შინაარსზე გადასვლა

პასტერ ბიზიმუნგუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პასტერ ბიზიმუნგუ (ფრანგ. Pasteur Bizimungu; დ. 1950, გიზენის პრეფექტურა) — რუანდის რესპუბლიკის პრეზიდენტი 1994 წლის 19 ივლისიდან 2000 წლის 23 მარტამდე. ეთნიკურად ჰუტუ.

მას შემდეგ, რაც მთავრობის ბრძანებით მოკლეს მისი ძმა, პასტერ ბიზიმუნგუ შე��ერთდა რუანდის პატრიოტულ ფრონტს. 1994 წელს, გენოციდისა და სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ საჭირო გახდა დროებით მთავრობაში ჰუტუს წარმომადგებნლების გაწევრიანება, რადგან ჰუტუ წარმოადგენდა ეთნიკურ უმრავლესობას. ამის წყალობით რუანდის პრეზიდენტი გახდა პასტერ ბიზიმუნგუ, ვიცე-პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი კი ეთნიკურად ტუტსი პოლ კაგამე. პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს შორის ბევრ საკითხში აშკარა უთანხმოება იყო. 2000 წელს ბიზიმუნგუს შემდეგ პრეზიდენტი გახდა პოლ კაგამე. 2001 წელს პასტერ ბიზიმუნგუმ დააარსა პარტია დემოკრატიული განახლებისათვის. 2002-2004 წლებში ის შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, 2004 წელს კი რუანდის რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა შეიარაღებული ფორმირებების ჩამოყალიბების მცდელობის ბრალდებით. 2006 წლის 17 თებერვალს რუანდის რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ ის უდანაშაულოდ ცნო[1] და 2007 წლის 6 აპრილს გაათავისუფლა, რასაც მოჰყვა ბოდიშის მოხდა პრეზიდენტ კაგამეს მხრიდან[2].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. «Rwanda’s ex-leader loses appeal»
  2. «Libération de l’ancien président Pasteur Bizimungu». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-30. ციტირების თარიღი: 2012-12-26.