ირანის საგარეო ურთიერთობები
ირანის საგარეო ურთიერთობები ირანის მთავრობისა და და სხვა სახელმწიფოების მთავრობებს შორის ეკონომიკურ და დიპლომატიურ ურთიერთობებს აღნიშნავს. ირანის საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაში დიდ როლს თამაშობს ქვეყნის გეოგრაფია.[1] 1979 წლის ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ ახლადშექმნილმა ისლამურმა რესპუბიკამ აიათოლა ხომეინის ხელმძღვანელობით რადიკალურად შეიცვალა პროამერიკული საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ირანის უკანასკნელი შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევი ატარებდა. მას შემდეგ ირანის საგარეო პოლიტიკა ორ საწინააღმდეგო ტენდენციას შორისაა, რომელთაგან ერთი რევოლუციური მიდგომაა და დასავლური და არამუსლიმური გავლენების აღმოფხვრას გულისხმობს საზღვარგარეთ ისლამური რევოლუციის წახალისებით, ხოლო მეორე პრაგმატიზმია, რომელიც ეკონომიკური განვითარების საწინდარი და ურთიერთობების ნორმალიზების საშუალებაა. ირანის ორმხრივი შეთანხმებები ზოგჯერ დამაბნეველი და წინააღმდეგობრივია.
ირანს მსოფლიოს 97 სახელმწიფოსთან აქვს დიპლომატიური ურთიერთობები.[2] The Reputation Institute-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით 2016, 2017 და 2018 წელს ირანი მსოფლიოში მეორე ყველაზე ნაკლებად მოწონებადი სახელმწიფო (ერაყის შემდეგ) იყო.[3][4] ირანის საგარეო პოლიტიკაში ხშირი განხილვის საგანია ისლამიზმი და ბირთვული შეიარაღების საკითხი. Pew Research-ის მიერ 2012 წელს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნას მხოლოდ ერთი ქვეყნის (პაკისტანი) მოსახლეობის უმრავლესობა უჭერდა მხარს. მსოფლიოს სხვა სახელმწიფოების მოსახლეობის უმრავლესობა (90-95%) ირანის ბირთვული იარაღის განვითარების მოწინააღმდეგე იყო და დიდი ნაწილი ბირთვული პროგრამის შესაჩერებლად ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების მხარდამჭერი იყო. ამერიკელების, ბრაზილიელების, იაპონელების, მექსიკელების, ეგვიპტელების, გერმანელების, ბრიტანელების, ფრანგების, იტალიელების, ესპანელების და პოლონელებსი უმრავლესობა ირანის წინააღმდეგ „მკაცრ სანქციებს“ უჭერს მხარს, ხოლო ჩინელების, რუსებისა და თურქების უმრავლესობა უფრო მკაცრი სანქციების მოწინააღმდეგეა.[5]
ორმხრივი ურთიერთობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აზია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩინეთი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩინეთსა და ირანს შორის ოფიციალური ურთიერთობები 1937 წელს დაიწყო. 2001 წლის მარტში ირანმა და ჩინე��მა ხელი მოაწერს 25 წლიან თანამშრომლობის შეთანხმებას, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გამყარებას შეუწყობს ხელს და „პოლიტიკურ, სტრატეგიულ და ეკონომიკურ“ კომოპონენტებსაც მოიცავს.[6] ირანსა და ჩინეთს შორის ურთიერთოების ერთ-ერთი მთავარი სვეტი ნავთობი და ბუნებრივი აირია. 2011 წელს ჩინეთში იმპორტირებული ნავთობის დაახლოებით 10% ირანზე მოდიოდა.[7] ჩინეთში ირანიდან იმპორტირებული საქონლის 80%-ს ნავთობი შეადგენს, ხოლო დარჩენილი ნაწილი მირენარელბსა და ქიმიურ პროდუქტებზე მოდის.
