ნესვის ხე
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან პაპაია)
ნესვის ხე | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Carica papaya | ||||||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||||||
არასრული მონაცემები IUCN Data Deficient : 20681422 | ||||||||||||||
|
ნესვის ხე, პაპაია (ლათ. Carica papaya) — ტროპიკული მცენარე პაპაიასებრთა ოჯახისა. ხისებრი ბალახოვანი მცენარეა. გარეგნულად პალმას წააგავს. მისი ღეროს სიმაღლე 4-8 მ აღწევს. წვერზე ჯგუფად სხედან გრძელყუნწიანი, თათისებრ განკვეთილი დიდი ფოთლები. ნაყოფი ნესვს მოგვაგონებს; მწიფეს ხმარობენ ხილად, მკვახეს — ბოსტნეულად. სწრაფად იზრდება, დიდხანს არ ცოცხლობს, ნიადაგს ნაკლებად ირჩევს, ყინვას ვერ უძლებს.
ცნობილია მხოლოდ კულტურაში, ძირითადად ტროპიკებში როგორც ხეხილი. ტროპიკულ ამერიკასა და აზიაში ველურდება. ნაყოფის რძეწვენისაგან იღებენ ფერმენტ პაპაინს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 395.