შინაარსზე გადასვლა

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1934

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1934
Campionato Mondiale di Calcio
← 1930
1938 →
მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1934
ტურნირის დეტალები
ადგილი იტალიის დროშა იტალია
      ქალაქები 8
      სტადიონები 8
ტურნირის ვადები 27 მაისი - 10 ივნისი
მონაწილე 16
საპრიზო ადგილები
ჩემპიონი იტალიის დროშა იტალია
მეორე ადგილი ჩეხოსლოვაკიის დროშა ჩეხოსლოვაკია
მესამე ადგილი გერმანიის დროშა გერმანია
მეოთხე ადგილი ავსტრიის დროშა ავსტრია
ტურნირის სტატისტიკა
დასწრება 358 000  (21 059 თამაშზე)
მატჩები 17
გოლები 70  (4.12 თამაშში)
ბომბარდირ(ებ)ი ჩეხოსლოვაკიის დროშა ოლდრჟიხ ნეიედლი  (5 გოლი)

მეორე მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში ჩატარდა 1934 წელს. პირველი მსოფლიო ჩემპიონატის ფინანსურმა წარმატებამ განაპირობა ფიფას მოღვაწეების დიდი ენთუზიაზმი. მეორე მსოფლიო ჩემპიონატის მსურველნი იტალია და შვედეთი აღმოჩნდნენ. ფიფამ არჩევანი იტალიაზე შეაჩერა. ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. იტალიის სპორტის თავკაცებმა ყველა ღონე იხმარეს მასპინძლობის ხელში ჩასაგდებად. ისინი სრულ გარანტიას იძლეოდნენ, რომ ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩატარებას ხელს ვერაფერი შეუშლიდა. ურუგვაის ტურნირის შემდეგ ყველა იმ აზრამდე მივიდა, რომ მუნდიალის ერთ ქალაქში ჩატარება, როგორც ეს მონტევიდეოში მოხდა, არ იყო მიზანშეწონილი.შვედები არ ფლობდნენ სტადიონების დიდ რაოდენობას, ხოლო იტალიას ამ მხრივ თავი ქუდში ჰქონდა. ამან ფიფას მიერ აპენინელების მასპინძლად გამოცხადება განაპირობა.

ინტერესი მეორე მსოფლიო ჩემპიონატისადმი გაცილებით დიდი იყო. განაცხადი ოცდაცამეტმა სახელმწიფომ წარადგინა, მათ შორის უმრავლესობა ევროპული იყო. ამერიკელებს მუნდიალისადმი დიდი ინტერესი არ გამოუმჟღავნებიათ. სამხრეთელებს მხოლოდ ორი ნაკრები წარმოადგენდა – ბრაზილია და არგენტინა, თუმცა მათ იტალიაში მეორეხარისხოვანი გუნდები გააგზავნეს. ურუგვაელებმა მსოფლიო ტიტულის დაცვაზე იმ მოტივით განაცხადეს, რომ ამით სამაგიეროს უხდიდნენ ევროპელებს პირველ მუნდიალზე გამოუცხადებლობის გამო. თუმცა, ბოროტი ენები ამბობდნენ, რომ მსოფლიო ჩემპიონებს იმ დროისათვის სუსტი ნაკრები ჰყავდათ.

შესარჩევი მატჩების შემდეგ გამოვლინდა ის 16 ნაკრები, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობას მიიღებდა. ჩემპიონატი ოლიმპიური სისტემით ჩატარდა.

ტურნირის მიმდინარეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გათამაშების დაწყებისთანავე სამხრეთამერიკელები ტურნირს გამოეთიშნენ. არგენტინა შვედებთან დამარცხდა 2:3, ხოლო ბრაზილია ესპანეთთან. მათ სხვა არაევროპული გუნდებიც არ ჩამორჩნენ: იტალიამ აშშ გააცამტვერა 7:1, ხოლო უნგრეთმა ეგვიპტეს სძლია 4:2.

მეოთხედფინალში ყველაზე დიდ ინტერესს მასპინძლებისა და ესპანეთის ნაკრების თამაში იწვევდა. ამ მატჩში უპირატესობას ესპანეთის ნაკრები ფლობდა, რომლის კარს რიკარდო ზამორა იცავდა. მეკარის კარგი თამაში იტალიელ მონტის არ მოეწონა, რომელმაც კარის დარაჯს ტრავმა მიაყენა. მატჩის საბოლოო შედეგად ფრე დაფიქსირდა – 1:1 და გადათამაშება დაინიშნა. განმეორებითი თამაში მეორე დღეს ჩატარდა. აპენინელებმა ხუთი, ხოლო პირენეელებმა შვიდი ფეხბურთელი შეცვალეს, მათ შორის მწყობრიდან გამოსული ზამორა. მონტი ამჯერადაც ჩვეულ ფორმაში იყო. მან ბრძოლას ესპანელი თავდამსხმელი გამოთიშა, რამდენიმე წუთში კი მეაცამ გამარჯვების გოლი გაიტანა – 1:0 და იტალიელები ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც მათ ავსტრიის ნაკრები დაუპირისპირდა. თამაში საკმაოდ დაძაბული გამოდგა. მატჩის ბედი მასპინძელთა ფორვარდების სისწრაფემ გადაწყვიტა. მათ მეთერთმეტე წუთზე ერთადერთი გოლი გაიტანეს და ფინალში დამსახურებულად გავიდნენ. ავსტრიელებს არც მომდევნო მატჩში გაუმართლათ გერმანიის ნაკრებთან და საბოლოოდ მეოთე ადგილზე გავიდნენ.

მეორე ფინალისტი, ჩეხოსლოვაკიის ნაკრები დიდი ძალისხმევის გარეშე მიიწევდა ფინალისკენ. მათ ასპარეზობას ჯერ რუმინელები და შვეიცარიელები გამოთიშეს, ხოლო ნახევარფინალში მათი ლიდერის ოლდრჟიხ ნეედლის სამი გოლის წყალობით ფინალში გავიდნენ.

როგორც აღნიშნავენ, რვასაათიანი დავა ყოფილა იმაზე, თუ ვინ უნდა ყოფილიყო ფინალის მსაჯი. საბოლოოდ არჩვანი შვედ ეკლუნდზე შეჩერდა. ფინალში მსაჯი იტალიელი მაყურებლის გავლენის ქვეშ მოექცა. იტალიის ლიდერმა ბენიტო მუსოლინიმ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მისი სამშობლო ჩემპიონი გამხდარიყო და მსოფლიოსთვის ფაშიზმის უპირატესობა დაემტკიცებინა.

ანგარიში ფინალურ მატჩში ჩეხებმა 69–ე წუთზე პუჩის გოლით გახსნეს. რამდენიმე წუთის შემდეგ მეკარესთან პირისპირ გასულ ნეედლის მეკარისთვის ბურთი ფეხზე რომ არ მოეხვედრებინა, ნიკეს თასი სავარაუდოდ ჩეხოსლოვაკიაში წავიდოდა. მეოთხმოცე წუთზე იტალიელებმა შეძლეს ანგარიშის გათანაბრება, მეორე გოლი კი დამატებით დროში კვლავ აპენინელებმა გაიტანეს. ჩეხების მცდელობის მიუხედავად, ანგარიში არ შეცვლილა და მსოფლიო თაში იტალიაში დარჩა.

წარმატების მიღწევით იტალიელები, რა თქმა უნდა, კმაყოფილნი დარჩნენ და ფეხბურთელები ეროვნულ გმირებად გამოაცხადეს. მუსოლინიმ კი გუნდის წევრებს მედლები საკუთარი ხელით გადასცა. ფიატის ფირმამ ფინალური მატჩების მონაწილეებს ავტომობილები უსახსოვრა.

მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორებმა იმ დროისთვის საკმაოდ დიდი ფულადი მოგება ნახეს – 370000 იტალიური ლირა.

ფინალური მატჩის გმირი კი ჩეხთა მეკარე პლანიჩკა გახდა. სამშობლოში დაბრუნების დრო მას ასიათასი გულშემატკივარი დახვდა. იგი ხელში აიტაცეს და პრაღის ქუჩებში გაატარეს.

ფინალური მატჩის შემდეგ იტალიელები ინგლისელებმა გამოიწვიეს, რომლებმაც ჩემპიონატი გამოტოვეს. იტალიელებმა წინადადება მიიღეს. ეს მატჩი ლონდონში 1934 წლის 14 ნოემბერს ჩატარდა. ინგლისელებმა გაიმარჯვეს ანგარიშით 3:2.

ქალაქები და სტადიონები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ქვეყანა ქალაქი სტადიონი ტევადობა კლუბი
იტალიის დროშა იტალია რომი Stadio Nazionale PNF 50 000 რომა, ლაციო
მილანი Stadio San Siro 85 700 მილანი, ინტერი
გენუა Stadio Luigi Ferraris 36 536 გენუა, სამპდორია
ნეაპოლი Stadio Giorgio Ascarelli 72 810 ნაპოლი
ტრიესტი Stadio Littorio 32 454 ტრიესტინა
ფლორენცია Stadio Giovanni Berta 47 282 ფიორენტინა
ბოლონია Stadio Littoriale 39 444 ბოლონია
ტურინი Stadio Benito Mussolini 65 000 ტორინო, იუვენტუსი
პირველი რაუნდი მეოთხედფინალი ნახევარფინალი ფინალი
                           
           
 გერმანიის იმპერიის დროშაგერმანია  5
 ბელგიის დროშა ბელგია  2  
 გ���რმანიის იმპერიის დროშაგერმანია  2
   შვედეთის დროშა შვედეთი  1  
 არგენტინის დროშა არგენტინა  2
 შვედეთის დროშა შვედეთი  3  
 გერმანიის იმპერიის დროშაგერმანია  1
   ჩეხოსლოვაკიის დროშა ჩეხოსლოვაკია  3  
 ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები  2
 შვეიცარიის დროშა შვეიცარია  3  
 შვეიცარიის დროშა შვეიცარია  2
   ჩეხოსლოვაკიის დროშა ჩეხოსლოვაკია  3  
 ჩეხოსლოვაკიის დროშა ჩეხოსლოვაკია  2
 რუმინეთის დროშა რუმინეთი  1  
 ჩეხოსლოვაკიის დროშა ჩეხოსლოვაკია  1
   იტალიის დროშა იტალია  2
 ავსტრიის დროშა ავსტრია  3
 საფრანგეთის დროშა საფრანგეთი  2  
 ავსტრიის დროშა ავსტრია  2
   უნგრეთის დროშა უნგრეთი  1  
 უნგრეთის დროშა უნგრეთი  4
 ეგვიპტის დროშა ეგვიპტე  2  
 ავსტრიის დროშა ავსტრია  0
   იტალიის დროშა იტალია  1   მატჩი მესამე ადგილისთვის
 ბრაზილიის დროშა ბრაზილია  1
 ესპანეთის დროშა ესპანეთი  3  
 ესპანეთის დროშა ესპანეთი  1(0)  გერმანიის იმპერიის დროშაგერმანია  3
   იტალიის დროშა იტალია  1(1)    ავსტრიის დროშა ავსტრია  2
 იტალიის დროშა იტალია  7
 აშშ-ის დროშა აშშ  1  


 მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული 
იტალიის დროშა
იტალია
პირველი წოდება


წინამორბედი:
1930
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი
1934
შემდეგი:
1938