კინოცენტრი
ხანგრძლივობა 90 წთ.
ქვეყანა საქართველო
ენა ქართული

სამი სახლი2008 წლის ქართული ფილმი, რომლის რეჟისორი და სცენარის ავტორია ზაზა ურუშაძე. ფილმი სამი ნოველისგან შედგება, მათ საერთო იდეა აერთიანებს:

პირველი ისტორია მე-20 საუკუნის დასაწყისში, ძველ საგვარეულო სახლში ვითარდება. ოჯახის უფროსი ცოლის გარდაცვალების შემდეგ ისე იქცევა, თითქოს ის და გარდაცვლილი კვლავ ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ.

მეორე ნოველაში მოქმედება მე-20 საუკუნის ბოლოს მიმდინარეობს, მოქმედება სოფელში ხდება. აქ ადამიანები ისევ ისე ცხოვრობენ, როგორც მათი მამა-პაპა ცხოვრობდა ოდითგან.

მესამე ნაწილი მსუბუქი და მხიარულია, მასში ჩანს 21-ე საუკუნის ჰუმანიზმი. ფილმი კომედიაა, მისი გმირი თანამედროვე ქალაქელი ბიჭია, რომელიც იძულებული ხდება საკუთარ პრინციპებს უღალატოს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]