შინაარსზე გადასვლა

პენელოპე კრუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პენელოპე კრუსი

კრუსი 2012 წელს
დაბადების სახელი პენელოპე კრუს სანჩესი
დაბადების თარიღი 28 აპრილი, 1974 (1974-04-28) (50 წლის)
მადრიდი, ესპანეთი
საქმიანობა მსახიობი
მეუღლე(ები) ხავიერ ბარდემი (2010-)
პარტნიორ(ებ)ი ტომ კრუზი (2001-2004)
ოსკარი

საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში

2008 — ვიკი კრისტინა ბარსელონა
BAFTA

საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში

2008 — ვიკი კრისტინა ბარსელონა

პენელოპე კრუს სანჩესი (ესპ. Penélope Cruz Sánchez; დ. 28 აპრილი, 1974, მადრიდი) — ესპანელი მსახიობი.

პენელოპეს მამა ავტოფარეხის მფლობელი იყო, დედა კი - ქალების სტილისტი. 5 წლის ასაკიდან 9 წლის მანძილზე პენელოპე ცეკვას ეუფლებოდა ეროვნულ კონსერვატორიაში. ამ ხნის განმავლობაში იგი გამოდიოდა ესპანეთისა და ნიუ-იორკის სცენებზე. შემდეგ მანეკენის კარიერა დაიწყო და ჟურნალების გარეკანზე გამოჩნდა. გადაღებულია კლიპებშიც. 14 წლის პენელოპეს მიჰყავდა საბავშვო სატელევიზიო გადაცემა La Quinta Marcha.

პენელოპე კრუსმა სამსახიობო კარიერის დასაწყისში აღსანიშნავი როლი შეასრულა რაფაელ ალკაზას ფილმში „ბერძნული ლაბირინთი“. მის პირველ წარმატებად კი ითვლება ბიგას ლუნას „ლორი, ლორი“ (1992), რომლისთვისაც კრუზი ნომინირებული იყო გოიას ჯილდოზე საუკეთესო მსახიობი ქალისთვის.

პენელოპე კრუსის საერთაშორისო კარიერა უკავშირდება პედრო ალმოდოვარის ფილმს „ყველაფერი დედაჩემის შესახებ“. ამის შემდეგ მსახიობს იწვევენ ინგლისელი, ამერიკელი და ნორვეგიელი რეჟისორები. 2001 წელს კრუსმა ტომ კრუზთან ერთად ითამაშა ფილმში „ვანილის ზეცა“ და მათ შორის რომანი დაიწყო, რომელიც გაგრძელდა 2004 წლამდე. 2006 წლის კანის კინოფესტივალზე პენელოპე კრუსმა მიიღო პრიზი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის პედრო ალმოდოვარის ფილმში „დაბრუნება“.

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1992 ლორი, ლორი Jamón, jamón სილვია
1993 ბერძნული ლაბირინთი El Laberinto griego ელიზა
1998 ბორცვებისა და ხეობების ქვეყანა The Hi-Lo Country ჯოზეფა
1999 ყველაფერი დ��დაჩემის შესახებ Todo sobre mi madre როსა
2001 ვანილის ზეცა Vanilla Sky სოფია სერანო
2003 ფანფან ტიტა Fanfan la Tulipe ადელინა ლა ფრანჩიზი
2006 დაბრუნება Volver რაიმუნდა
2007 მანოლეტე Manolete ანტონინა სინო
2008 ვიკი კრისტინა ბარსელონა Vicky Cristina Barcelona მარია ელენა
2009 შეწყვეტილი ამბორი Los abrazos rotos ლენა
2009 ცხრა Nine კარლა ალბანესე
2011 კარიბის ზღვის მეკობრეები: უცნაურ ნაპირებზე Pirates of the Caribbean: On Stranger Tides ანჯელიკა
2012 სიყვარულით რომში To Rome with Love ანა
2012 ორჯერ დაბადებული Venuto al mondo ჯემა
2013 მრჩეველი The Counselor ლორა

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: