მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ომსკი (რუს. Омск) — ქალაქი ცენტრალურ რუსეთში. 2007 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 1,134,016 ადამიანს და რუსეთის ქალაქებს შორის მოსახლეობის მიხედვით 7-ე ადგილი უკავია, საშუალო სიმჭიდროვე კმ²-ზე შეადგენს 1,979 ადამიანს. ქალაქის ფართობი შეადგენს 573 კმ²-ს. ომსკი 2,700 კილომეტრითაა დაცილებული ქვეყნის დედაქალაქ მოსკოვს. ქალაქი ომსკი დაარსდა 1714 წელს. ქალაქი გაშენებულია მდინარე ირტიშის ნაპირებზე. ომსკის ყველაზე ცხელი თვეებია ივნისი და ივლისი, ხოლო ყველაზე ცივი თვეებია იანვარი და თებერვალი. ქალაქის ყოველწლიური ნალექების რაოდენობა შეადგენს 400 მმ-ს. ომსკი არის ომსკის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი.
- პუხოვი, სლოვაკეთი
- კარლოვი ვარი, ჩეხეთი
- კაიფენი, ჩინეთი
- ჩუნჯუ, სამხრეთი კორეა
- პეტროპავლოვსკი, ყაზახეთი
- პავლოდარი, ყაზახეთი
- ნოვოსიბირსკი, რუსეთი
- კალინინგრადი, რუსეთი
- ჩელიაბინსკი, რუსეთი
- მილუოკი, აშშ
- ონტარიო, კანადა
- იორკის რეგიონი, კანადა
|
---|
| ქალაქები მილიონზე მეტი მოსახლით | |
---|
| ქალაქები ნახევარ მილიონზე მეტი მოსახლით | |
---|
| ქალაქები ნახევარ მილიონზე ნაკლები მოსახლით | |
---|
|
*ქალაქები რიგითობის პრინციპით დალაგებულია 2024 წლის მონაცემების მიხედვით |
|