ინდოეთი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დამოუკიდებელ ინდოეთსა და ირანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1950 წლის 15 მარტს დამყარდა. ცივი ომის დროს ინდოეთსა და ფეჰლევიანთა ირანს შორის ურთიერთობები განსხვავებული პოლიტიკური ინტერესების გამო მჭიდრო არ იყო: ინდოეთი მიუმხრობლობის მოძრაობის პოზიციას იჭერდა, მაგრამ საბჭოთა კავშირთან მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებდა, ხოლო ირანი დასავლური ბლოკის აშკარა წევრი იყო და აშშ-სთან ახლო ურთიერთობები ჰქონდა.[8] ინდოეთ-პაკისტანის კონფლიქტში ირანი პაკისტანს უჭერდა მხარს, ხოლო ინდოეთი ირან-ერაყის ომის დროს ერაყთან ახლო კავშირებს ინარჩუნებდა, რამაც ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები ძალიან დაძაბა.[9] 1990-იან წლებში ორივე სახელმწიფო მხარს უჭერდა ჩრდილოეთის ალიანსს ავღანეთში თალიბანის წინააღმდეგ. ეკონომიკური პერსპექტივიდან ირანი ინდოეთისთვის ნედლი ნავთობის მეორე უმსხვილესი მიმწოდებელია და დღიურად 425 000 ბარელ ნავთობს აწვდის. ინდოეთი ერთ-ერთი უდიდესი ინვესტორია ირანის ნავთობისა და ბუნებრივი აირის მრეწველობაში.[10]
ირანის საელჩო ნიუ-დელიში მდებარეობს, ხოლო ინდოეთის საელჩო თეირანშია განლაგებული.
ინდონეზია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიუხედავად რელიგიურ ორიენტაციაში სხვაობისა, ირანი და ინდონეზია მუსლიმური სახელმწიფოებია. ინდონეზიას მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი სუნიტი მოსახლეობა, ხოლო ირანს ყველაზე მრავალრიცხოვანი შიიტური მოსახლეობა ჰყავს.[11] ირანსა და ინდონეზიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1950 წელს დამყარდა. ინდონეზიის საელჩო თეირანში, ხოლო ირანის საელჩო ჯაკარტაში მდებარეობს. ორივე სახელმწიფო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის, მიუმხრობლობის მოძრაობის, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციისა და D8-ის წევრია.
დამატებითი საკითხავი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Dr. Abbas Maleki and Dr. Kaveh L. Afrasiabi, [Reading in Iran's Foreign Policy After 11 September], Booksurge, 2008.
- Dr. Abbas Maleki and Dr. Kaveh L. Afrasiabi, "Iran's Foreign Policy Since 11 September"], Brown's Journal of World Affairs, 2003.
- Dr. Kaveh L. Afrasiabi,[After Khomeini: New Directions in Iran's Foreign Policy], Westview, 1994.
- Dr. Mahjoob Zweiri, Iranian Foreign Policy: Between Ideology and Pragmatism
- Sharashenidze, Tornike: "The Role of Iran in the South Caucasus" in the Caucasus Analytical Digest No. 30
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Ministry of Foreign Affairs
- Translation to 48 languages of First Letter of Iran's Supreme Leader following Paris attacks, 21 January 2015, TEXT and AUDIO
- Resources on International Relations in Iran compiled at University of Illinois Library
- Permanent Mission of Iran to the United Nations in New York
- The EU's relations with Iran
- Foreign and bilateral relations of Iran – American Enterprise Institute
- Foreign relations of Iran - parstimes.com
- Iran’s Foreign and Defense Policies - Congressional Research Service
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ A. Ehteshami (2002). „The foreign policy of Iran“, რედ. Raymond Hinnebusch, Anoushiravan Ehteshami: The foreign policies of Middle East states. Boulder, Col.: Lynne Rienner publ., გვ. 283–290.
- ↑ Ministry of Foreign Affairs, Islamic Republic of Iran (2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 თებერვალი 2009. ციტირების თარიღი: 8 November 2011
- ↑ CountryReptTrak: 2018 დაარქივებული 24 April 2019 საიტზე Wayback Machine. . Reputation Institute. Accessed 24 April 2019.
- ↑ Staufenberg, Jess. "Countries with the best and worst reputations for 2016 revealed" დაარქივებული 24 April 2019 საიტზე Wayback Machine. . The Independent. 11 August 2016.
- ↑ "A Global “No” To a Nuclear-Armed Iran" დაარქივებული 26 October 2019 საიტზე Wayback Machine. . Pew Research Center. May 2012.
- ↑ Iran-China to sign 25-year cooperation pact: Tehran en (2021-03-27). ციტირების თარიღი: 2021-03-27
- ↑ China, U.S. Energy Information Administration, http://www.eia.gov/countries/cab.cfm?fips=CH
- ↑ Nanda, Prakash (2007). Rising India: Friends and Foes. Lancer Publishers, 2008. ISBN 9780979617416.
- ↑ Hunter, Shireen (2010). Iran's foreign policy in the post-Soviet era: resisting the new international order. ABC-CLIO, 2010. ISBN 9780313381942.
- ↑ Iran's major oil customers, energy partners (7 June 2009). ციტირების თარიღი: 13 July 2017
- ↑ Yon Machmudi. „Cultural Cooperation between Indonesia and Iran:Challenges and Opportunities“. Academia. ციტირების თარიღი: 3 June 2013. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება)