შინაარსზე გადასვლა

მიხეილ კალინინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კალინინი, მიხაილ)
მიხეილ კალინინი
რუს. Михаи́л Ива́нович Кали́нин
დაბადების თარიღი 7 (19) ნოემბერი, 1875[1] [2]
დაბადების ადგილი Verkhnaya Troitsa
გარდაცვალების თარიღი 3 ივნისი, 1946(1946-06-03)[3] [1] [4] [5] [6] [7] [2] (70 წლის)
გარდაცვალების ადგილი მოსკოვი[3]
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
საბჭოთა რუსეთი
 სსრკ
მეუღლე/ები Ekaterina Kalinina
ჯილდოები მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის“, წითელი დროშის ორდენი, ლენინის ორდენი, სოციალისტური შრომის გმირი, მედალი „მოსკოვის დაცვისათვის“, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“, ლენინის ორდენი, ლენინის ორდენი და წითელი დროშის ორდენი

მიხეილ ივანეს ძე კალინინი (რუს. Михаил Иванович Калинин; დ. 7 ნოემბერი/19 ნოემბერი, 1875, ვერხნაია ტროიცა, ტვერის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 3 ივნისი, 1946, მოსკოვი, სსრკ) — საბჭოთა პოლიტიკოსი, სკკპ-ის უმაღლესი საბჭოს წევრი, სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე (1938–1946)

რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება 1896 წლიდან (1903 წლიდან – ბოლშევიკი). ჩამოაყა­ლიბა მარქსისტული წრე, რომელიც შედიოდა პეტერბურგის „მუშათა კლასის განთავისუფლებისათვის ბრძოლის კავშირში“. 1899 წლის ივლისში დააპატიმრეს და 10 თვის პატიმრობის შემდეგ ­თბილისში გადაასახლეს. აქ მუშაობდა ამიერ­კავკასიის რკინიგზის მთავარ სა­ხელოსნოებში, შევიდა თბილის��ს სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის ცენტრალურ ჯგუფში, 1900 წლის აგვისტოში მონაწილეობდა მუშათა გაფიცვის მოწყობაში, რისთვისაც დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს, 1901 წელს კი რეველში (ტალინი) გადაასახლეს. 1917 წლის სექტემბერში ქ. პეტროგრადის სა­ხელმწიფო სათათბიროში აირჩიეს, აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის 1917 წლის ოქტომბრის გადატრიალებაში, რომლის შემდეგ პეტროგრადის ქალაქის თავად დაინიშნა. 1919 წლიდან იყო სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის (ცაკ) თავმჯდომარე, 1922 წლის დეკემბერში, სსრკ-ის შექმნის შემდეგ, აირჩიეს სსრკ ცაკ-ის თავმჯდომარედ, 1926 წლიდან – საკავშირო კპ (ბ) ცკ-ის პოლიტბიუროს წევრად. 1927 წლის 26 ივნისს დაესწრო ზაჰესის საზეიმო გახსნას, აამუშავა პირველი ტურბინა. 1938-1946 წლებში იყო სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე. იყო სტალინის უახლოეს პოლიტიკურ გარემოცვაში. 1930-1940-იან წლებში მონა­წილეობდა მასობრივი რეპრესიების სანქცირებაში.

ჯილდოები და აღიარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
  2. 2.0 2.1 Исаев Ю. Н. Чувашская энциклопедияЧувашское книжное издательство, 2006. — 2567 с. — ISBN 978-5-7670-1471-2
  3. 3.0 3.1 Калинин Михаил Иванович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  4. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  6. Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  7. Munzinger Personen