შინაარსზე გადასვლა

მიქაელ I (მთავარეპისკოპოსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მიქაელი.

მიქაელ Iქართლის ეპისკოპოსი (მთავარეპისკოპოსის ტიტულით) V ს-ის 50-იანი წლებიდან 60-იანი წლების ბოლომდე. ბიზანტიიდან მოწვეული ბერძენი. ვახტანგ გორგასლის აღმზრდელ-მასწავლებელი. მიქაელი იღვწოდა ქრისტიანობის განმტკიცებისათვის, ენერგიულად ებრძოდა ქართლში ფეხმოკიდებულ სხვადასხვა ერესს და მაზდეანობას. დაწვა ქართლის ეპისკოპოსის მობიდანის ერეტიკული წიგნები. მიქაელი არ ემხრობოდა ვახტანგ გორგასლის საეკლესიო-სახელმწიფოებრივ პოლიტიკას, რომელიც ზღუდავდა ეკლესიის დამოუკიდებლობას. მეფესა და მიქაელს შორის უთანხმოება ისე გამწვავდა, რომ განაწყენებულმა ეპისკოპოსმა მასთან საამბორებლად მისულ ვახტანგს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამ კადნიერებისათვის მიქაელი ქართლიდან გააძევეს.

  • მეტრეველი, როინ. (რედ.), საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, თბ.: „ნეკერი“, 2000.
  • ლომინაძე ბ., სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა VIII-XII საუკუნეების საქართველოში, წგნ.: საქართველო რუსთაველის ხანაში, თბ., 1966;
  • ლორთქიფანიძე მ., ქართლი V საუკუნის მეორე ნახევარში, თბ., 1979;
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1 თბ., 1973;
  • ჯავახიშვილი ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ 1, თბ., 1979;
  • ლომინაძე გ., ქსე, ტ. 7, გვ. 23-24, თბ., 1984