ნანა კიკილაშვილი
იერსახე
ნანა კიკილაშვილი (დ. 12 აგვისტო, 1962, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი სპორტსმენი (აკრობატიკა). 1985 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1980) და მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი (1980). სსრკ სამგზის ჩემპიონი (1979, 1980, 1981) და სსრკ თასის სამგზის მფლობელი (1980, 1981, 1982). მსოფლიოს თასის გათამაშების მეორე პრიზიორი (1981) და მეორე პრიზიორი (1979). მოსწავლეთა XV სპარტაკიადის მეორე პრიზიორი (1978) და სსრკ ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1979).
ძირითადი შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | ტურნირი | მასპინძელი | ადგილი |
---|---|---|---|
1980 | ევროპის ჩემპიონატი | პოზნანი, პოლონეთი | |
1980 | ევროპის ჩემპიონატი | პოზნანი, პოლონეთი | |
1980 | ევროპის ჩემპიონატი | პოზნანი, პოლონეთი | |
1980 | მსოფლიო ჩემპიონატი | პოზნანი, პოლონეთი | |
1980 | მსოფლიო ჩემპიონატი | პოზნანი, პოლონეთი | |
1980 | მსოფლიო ჩემპიონატი | პოზნანი, პოლონეთი |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „თბილისი“, გვ. 595, თბ., 2002.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნანა კიკილაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ნანა კიკილაშვილი — ქართული სპორტის სტატისტიკა