ილო ბეროშვილი
იერსახე
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
დაბადების თარიღი | 29 დეკემბერი, 1981 | ||
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2000–2005 | ვიტ ჯორჯია | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ილო ბეროშვილი (დ. 29 დეკემბერი, 1981) — ქართველი ფეხბურთელი, მსახიობი და ტელეწამყვანი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მან თავისი საფეხბურთო კარიერა 2000 წელს დაიწყო, როცა ის შეუერთდა „ვიტ ჯორჯიას“. 2005 წელს მან საფეხბურთო კარიერას თავი დაანება და სატელევიზიო კარიერა დაიწყო „იმედში“, სადაც მიჰყავდა გადაცემა „ილო ბეროშვილის შოუ“. მოგვიანებით მან დაიწყო ახალი პერსონაჟის, შავლეგოს თამაში სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“, რომელიც „რუსთავი 2-ზე“ გადიოდა, მოგვიანებით კი „ფორმულაზე“ გადავიდა. ამჟამად მუშაობს „მთავარ არხზე“, სადაც მიჰყავს გადაცემა „მთავარი ბიჭები“ ნიკა გრიგოლიასთან და ვანიკო თარხნიშვილთან ერთად.[1]
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰყავს მეუღლე, მსახიობი ანი ბებია და სამი შვილი (ორი წინა ქორწინებიდან).[2]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ილო ბეროშვილი — Transfermarkt