მსოფლიოს I გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში ვაჟთა შორის
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|მსოფლიოს I გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში ვაჟთა შორის}} |
ამ სტატიაში არ არის მითითებ���ლი სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
15 - 28 ნოემბერი 1985 ლუცერნი, შვეიცარია
1985 წელს ფიდემ თავის კონგრესზე მიიღო გადაწყვეტილება ჩაეტარებინა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი ვაჟთა შორის. ამით ფიდე კიდევ უფრო ამდიდრებდა თავის კალენდარს და თანაც ცდილობდა უფრო სამართლიან ბრძოლაში გაერკვია მსოფლიოს უძლიერესი გუნდის სახელი.
მას შემდეგ რაც საჭადრაკო ოლიმპიადების ჩატარება შვეიცარიული სისტემით დაიწყეს, ხდებოდა ხოლმე, რომ შედარებით სუსტი გუნდები საერთო ჩათვლაში უსწრებდნენ მასზე რეიტინგით უფრო მაღლა მდგომ გუნდებს. ხდებოდა ისეც, რომ უძლიერესი გუნდები ვერ ხვდებოდნენ ერთმანეთს. წრიული სისტემა კი ყველაფერ ამას გამორიცხავს.
ფიდემ ტურნირში ევროპის (სსრკ), აზიის (ჩინეთი) 1983 და პანამერიკის (არგენტინა) 1985 წლების ჩემპიონები, 1984 წლის საჭადრაკო ოლიმპიადაზე II-VI ადგილებზე გასული გუნდები (ინგლისი, უნგრეთი, რუმინეთი და გფრ) დაუშვა. აშშ-ს ნაკრების მაგივრად, რომელმაც უარი თქვა მონაწილეობაზე ტურნირში საფრანგეთის ნაკრები დაუშვეს, რომელმაც VII ადგილი დაიკავა 1984 წლის ოლიმპიადაზე. მათ გარდა ტურნირში მონაწილეობდა მასპინძელთა და აფრიკის ნაკრები გუნდები (ვინაიდან აფრიკაში ჩემპიონატი მაშინ არ იმართებოდა და ჭადრაკი სუსტად იყო განვითარებული, მთლიანი კონტინენტის ნაკრები დაუშვეს).
ტურნირის მთავარი ფავორიტები საბჭოთა მოჭადრაკეები იყვნენ. შემადგენლობების მიხედვით მათთვის წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ უნგრელებსა და ინგლისელებს შეეძლოთ. უკვე მეორე ტურში გაიმართა ინგლის-უნგრეთის შეხვედრა. რიბლიმ შავებით შესძლო ნანის დამარცხება და უნგრელებმა გაიმარჯვეს. მეხუთე ტურში უნგრელებმა უკვე საბჭოელები დაამარცხეს (პინტერმა მოუგო ბელიავსკის), თუმცა ლიდერად კვლავ საბჭოთა ნაკრები დარჩა. დარჩენილ ტურებში მათ კიდევ უფრო გაზარდეს თავისი უპირატესობა და დამსახუხებულადაც გაიმარჯვეს.
ტექნიკური შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ა | გუნდები | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | ქ |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | სსრ კავშირი | 2,5 | 4 | 4,5 | 3,5 | 4 | 5 | 4,5 | 3,5 | 6 | 37,5 | |
2 | უნგრეთი | 3,5 | 3,5 | 4,5 | 4,5 | 3,5 | 2,5 | 3,5 | 4 | 5 | 34,5 | |
3 | ინგლისი | 2 | 2,5 | 4 | 2,5 | 2 | 4 | 3,5 | 4 | 6 | 30,5 | |
4 | საფრანგეთი | 1,5 | 1,5 | 2 | 3 | 4,5 | 3,5 | 4 | 3,5 | 5 | 28,5 | |
5 | რუმინეთი | 2,5 | 1,5 | 3,5 | 3 | 2,5 | 3,5 | 3 | 4 | 5 | 28,5 | |
6 | შვეიცარია | 2 | 2,5 | 4 | 1,5 | 3,5 | 2,5 | 3,5 | 3 | 5 | 27,5 | |
7 | ჩინეთი | 1 | 3,5 | 2 | 2,5 | 2,5 | 3,5 | 3,5 | 3 | 5,5 | 27 | |
8 | არგენტინა | 1,5 | 2,5 | 2,5 | 2 | 3 | 2,5 | 2,5 | 4 | 5 | 25,5 | |
9 | გფრ | 2,5 | 2 | 2 | 2,5 | 2 | 3 | 3 | 2 | 4,5 | 23,5 | |
10 | აფრიკა | 0 | 1 | 0 | 1 | 1 | 1 | 0,5 | 1 | 1,5 | xxx | 7 |
პრიზიორთა შემადგენლობა და შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანატოლი კარპოვი 5 (+3=4-0), არტურ იუსუპოვი 5 (+3=4-0), რაფაელ ვაჰანიანი 6 (+4=4-0), ანდრეი სოკოლოვი 2,5 (+1=3-1), ალექსანდრე ბელიავსკი 5 (+4=2-2), ვასილი სმისლოვი 3,5 (+2=3-0), ალექსანდრე ჩერნინი 5 (+3=4-0), ლევ პოლუგაევსკი 5,5 (+4=3-0).
