შინაარსზე გადასვლა

კვერექსი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კვერექსი — მოსახსენებელი ვედრება უფლისადმი. კვერექსები სხვადასხვაგვარი არსებობს: დიდი ან მშვიდობიანი, მცირე, მრჩობლი, თხოვნითი. დიდ კვერექსს ასევე მშვიდობიანსაც უწოდებენ, რადგან იგი იწყება სიტყვებით: „მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ“. იგი „დიდად“ იმიტომ იწოდება, რომ მრავალი მცირე ლოცვისაგან შედგება. მისგან განსხვავებით, „მცირე კვერექსი“ სულ 2 ან 3 მცირე ლოცვისაგან შედგება და იგი იწყება სიტყვებით: „მერმე და მერმე უფლისა მიმართ ვილოცოთ“.

„მრჩობლი კვერექსი“ იწყება სიტყვებით: „შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა“. ეს კვერექსი განსაკუთრებული სავედრებელია, სიტყვა „მრჩობლი“ - ორმაგს ნიშნავს. მასზე გუნდი სამჯერ პასუხობს: „უფალო შეგვიწყალენ“.

„თხოვნითი კვერექსი“ იწყება სიტყვებით: „აღვუსრულოთ ვედრებაი ჩვენი უფალსა“ და გუნდი პასუხობს გალობით: „უფალო შეგვიწყალენ“ და „მოგვმადლენ უფალო“.

  • მცირე კვერექსი (აქვს სამი მუხლი და ასამაღლებელი);
  • დიდი კვერექსი (აქვს 7-8 მუხლი ან მეტი).
  • თხოვნითი კვერექსი(დიდი და მცირე კვერექსებისგან განსხვავებით, გუნდი მის ზოგიერთ მუხლებზე, გარდა „უფალო შეგვიწყალენ“-ისა, პასუხობს „მოგვმადლენ, უფალო“-თი ).
  • მრჩობილი კვერექსი ( თითოეულ მუხლზე გუნდი პასუხობს სამმაგი „უფალო შეგვიწყალენ“-ით ).
  • მიცვალებულის კვერექსი ორნაირია: მცირე და მრჩობილი. განსხვავება მათ შორის ისაა, რომ პირველი მათგანი იწყება „მერმე და მერმე“-თი, ხოლო მეორე: „შეგვიწყალენ“-ით- ასევე, პირველ მათგანის მუხლებზე გუნდი პასუხობს თითო „უფალო შეგვიწყალენ“-ით(მინორულ კილოზე), მეორეს მუხლებზე - სამმაგით.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კვერექსი“-დან