შინაარსზე გადასვლა

რომანოს მელიქიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რომანოს მელიქიანი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 1 ოქტომბერი, 1883
დაბ. ადგილი კიზლარი
გარდ. თარიღი 30 მარტი, 1935
გარდ. ადგილი ერევანი
დასაფლავებულია Q42794368?
ეროვნება სომხები[1]
აღსანიშნავი ინსტრუმენტები
ფორტეპიანო
რომანოს მელიქიანი ვიკისაწყობში

რომანოს მელიქიანი (დ. 1 ოქტომბერი, 1883, კიზლარი — გ. 30 მარტი, 1935, ერევანი) — სომეხი კომპოზიტორი.

რომანოს მელიქიანმა 1905 წელს დაამთავრა როსტოვის მუსიკალური კოლეჯი, შემდეგ კი მიხეილ იპოლეტოვ-ივანოვის და ბ. იავორსკის კურსები. 1914 წელს, მან დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის კონსერვატორია. 1908 წელს, იგი თბილისის მუსიკალური ლიგის ორგანიზატორთა შორისაა, 1925 წელს მელიქიანმა დააარსა სტეფანაკერტის მუსიკალური სკოლა, ხოლო 1933 წელს კი - სომხეთის ოპერის თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა.

რომანოს მელიქიანის საფლავი, კომიტასის პანთეონი

რომანოს მელიქიანი გარდაიცვალა 1935 წლის 30 მარტს 51 წლის ასაკში. იგი დაკრძალულია კომიტასის პანთეონში, რომელიც ერევნის ცენტრში მდებარეობს[2].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]