ლაიოშ პორტიში 5,5 (+2=7-0), ზოლტან რიბლი 6,5 (+4=5-0), დიულა საქსი 6 (+4=4-0), იოზეფ პინტერი 6 (+5=2-2), ანდრაშ ადორიანი 2,5 (+1=3-0), ივან ფარაგო 3 (+0=6-0), იშტვან ჩომი 4,5 (+2=5-0), ატილა გროსპენტერი 0,5 (+0=1-1).
ენტონი მაილსი 5 (+3=4-0), ჯონ ნანი 4 (+3=2-3), ჯონათან სპილმენი 3,5 (+0=7-0), ნაიჯელ შორტი 4 (+1=6-1), ენდრიუ მესტელი 4,5 (+3=3-2), მიურეი ჩანდლერი 5,5 (+4=3-1), ჰაროლდ პლასკეტი 2,5 (+2=1-2), გლენ ფლირი 1,5 (+1=1-1).
საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
ვიქტორ კორჩნოი | შვეიცარია | 7,5 | 9 | 83,3 |
ენტონი მაილსი | ინგლისი | 5 | 7 | 71,4 |
ანატოლი კარპოვი | სსრკ | 5 | 7 | 71,4 |
მეორე დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
ზოლტან რიბლი | უნგრეთი | 6,5 | 9 | 72,2 |
არტურ იუსუპოვი | სსრკ | 5 | 7 | 71,4 |
მიგელ კინტეროსი | არგენტინა | 4 | 8 | 50,0 |
მესამე დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
რაფაელ ვაჰანიანი | სსრკ | 6 | 8 | 75,0 |
დიულა საქსი | უნგრეთი | 6 | 8 | 75,0 |
ალდო ჰაიკი | საფრანგეთი | 6,5 | 8 | 72,2 |
მეოთხე დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
იოზეფ პინტერი | უნგრეთი | 6 | 9 | 66,7 |
ჰიუ იანი | ჩინეთი | 5 | 8 | 62,5 |
დიტერ კელერი | შვეიცარია | 4,5 | 8 | 56,3 |
მეხუთე დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
ჰანს-იოაჰიმ ჰეჰტი | გერმანია | 5 | 8 | 62,5 |
ალექსანდრე ბელიავსკი | სსრკ | 5 | 8 | 62,5 |
ჟან-ლუკ სერეტი | საფრანგეთი | 4,5 | 8 | 56,3 |
მეექვსე დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
მიურეი ჩანდლერი | ინგლისი | 5,5 | 8 | 62,5 |
ვალენტინ სტოიკა | რუმინეთი | 5 | 8 | 62,5 |
უე რონჰუ იანგი | ჩინეთი | 5 | 8 | 62,5 |
პირველი სათადაროგო დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
ალექსანდრე ჩერნინი | სსრკ | 5,5 | 7 | 71,4 |
იშტვან ჩომი | უნგრეთი | 4,5 | 7 | 64,3 |
ჯანკარლო ფრანზონი | შვეიცარია | 3 | 6 | 50,0 |
მეორე სათადაროგო დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
ლევ პოლუგაევსკი | სსრკ | 5,5 | 7 | 78,6 |
ჟილეს მირალესი | საფრანგეთი | 3,5 | 6 | 58,3 |
კოსტანტინ იონესკუ | რუმინეთი | 2,5 | 5 | 50,0 |