რაიმონ III ტრიპოლელი
რაიმონ III ფრანგ. Raymond III | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
---|---|
1152 – 1187 | |
დაბადებული | 1140 ტრიპოლი |
გარდაცვლილი | 1187 ტრიპოლი |
მამა | რაიმონ II |
დედა | ოდიერნა |
მეუღლე | Eschiva de Bures |
რელიგია | კათოლიციზმი |
რაიმონ III (ფრანგ. Raymond III; 1140 — 1187, ტრიპოლი) — ფრანგი დიდგვაროვანი, ტრიპოლის გრაფი (1152-1187 წწ).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რაიმონ III 1140 წელს დაიბადა. ერთადერთი ვაჟი ტრიპოლის გრაფ რაიმონ II-ისა (1137-1152) და მისი მეუღლის, იერუსალიმის პრინცესა ოდიერნას ოჯახში. 1151 წლიდან მამას სახელმწიფოს მმართველობაში მხარს უჭერდა[1].
ტახტი ბავშვობაში მემკვიდრეობით მიიღო მას შემდეგ, რაც მამამისი რაიმონ II მოკლეს. იერუსალიმის მეფე ბალდუინ III-მ რეგენტად დედამისი ოდიერნა დანიშნა.
იერუსალიმის სამეფოს რეგენტი ბალდუინ IV-ისა და ბალდუინ V-ის ბავშვობაში 1174-1177 და 1184-1186 წლებში. ჰოსპიტალერთა ორდენის ძმა. 1187 წელს ჰეტინის ბრძოლაში მონაწილეობდა. 1187 წლის ოქტომბერში პლევრიტით (შესაძლოა ბრძოლაში მიღებული ჭრილობის შედეგად) გარდაიცვალა.
მამამისი რაიმონ II იყო უკიდურესად ეჭვიანი ადამიანი. 1150-იანი წლების დასაწყისში პოლიტიკური სკანდალებშიც გაეხვია [2]. ისტორიკოსი კევინ ლუისი ვარაუდობს, რომ გრაფს მიაჩ��და, რომ მისი ცოლი საფრთხეს უქმნიდა მის ტიტულს, რადგან იცოდა, რომ მელისენდეს, გიომ ტვიროსელის თქმით, რომანი ჰქონდა ჰიუ II იაფასთან, რომელიც შემდეგ მეფე ფულკის წინააღმდეგ აჯანყდა. რაიმონმა ამის მისაღწევად მუსლიმებთან ალიანსში შესვლის შესაძლებლობაც კი განიხილა, ისევე როგორც ცოლი მზად იყო 1148 წელს პრეტენდენტის მოსაშორებლად ნურ ად-დინთან ალიანსში შესვლა[3]. გრაფსა და მის მეუღლეს შორის უთანხმოებამ მათი ქორწინება დაასრულა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Lewis Kevin J. The Counts of Tripoli and Lebanon in the Twelfth Century : Sons of Saint-Gilles (англ.). — L.; N. Y.: Routledge, Taylor & Francis Group, 2017. — XIII, 339 p. — (Rulers of the Latin East). — ISBN 978-1-472-45890-2. — ISBN 14-724-5890-7. p. 185
- ↑ Lewis Kevin J. The Counts of Tripoli and Lebanon in the Twelfth Century : Sons of Saint-Gilles (англ.). — L.; N. Y.: Routledge, Taylor & Francis Group, 2017. — XIII, 339 p. — (Rulers of the Latin East). — ISBN 978-1-472-45890-2. — ISBN 14-724-5890-7. p. 167-168
- ↑ Lewis Kevin J. The Counts of Tripoli and Lebanon in the Twelfth Century : Sons of Saint-Gilles (англ.). — L.; N. Y.: Routledge, Taylor & Francis Group, 2017. — XIII, 339 p. — (Rulers of the Latin East). — ISBN 978-1-472-45890-2. — ISBN 14-724-5890-7. p.170