მწვანე წიგნი (ფილმი)
„მწვანე წიგნი“ | |
---|---|
ფილმის პოსტერი | |
ჟანრი | ბიოგრაფიული დრამა |
დამდგმელი რეჟისორი | პიტერ ფარელი |
პროდიუსერი |
ჯიმ ბერკი ბრაიან ჰეიეზ კარი პიტერ ფარელი ნიკ ვალელონგა ჩარლზ ვესლერი |
სცენარის ავტორი |
ნიკ ვალელონგა ბრაიან ჰეიეზ კარი პიტერ ფარელი |
როლებში |
ვიგო მორტენსენი მაჰერშალა ალი ლინდა კარდელინი |
კომპოზიტორი | კრის ბაუერზი |
მწარმოებელი კომპანია |
Participant Media DreamWorks Pictures Innisfree Pictures Cinetic Media Alibaba Pictures[1] |
დისტრიბუტორი | Universal Pictures |
გამოსვლის თარიღი |
11 სექტემბერი, 2018 (TIFF) 16 ნოემბერი, 2018 (აშშ) |
ხანგრძლივობა | 130 წთ.[2] |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 23 მილიონი აშშ დოლარი[3] |
შემოსავალი | 191.2 მილიონი[4] |
„მწვანე წიგნი“ (ინგლ. Green Book) — რეჟისორ პიტერ ფარელის 2018 წლის ამერიკული ბიოგრაფიული დრამა. ფილმის მოქმედება ვითარდება 1962 წელს და მოგვითხრობს ცნობილი ჯაზპიანისტის დონ შირლისა და მისი მძღოლის ტონი ლიპის მოგზაურობის რეალურ ისტორიას სამხრეთ აშშ-ში, რომელთა შორის დროთა განმავლობაში მეგობრობა გაჩნდება. მთავარ როლებში მონაწილეობენ: მაჰერშალა ალი, რომელმაც შეასრულა დონ შირლის როლი და ვიგო მორტენსენი, რომელმაც ითამაშა ტონი ლიპის როლი. ფილმისთვის სცენარი დაწერეს პიტერ ფარელიმ, ბრაიან ჰეიეზ კარიმ და ტონი ლიპის შვილმა — ნიკ ვალელონგამ; სცენარი დაფუძნებულია ნიკ ვალელონგას მამისა და შირლის ინტერვიუზე და აგრეთვე მამამისისა და დედამისის წერილებზე.[5] ფილმის სახელწოდება მომდინარეობს ვიქტორ ჰიუგო გრინის მიერ დაწერილ გზამკვლევ „მწვანე წიგნიდან“, რომელიც განკუთვნილი იყო შავკანიანი ავტომობილისტებისათვის და რომელიც აშშ-ში გამოდიოდა 1936-1966 წლებში.
„მწვანე წიგნის“ მსოფლიო პრემიერა გაიმართა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე 2018 წლის 11 სექტემბერს, სადაც მოიგო მთავარი ჯილდო „სახალხო არჩევანი“. აშშ-ში ფილმი ორიგინალურ გაქირავებაში გამოვიდა 2018 წლის 16 ნოემბერს, სადაც დისტრიბუცია გაუწია „Universal Pictures“-მა და მსოფლიო მასშტაბით ფილმმა მოაგროვა 144 მილიონი აშშ დოლარი. ფილმმა მიიღო კრიტიკოსების დადებითი შეფასება, მაღალი შეფასება მიიღეს აგრეთვე ვიგო მორტენსენმა და მაჰერშალა ალიმ, თუმცა ისტორიული უზუსტობების გამო ფილმმა რამდენადმე კრიტიკაც დაიმსახურა.
„მწვანე წიგნმა“ მოიპოვა კინოკრიტიკოსების ეროვნული საბჭოს ჯილდო 2018 წლის საუკეთესო ფილმისთვის და ასევე ამერიკის კინოინსტიტუტის მიერ შეყვანილი იქნა 2018 წლის საუკეთესო ფილმთა 10-ეულში. „მწვანე წიგნმა“ მოიპოვა ოსკარი საუკეთესო სურათისთვის და ოსკარი საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის; გარდა ამისა, მსახიობი მაჰერშალა ალი გახდა ოსკარის გამარჯვებული საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მეორეხარისხოვან როლში, ხოლო ვიგო მორტენსენი ნომინირებული იყო ოსკარზე საუკეთესო მსახიობი კაცისთვის. „მწვანე წიგნი“ ნომინირებული იყო აგრეთვე ოსკარზე საუკეთესო მონტაჟისთვის და გახდა ოქროს გლობუსის გამარჯვებული კატეგორიაში საუკეთესო მიუზიკლისა ან კომედიისთვის და მოიგო აშშ-ის პროდიუსერების გილდიის ჯილდო საუკეთესო ფილმისთვის.[6]
როლებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მსახიობი | როლი |
---|---|
ვიგო მორტენსენი | ტონი ლიპი |
მაჰერშალა ალი | დონ შირლი |
ლინდა კარდელინი | დოლორეს ვალელონგა |
დონ სტარკი | ჟიულ პოდელი |
დიმიტერ მარინოვი | ოლეგ მალიკოვიჩი |
სებასტიან მანისკალკო | ჯონი ვენერე |
პი ჯეი ბირნი | პროდიუსერი |
ბრაიან სტეპანეკი | გრემ კინდელი |
იქბალ თება | ამიტი |
ტომ ვირტუ | მორგან ანდერსონი |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „მწვანე წიგნი“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- „მწვანე წიგნი“ — Rotten Tomatoes
- „მწვანე წიგნი“ — Metacritic-ზე
- „მწვანე წიგნი“ — Allmovie-ზე
- „მწვანე წიგნი“ — Box Office Mojo-ზე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ He, Laura (25 თებერვალი, 2019). „Alibaba Pictures shares rise after striking gold with Green Book’s best picture win at the Oscars“. South China Morning Post. ციტირების თარიღი: February 26, 2019. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ Green Book. ციტირების თარიღი: 14 აგვისტო, 2018.
- ↑ Tatiana Siegel. (13 ნოემბერი, 2018) Making of 'Green Book': A Farrelly Brother Drops the Grossout Jokes for a Dramatic Road Trip in the 1960s Deep South. ციტირების თარიღი: 15 ნოემბერი, 2018.
- ↑ Green Book (2018). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2019.
- ↑ Diamond, Anna. The True Story of the ‘Green Book’ Movie.
- ↑ Mahershala Ali Wins First Golden Globe for 'Green Book'.